ბესარიონ ჯორბენაძე

(1942 - 1992)

 

დაიბადა 1942 წელს ქ. თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1968 წელს - ასპირანტურა. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1979 წელს კი - სადოქტორო დისერტაცია.
1969-1972 წლებში ბ. ჯორბენაძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოპონიმიკის ლაბორატორიის გამგედ. 1972-1981 წლებში იყო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტი, 1981 წლიდან - ამავე კათედრის პროფესორი, 1986-87 წლებში - ფილოლოგიის ფაკულტეტს დეკანი.
1982 წელს ბ. ჯორბენაძე მიწვეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართველურ ენათა განყოფილების გამგედ. 1987 წლიდან იგი ამ ინსტიტუტის დირეტქორი იყო.
ბ. ჯორბენაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკვანძო საკითხებს, ზმნისა და სახელის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის, ქართული დიალექტოლოგიის ზოგად პრობლემებს და დიალექტთა სისტემურ შესწავლას, ქართველურ ენათა ფონემატურ, გრამატიკულ და ლექსიკურ თავისებურებათა ანალიზს, ზოგადი და ქართული ონომასტიკის აქტუალურ საკითხებს, მხატვრული ტექსტის მეცნიერული ანალიზის პრინციპების ძიებას. მას ეკუთვნის მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული 10 მონოგრაფია და 120-ზე მეტი სხვა გამოკვლევა., განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბ. ჯორბენაძის წვლილი ქართული ზმნის საფუძვლიანი შესწავლის საქმეში. მის ნაშრომებში წარმოდგენილია ქართული ზმნის აგებულებისა და სემანტიკის ყოველმხრივი ანალიზი, გარკვეულია ზმნურ კატეგორიათა ფუნქციონირების კანონზომიერებანი. ქართული ზმნის კვლევაში ბ. ჯორბენაძის მიერ შეტანილი წვლილი ფუნდამენტურ მიღწევათა რიგს განეკუთვნება.
ბ. ჯორბენაძის ხელმძღვანელობით გაიშალა მუშაობა ქართული ენის მორფოლოგიის აკადემიური კურსის მოსამზადებლად, ჩატარდა სამეცნიერო სესია და კონფერენციები, საერთაშორისო სიპოზიუმი, დამყარდა საერთაშორისო კონტაქტები. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 15-მდე საკანდიდატო დისერტაცია, რომელთაგან ნახევარზე მეტი წარმატებით იქნა დაცული.
ბ. ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, ინსტიტუტისორგანოს»იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ სარედაქციო კოლეგიას. იყო ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო-საატესტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ «მაცნეს“ ენისა და ლიტერატურის სერიის რედაქტორის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იბერიულ-კავკასიურ ენათა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ქართული ენის შესწავლის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ქართული სალიტერატურო ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ბ. ჯორბენაძე გარდაიცვალა 1992 წელს.

სამეცნიერო ნაშრომთა სია

1. ზმნის გვარის ფორმათა წარმოებისა და ფუნქციის საკითხები ქართულში, თსუ გამომცემლობა, თბ. 1975
2. ქრთული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები, თსუ გამომცემლობა, თბ. 1980
3. ზმნის ხმოვანპრეფიქსული წარმოება ქართულში, თსუ გამომც. თბ. 1983
4. ქართული ენის ფაკულტატიური გრამატიკის საკითხები, თსუ გამომც. თბ. 1985
5. ქართული ზმნა, თსუ გამომც. თბ. 1986
6. ბალავარი მწერლობისა, გამომც. “საბჭოთა საქართველო”, თბ. 1987
7. ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი, გამომც.”მეცნიერება”, თბ. 1987(თანაავტორები: მ. კობაიძე, მ. ბერიძე)
8. ქართული დიალექტოლოგია, გამომც. “მეცნიერება”, თბ. 1989
9. ქართველური ენები და დიალექტები, გამომც. “მეცნიერება” თბ. 1991 (ინგლისურ ენაზე)
10. ონომასტიკური გულანი: გამომც. “მეცნიერება”, თბ. 1998

