ირინე ასათიანი

დაიბადა 1921 წლის 4 აპრილს თბილისში. 1939 წელს შევიდა და 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.
1944 წელს ჩაირიცხა მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტის ასპირანტად ზანურის სპეციალობით (არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით).
1947 წლიდან მუშაობს ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად ჯერ მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებაში, შემდეგ ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.
1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე «პრევერბი ზანურში“. ი. ასათიანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (რვატომეულის) შედგენისას. მუშაობდა აგრეთვე რუსულ-ქართული ლექსიკონის სამტომეულზე (II და III ტ.). მას შედგენილი აქვს ჭანურის დოკუმენტური ლექსიკონი. ი. ასათიანმა 1974 წელს გამოაქვეყნა ჭანური ტექსტები. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული შრომა.


ბიბლიოგრაფია

1. -ერე სუფიქსიანი თურმეობითი მეგრულში. _ იკე, XVII, 1970, გვ. 144-152. _ რეზ. რუს. ენაზე.
2. ზანურში შემონახული ქართულში უხმარი სიტყვები საბას ლექსიკონში. _ ენათმეცნ. ინსტ. XVII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1959, გვ. 10.
3. ზოგიერთი ზმნისწინის შესახებ ჭანურში. _ საქ. სსრ მეცნ. აკად. ენის ინს-ტის საპირანტთა და ახალგაზრდა მეცნ. მუშაკთა მესამე სამეცნ. კონფერენცია, თეზისები, თბ., 1950, გვ. 9-10.
4. თანხმოვანფუძიან სახელთა ბრუნება მეგრულში. _ თსუ ფილოლოგიის ფაკ. და ენის ინსტიტუტის სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1944.
5. მისი ნაცვალსახელის ფუნქციისათვის ძველ ქართულში. _ აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტის III სამეცნ. სესია, 1946.
6. რ სუფიქსის კვალი მეგრულ ზმნაში. _ იკე, XVIII, 1973, გვ. 273-284. _ რეც. რუს. ენაზე.
7. რ სუფიქსის კვალი მეგრულ ზმნაში. _ ენათმეცნ. ინს-ტის XXIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1968, გვ. 11.
8. ჭანური (ლაზური) ტექსტები. 1. ხოფური კილოკავი [რედ.: არნ. ჩიქობავა], თბ., 1974, 225 გვ. (მასალები ქართველურ ენათა შესწავლისათვის, 6).
9. ჭანურის ზოგი წინდებულის შესახებ: ჲე//ჲო. _ საქ. სსრ მეცნ. აკად. ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნ. მუშაკთა III სამეცნ. კონფერენცია, თბ., 1950, თეზისები.