სტატიები

11. ლიტერატურული ნორმების ისტორიისა და ვნებითი გვარის ზოგი დიალექტური ფორმის საკითხისათვის :”ქართ. ენა და ლიტ. სკოლაში”, თბ. 1968, N - 1
12. ტბIIტაბ ფუძე ქართულ ტოპონიმებში:სსსრ აკად. მოამბე, თბ. 1975, 79, N - 2
13. საკუთარი სახელი ენის საერთო ლექსიკაში: თსუ შრომები, თბ. 1975, N - 164
14. დიალექტებისათვის დამახასიათებელი ფონეტიკური ცვლილებები ქართულ ტოპონიმიაში: “ტოპონიმიკა - I, თბ. 1976
15. ტოპონიმიკური მუშაობა თბილისის უნივერსიტეტში, “კავკასიის ონომასტიკა”, მაჰაჩყალა, 1976
16. ქართული სალიტერატურო ენის ისტორია და დიალექტოლოგია(პროგრამა - პროსპექტი): თსუ გამომც. თბ. 1976
17. ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური სტრუქტურა: თსუ შრომები, თბ. 1977, N - 187
18. ენობრივ მოვლენათა განხილვის ბინარული პრინციპი: სსსრ მეცნ. აკად. მოამბე, თბ. 1977, 87, N - 2
19. ფორმანტთა იდენტიფიკაციის საკითხი ქართულში: სსსრ მეცნ. აკად. მოამბე, თბ. 1977, 85, N - 3
20. მუდმივი და ცვლადი ენაში, ზოგ: და იბ.-კავ. ენათმეც. საკითხები, თბ. 1978
21. ფორმანტთა შედგენილობისათვის ქართულში: სსსრ მეცნ. აკად. მოამბე, 19789, 90, N - 2
22. ენობრივი ფორმის შესწავლის საკითხები ქართულში:სსსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1978, 91, N - 2
23. ზმნურ ფუძეთა აგების პრინციპები ქართულში: იკე-ს წელიწდეული, V, თბ. 1978(რუსულ ენაზე)
24. ენის ფორმობრივი და ფუნქციური კატეგორიები: მაცნე, N - 2, თბ. 1978
25. ენათმეცნიერების საგანი: ონტოლოგია და მეთოდოლოგია: გეორგიკა, 1978(გერმანულ ენაზე)
26. ფორმანტთა სემანტიკური ინფორმაციულობის საკითხისათვის ქართულში: ნარკვ. იბერ. კავკ. ენათა მორფოლოგიიდან, თბ. 1980
27. ზმნურ ფუძეთა სემანტიკური დიფერენციაციის საკითხისათვის ზმნისწინთა ფონეტიკურ ვარიანტებთან დაკავშირებით: იკე-ს წელიწდეული, VII, 1980(რუსულ ენაზე)
28. ტოპონომიკური მნიშვნელობა და ტოპონიმი: “კავკასიის ონომასტიკა”, ორჯონიკიძე, 1980 (რუსულ ენაზე)
29. ყაზბეგის ენობრივი სამყარო: “ ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში”, N - 2, თბ. 1981
30. –ნ და –რ ელემენტიანი ფორმანტების ურთიერთმიმართებისათვის ქართულში: სსსრ მეცნ. აკად. მოამბე, 102 N - 3, 1981
31. ფონეტიკური და სემანტიკური ფაქტორების ურთიერთმიმართებისათვის ქართულში: სსსრ მეცნ. აკად. მოამბე, 103 N - 1, 1981
32. ინვერსიულ ზმნათა ჩამოყალიბების პრინციპები ქართულში: იკე-ს წელიწდეული, VIII, თბ. 1981(რუ8სულ ენაზე)
33. აქტივისა და პასივის ოპოზიციისათვის ქართულში, გეორგიკა, 1981(გერმანულ ენაზე)
34. ა- პრეფიქსის ფუნქციისათვის ქართული ენის ზმნებში: იკე-ს წელიწდეული, IX, 1982 (რუსულ ენაზე)
35. რა ენა წახდეს... ქართ. ენა და ლიტ. N - 2, თბ. 1982 (თანაავტორები: ი. გიგინეიშვილი, ო. კაპანაძე, ე. ქურციკიძე, თ. კვაჭანტირაძე)
36. კონსტანტინე გამსახურდიასდ ქართული: ქართ. ენა და ლიტ. სკოლაში, N - 3, თბ. 1982
37. კოლიგაციის პრინციპი ქართულში: სსსრ მეცნ. აკად. მოამბე, 105 N - 1, თბ. 1982
38. “ქართული სიტყვის კულტურის საკითხები” (რეცენზია): სკოლა და ცხოვრება, N - 3, თბ. 1982
39. მოქმედებითისა და ვნებითის დაპირისპირების პრინციპისათვის ქართულში: საენათმეცნიერო ძიებანი, თბ. 1983
40. ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები - V (რეცენზია): იკე-ს წელიწდეული, X, თბ. 1983(რუსულ ენაზე)
41. მხატვრული ტექსტის ენობრივი ანალიზის ზოგიერთი საკითხისათვის: ქართ. სიტყვ. კულტ. საკითხ. V, თბ. 1983
42. უარყოფის გამომხატველ ფორმათა ნაირსახეობანი ქართულში: ქართ. სიტყვ. კულტ. საკითხ. VI, თბ. 1984
43. იოსებ გრიშაშვილი და თბილისური ქართული: ქართ. ენა და ლიტ. სკოლაში, N - 4, თბ. 1983
44. მუხლადი სიტყვა ლეონიძისა: ქართ. ენა და ლიტ. სკოლაში, N - 4, თბ. 1984
45. ვნებითი გვარის ფორმათა სემანტიკური დახასიათებისათვის ქართულში: იკე-ს წელიწდეული, XI, თბ. 1984(რუსულ ენაზე)
46. ნამყო დროის საობიექტო მიმღეობის მაწარმოებელი –ილ და –ულ სუფიქსების დისტრიბუციისათვის ქართულში: იკე-ს წელიწდეული, XII, 1985(რუსულ ენაზე)
47. მიმღეობათა გასუბსტანტივება ქართულში: იკე-ს წელიწდეული, XIII, თბ. 1986(რუსულ ენაზე)
48. სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების ურთიერთმიმართებისათვის ენაში: ენ. აგებ. და ცვლილ. იენა, 1986 (გერმანულ ენაზე)
49. ტოპონიმთა კლასიფიკაციისათვის : იკე, XXV, თბ. 1986
50. უღვლილება: ქართ. საბჭ. ენციკლოპედია, 10, 1986
51. ქართველური ენები: ქართ. საბჭ. ენციკლოპედია, 10, 1986 (თანაავტორი: ვ. შენგელია)
52. ქცევა: ქართ. საბჭ. ენციკლოპედია, 10, 1986
53. ხარისხი: ქართ. საბჭ. ენციკლოპედია, II, 1987
54. მოქმედების დაწყებითობის ფუნქციის გამოხატვა ძველ ქართულში: აკაკი შანიძე - 100(თსუ), 1987
55. დიალექტოლოგიისა და ლინგვისტური გეოგრაფიის ურთიერთმიმართებისათვის: იკე, XXVI,თბ. 1987
56. ზოგი სტატიკური ზმნის მორფოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის ქართულში: იკე-ს წელიწდეული, XIV, თბ. 1987 (რუსულ ენაზე)
57. ერთგვაროვანი პროცესები ქართული ენის თანამედროვე დიალექტებში: გეორგიკა, X, 1987 (გერმანულ ენაზე)
58. ქართული ენის დიდი მოამაგე, ილია ჭავჭავაძე - 150, 1987
59. ფორმათწარმოებაზე მნიშვნელობის ზეგავლენის ერთი შემთხვევისათვის ქართულში: ქართ. სიტყვ. კულტ. საკითხ. VIII, თბ. 1988
60. ხმოვანი პრეფიქსები ქართულში: გეორგიკა - 12, 1989 (გერმანულ ენაზე)
61. ქართული ენის დიალექტური დაყოფის საკითხისათვის ლინგვისტური გეოგრაფიის მონაცემების მიხედვით: იკე - ს წელიწდეული, XV, თბ. 1988
62. საკუთარ სახელთა წარმოებისა და ფუნქციონირების პრინციპები ქართულში: იკე - ს წელიწდეული, XVI,1989
63. ზმნის გრამატიკული კატეგორიების კლასიფიკაციის პრინციპები ქართულში: იკე - ს წელიწდეული, XVII,თბ. 1990
64. ზმნის ხმოვანიო პრეფიქსები ქართველურ ენებში: იკე - ს წელიწდეული, XVIII - XIX, თბ. 1992
65. თემის ნიშანთა განაწილებისათვის ქართულში: იკე, XXVII, თბ. 1988
66. ინხოატივი ქართულში: იკე, XXVIII, თბ. 1989
67. მცენარეთა სახელდების პრინციპისათვის ქართული ენის დიალექტებში: იკე, XXIX, თბ. 1990
68. სამეცნიერო მუშაობა ენათმეცნიერების ინსტიტუტში: იკე, XXX, თბ. 1991
69. ხმოვანთა პოზიციური ვარიანტების კორელაცია ქართული ენის დიალექტებში: იკე, XXXI, თბ. 1992
70. ზმნის გვარის ფორმათა კლასიფიკაცია ქართველურ ენებში: 1991 (ინგლისურ ენაზე)
71. ენა, საზოგადოება, ერი: ლიტერატურა და ხელოვნება, N - 1, 1991
72. აკაკი წერეთელი - დედაენის მოამაგე: “მაცნე”, ენისა და ლიტ. სერია, N - 1, თბ. 1991
73. ბურჯი ეროვნებისა: “მაცნე”, ენისა და ლიტ. სერია N - 2, თბ. 1992
74. პოეზიის ენა: “მაცნე”, ენისა და ლიტ. სერია N - 4, თბ. 1992
75. ქართველურ ენათა დიალექტების არეალოგიური შესწავლისათვის: პირვ. საერთო ქართველოლ. სიმპოზიუმის მასალები, 1988
76. დიალექტების ურთიერთგამიჯვნის საკითხისათვის: დიალექტოლ. კრებ. - 1988.
77. ენის ისტორიული და დიალექტოლოგიური ნაირსახეობანი: დიალექტოლოგ. კრებ. - 1987

მოხსენებათა მასალები და თეზისები :

78. სახელდებითი წინადადების საკითხისათვის ქართულში: თსუ სტუდ. XXIII კონფ. თბ. 1961
79. ერთგვაროვანი ფონეტიკური მოვლენები ქართული ენის დასავლურ კილოებში: ზანურსა და სვანურში, თსუ სტუდენ. XXIV კონფ. 1962
80. სიტყვა: თსუ ასპირ. XI კონფერ. 1965
81. გვარის ფორმათა წარმოების საკითხისათვის ქართულში :კონფ. მასალები, რიგა, 1969 (რუსულ ენაზე)
82. დინამიკური და სტატიკური ზმნები და გვარის წარმოშობის საკითხი ქართულში: სოხუმის პედ. ინსტ. XXVII კონფერენცია, 1969
83. ზმნის გვარის სინტაქსური ბუნებისათვის:თსუ ასპირ. XV კონფერენცია, 1969
84. საშუალი გვარის ზმნათა სინტაქსური ბუნება: კონფ. მასალები, რიგა, 1970 (რუსულ ენაზე)
85. სახელზმნათა წარმოების საკითხისათვის: ქართ. ენის კათედრათა VIIIრესპ. კონფერენცია, 1970
86. ვნებითი გვარის ზმნათა უღვლილების ზოგი საკითხი: თსუ ფილ. ფაკ. XIV კონფერენცია, 1970
87. მოქმედებითი და ვნებითი გვარის ფორმათა წარმოების ზოგი საკითხი ქართულში: თსუ ასპირ. XVI კონფერენცია, 1970
88. ბრუნვისა და გვარის ზოგიერთი ფორმის ფუნქციური სიახლოვის საკითხისათვის ქართულ ენაში: კონფ. მასალ. რიგა, 1971 (რუსულ ენაზე)
89. საერთო ეროვნული სალიტერატურო ენისა და დიალექტების ურთიერთმიმართების საკითხისათვის :კონფ. მასალები, 1971
90. მხატვრული ტექსტის ენობრივი შესწავლის ზოგიერთი საკითხი: თსუ ფილ. ფაკ. XVII სესია, 1974
91. ზმნისწინთა ფონეტიკური ვარიანტები და მათთან დაკავშირებული ფუნქციური გადახრები: იკე შესწ. რეგიონ. სესია. ჩერკესკი, 1979 (რუსულ ენაზე)
92. მასდარებისა და მიმღეობების სახელადი და ზმნური თვისებების დიფერენცირების ზოგი სინტაქსური საშუალებების შესახებ ქართულ ენაში: იკე შესწ. IX რეგიონ. სესია. მაჰაჩყალა, 1981 (რუსულ ენაზე)
93. ქართული ენათმეცნიერება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 60 წლისთავზე: ქართ. ენის კათედრა, IX რესპუბ. კონფერენცია, 1981
94. სტატიკური ზმნების აწმყო ქართული ენის დიალექტებში: ენათმეცნ. ინსტ. 37 - ე სესია, 1981
95. დიალექტიზმების რაობისა და კლასიფიკაციის საკითხისათვის: III რესპუბ. დიალექ. სესია, 1981
96. ერთგვაროვანი პროცესები ქართული ენის თანამედროვე დიალექტებში: თათბ. დიალ. და ენ. ისტ. საკითხებზე. მოსკოვი - ვოლგოგრადი, 1982 (რუსულ ენაზე)
97. უღვლილების ფორმათა დაჯგუფების პრინციპისათვის ქართულში: ენათმ. ინსტ. 38-ე სესია, 1982
98. სახელდების პრინციპისათვის ქართული ენის დიალექტურ ლექსიკაში:IV რესპუბ. დიალექ. სესია, 1982.
99. დიალექტური ტექსტის განსაზღვრისათვის: ენათმ. ინს. 39-ე სესია, 1983
100. ვნებითი გვარის ფორმათა სემანტიკისათვის: ენათმ. ინსტ. მე-40 სესია, 1983
101. სოციალური და პროფესიული დიალექტების რაობისათვის: V რესპუბ. დიალექ. სესია, 1983
102. ნომინაციის პრინციპისათვის დიალექტურ ლექსიკაში: იკე შესწ. X რეგიონ. სესია, 1983 (რუსულ ენაზე)
103. სუბსტრატის საკითხისათვის ქართული ენის დიალექტებში: VI რესპუბ. დიალექ. სესია, 1984
104. “საენათმეცნიერო საუბრების” ათი წელი: საჯარო სხდომის მასალა, 1984
105. ქართული ენის დიალექტთა კლასიფიკაციისათვის ლინგვისტური გეოგრაფიის მონაცემთა მიხედვით: თათბ. დიალ. და ენ.ისტ. საკითხებზე. მოსკოვი - უჟგოროდი, 1984(რუსულ ენაზე)
106. ქართული ზმნის უღვლილების პრინციპები: ენათმ. ინს. 41-ე სესია, 1984.
107. ფორმათწარმოებაზე მნიშვნელობის ზეგავლენის ერთი შემთხვევისათვის ქართულში: ენათმ. ინს. 42-ე სესია, 1984.
108. არის თუ არა დიალექტი დამოუკიდებელი ენობრივი სისტემა: VII რესპუბ. დიალექ. სესია, 1985.
109. დაწყებითობის ფუნქციის გამოხატვა ძველ ქართულში: ენათმ. ინს. 43-ე სესია, 1985.
110. ზმნის კატეგორიების კლასიფიკაციისათვის ქართულში: ენათმ. ინს. 44-ე სესია, 1986.
111. დიალექტების ურთიერთშერევის საკითხისათვის: VIII რესპ. დიალექტოლ. სესია, 1986.
112. ქართველურ ენათა ზმნის მორფონოლოგიის ზოგი ასპექტი: იკე შესწავ. XI რეგიონ. სესია. ნალჩიკი, 1986 (რუსულ ენაზე).
113. ინხოატივი ქართულში: ენათმეცნ. –I (თსუ სესია), 1986.
114. ქართული ენის დიალექტების არეალოგიური შესწავლისათვის: საერთ. სიმპ. მასალები, 1987.
115. დიალექტოლოგია და ზპოგადი ენათმეცნიერება: IX რესპუბ. დიალექტ. სესია, 1987.
116. მრავლობითი რიცხვის ფორმანტთა რეინტერპრეტაციისათვის ქართული ენის დიალექტებში: ენათმ. ინსტ. 45-ე სესია, 1987.
117. ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ძირითადი ეტაპები: ამიერკავ. უნივერს. სესია, ბაქო, 1987.
118. შტო - გვარის სახელთა წარმოებისათვის ქართული ენის დიალექტებში:X რესპუბ. დიალექტ. სესია, თელავი, 1988.
119. ზმნური და მიმღეობური ფუძეების ურთიერთმიმართებისათვის ქართულში: XII რეგიონ. სესია, ჩერკესკი - ყარაჩაევსკი, 1988.
120. ზმნური სიტყვათწარმოება ქართულში: XII რეგიონ. სესია, მაიკოპი, 1990.
121. თემის ნიშანთა განაწილებისათვის ქართული ენის დიალექტებში:XII რესპუბ. დიალექტ. სესია, 1991.
122. შტო - გვარის სახელთა წარმოების პრინციპები ქართველურ ენებში: ენათმ. ინსტ. 49-ე სამეცნ. სესია, 1991.
123. ბურჯი ეროვნებისა, სამეცნ. სესია: “იაკობ გოგებაშვილი - 150”, 1991.
124. პოეზიის ენა :სამეცნ. სესია: “გალაკტიონი - 100”. თელავი, 1992.
125. ხმოვანთა კონტაქტური ფონეტიკური პროცესები ქართული ენის დიალექტებში: XI რესპუბ. დიალექტ. სესია, ცხინვალი, 1989.
126. აკაკი წერეთელი - დედაენის მოამაგე :სამეცნ. სესია :”აკაკი წერეთელი - 150”, თბ. 1991.
127. ხმოვანთა პოზიციური ვარიანტების კორელაცია ქართული ენის დიალექტებში : ენათმ. ინს. 48-ე სამეცნ. სესია, თბ. 1990.
128. ზმნის გრამატიკული კატეგორიების კლასიფიკაციის პრინციპები ქართულში :ენათმ. - II, თსუ სამეცნ. სესია, თბ. 1988.
129. ქართული ზმნის გრამატიკული კატეგორიები : იბ. - კავკას. ენები ზოგ. და ტიპოლ. თვალსაზრისი, თბ. 1989.
130. ძირითადი ენობრივი ტენდენციები ქართულში : კავკასიოლ. I საერთაშ. სიმპოზიუმის მასალები, თბ. 1991.
131. ბრუნების სისტემის კლასიფიკაციისათვის ქართულში : ენათმ. ინსტ. 50-ე სამეცნ. სესია, თბ. 1992.
132. სახელთა ბრუნების ზოგი თავისებურება ქართველურ ენათა დიალექტებში: XIII რესპუბ. დიალექტ. სესია, ქუთაისი, 1992.

1993 - 2002 წლებში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია

წიგნები
1. ქართული ენის მორფოლოგია, თბ. 1995.
2. ქართველური ენების დიალექტები, თბ. 1995.
3. ენა და კულტურა, თბ. 1997.
4. ქართული ენის დიალექტოლოგია, ტ. II, თბ. 1999.
5. 5. პოეზიის ენა, თბ. 1999.

წერილები
1. დიალექტური ტექსტის განსაზღვრისათვის :იკე, 32, 1993.
2. ნაზმნარი მოდალური ელემენტები ქართულში: ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, 10, 1993.
3. 3. ა. წერეთელი - დედაენის მოამაგე: ა. წერეთელი (საიუბილეო კრებული 150), თბ. 1993.
4. გ. ტაბიძის პოეზიის ენა: მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 4, 1992.
5. რთული ზმნისწინის სიტყვათწარმოებითი დანიშნულებისათვის ქართულში : იკე, 33, 1995.
6. ქართული ენობრივი ეტიკეტი : “ბურჯი ეროვნებისა.”, 1, 2, 1995.
7. ენა და ეროვნული კულტურა :”ბურჯი ეროვნებისა..”, 4, 5, 1995.
8. შეუცვლელი (ვ. თოფურიაზე): “ბურჯი ეროვნებისა ”, 1, 1996.
9. ორი გამოსვლა (კონსტიტუციაზე) : “ბურჯი ეროვნებისაურჯი ეროვნებისა..”4, 1996.
10. მეტყველება - საზოგადოებრივი ქცევის ნორმა :”ბურჯი ეროვნებისა.”5, 1996.
11. მეტყველება - უტყუარი პიროვნული მახასიათებელი (ენა დაკულტურა) :”ბ ურჯი ეროვნებისა. ”, 8, 1996.
12. თუ ენის ხერხემალი მტკიცეა :”ბურჯი ეროვნებისა. ” 4, 1997.
13. მეტყველება - უტყუარი პიროვნული მახასიათებელი : “ბურჯი ეროვნებისა. ”6, 1997.
14. ბ. ჯორბენაძე, ა. ჯორბენაძე, გურიაში განათლების ისტორიის ერთი ფურცელი (ჩიბათის სკოლის 100 წლისთავის გამო) :გურია, 2, 1997.
15. ი. ჭავჭავაძე ქართული ენის შესახებ : ილიას კრებული, თბ. 1998.
16. ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციისათვის :”ბურჯი ეროვნებისა”, 1, 1998.
17. ალ. ყაზბეგის ენობრივი სამყარო : “ბურჯი ეროვნებისა.”, 2-3, 1998.
18. დიდი მოძღვარი (არნ. ჩიქობავა) :”ბურჯი ეროვნებისა.”,10, 1998.
19. ი. გრიშაშვილი და თბილისური ქართული :”ბურჯი ეროვნებისა.”, 5-6,1999.
20. მუხლადი სიტყვა გ. ლეონიძისა :”ბურჯი ეროვნებისა.”, 9, 10, 11, 12, 1999.
21. სიტყვის მადლი :”ბურჯი ეროვნებისა.”, N - 3-4, 2002.