ზურაბ ჯაფარიძე

ქართველ ენათმეცნიერთა იმ თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელმაც 50-იანი წლების მეორე ნახევარში არსებითად, ახალი ეტაპი შექმნა ქართული ენათმეცნიერების განვითარების ისტორიაში.
ქართველურ (და არა მხოლოდ ქართველურ) ენათმეცნიერებაში პერცეფციული ფონეტიკის, როგორც ენათმეცნიერების ახალი დარგის, დაფუძნება ზურაბ ჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული. სწორედ მან შექმნა ამ დარგის მწყობრი, შინაგანად არაწინააღმდეგობრივი, ცნებათა სისტემა და მისი ამსახველი ლინგვისტური ტერმინოლოგიაც. ზ. ჯაფარიძის ნაშრომები “პერცეფციული ფონეტიკის ძირიითადი საკითხები” (1975 წ.) და “პერცეფციული ფონეტიკა” (1986 წ., რუსულ ენაზე) დღემდე რჩება უნიკალურ მონოგრაფიულ გამოკვლევებად, რომლებშიც პერცეფციული ფონეტიკის კარდინალური საკითხებია გააანალიზებული. აქ შემოტანილი ცნებებითა და დებულებებით ახლებურად იხსნება მანამდე აუხსნელი არაერთი ფაქტი. ზ. ჯაფარიძის ღვაწლი და მეცნიერული დამსახურება ამ მხრივ მართლაც ფასდაუდებელია.
ზ. ჯაფარიძემ არაერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის გაკეთება შეძლო. იგი მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმითა და გატაცებით მუშაობდა ადამიანისა და მანქანის ზეპირი დიალოგისათვის უაღრესად აქტუალურ პრობლემაზე _ ენის კომპილაციური სინთეზის საკითხებზე (ქართული ენის მასალის მიხედვით). კოარტიკულაციისა და აღქმის პროცესების სპეციალური შესწავლის გზით მან ისე შეარჩია სინთეზისათვის საყრდენი ფონემური მონაკვეთები (ერთადერთ ვარიანტზე დაყრდნობით), რომ ამ მონაკვეთთა რიცხვი, ასეულებისა და ათასეულების ნაცვლად, რადმენიმე ათეულს არ ასცილებოდა. სპეციალური ექსპერტიზა ადასტურებს სინთეზის მაღალ დონეს როგორც სამეტყველო ბგერების, ისე ინტონაციის ბუნებრიობის თვალსაზრისით.
დიდი წვლილი შეიტანა ზ. ჯაფარიძემ თანამედროვე სალიტერატურო ქართულის (აგრეთვე ქართულის ზოგი დიალექტის) რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისად შესწავლის საქმეში. მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით ჩამოაყალიბა მან ის ინტონაციური ქარგები, რაც ქართულისათვის არის დამახასიათებელი სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციაში.
დიდად შეუწყო ხელი ზ. ჯაფარიძემ ქართული მახვილისა და სიტყვაში მისი ადგილის შესახებ ახალი თვალსაზრისის დასაბუთება-დამკვიდრებას. ამ თვალსახრისის მიხედვით, სამ და მეტმარცვლიან სიტყვაში გვაქვს ორი მახვილი: ძირითადი მახვილი და თანამახვილი. ძირითადი მახვილი მუდამ სიტყვის დასაწყისიდან პირველი მარცვლის ხმოვანზეა, თანამახვილი კი _ ბოლოდან მესამე მარცვლის ხმოვანზე.
ლინგვისტიკის არაერთ სხვა სფეროშიც თქვა ზ. ჯაფარიძემ ავტორიტეტული (მაგ., ფონემათგანაწილების წესები თანამედროვე ქართულში, ლექსიკისა და გრამატიკის აქტუალური საკითხები ხუნძურში და სხვა) უარღესად მნიშვნელოვანი ახალი სიტყვა.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის აკადემიის აკადემიკოსი ზ. ჯაფარიძე ათეული წლების განმავლობაში (1968 წლიდან გარდაცვალებამდე) წარმატებით ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმეტული ფონეტიკის ლაბორატორიას, მოღვაწეობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, გელათის აკადემიაში. იყო საკავშირო აკუსტიკური საბჭოს, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგიის სამეცნიერო საბჭოს მეტყველების სექციისა და ჩვენი ქვეყნის არაერთი სამეცნიერო საბჭოს წევრი. სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკური, საკავშირო, საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მუშაობაში, წარმატებით თანამშრომლობდა მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო ცენტრთან

 

ბიბლიოგრაფია

1952
უსრული წინადადების საკითხისათვის ქართულში, თსუ სტუდენტთა მე-14 კონფერენცია, თბილისი, 1952.

1954
ხუნძური ენის აულ ყულეწმის მეტყველების ფონეტიკური თავისებურებანი, თსუ სტუდენტთა მე-15 კონფერენცია, თბილისი, 1954.

1957
შენიშვნები ხუნძური დიალექტოლოგიიდან, საქართვეალოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 18,6, 1957.
Некоторые фонетические особенности речи селени Манас-аул и Аркас (аварский язык), Уч. записки Института истории, яхыка и литературы Дагестанского филиала АН СССР, 1957.

1959
ზმნის ძირითად ფორმათა წარმოების საკითხისათვის ხუნძურ ენაში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 22,5, 1959.
ფუძის წარმოების ზოგი თავისებურება “არქაული ტიპით” ბრუნებისას ხუნძურში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმცენიერების ინსტიტუტის ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 1959.
Основные фонетические и морфологические особенности манасаульско-аркасского говора аварского языка, Авторреферат кандидатской диссертации, Москва, 1959.

1963
თანამედროვე ხუნძური სერიები, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 31,3, 1963.
“ვით” თანდებულის ხმარებისათვის ზმნასთან ქართულში, “ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები”, 3, 1963.

1964
მახვილის გადაწევის ერთი შემთხვევა ხუნძურში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 34, 1964.
მრალვობითი რიცხვის წარმოების ისტორიიდან ხუნძური ენის კლასნიშნიან ზედსართავებსა და მიმღეობებში, იკე, XIV, 1964.

1965
ბგერათა “შემღწევი” და “გამჭოლი” არტიკულაციის შესახებ სამეტყველო ნაკდაში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 21-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1965.

1966
მესაქონლეობის ლექსიკა (სიტყვათა სემანტიკურ ბუდეებად განლაგების ცდა ხუნძური ენის მასალაზე), იკე, XV, 1966.
არტიკულაციის ელექტრომიოგრაფიული შესწავლის ზოგი შედეგი, “მეტყველების ანალიზისა და სინთეზის საკითხები”, თბილისი, 1966.

1967
სალიტერატურო ხუნძური ენის ხმოვნები, “მეტყველების ანალიზის, სინთეზისა და სტატისტიკის საკითხები”, თბილისი, 1967.

1968
О некоторых чертах перцептивной базы языка, IV Всесоюзная акустическая конференция, Москва, 1968.

1969
Некоторые наблюдения над восприятием "запрещенных" звукосочетаний, “მეტველების ანალიზის საკითხები”, თბილისი, 1969.
Некоторые вопросы перцептивной фонетики, “მეტყველების ანალიზის საკითხები”, თბილისი, 1969.
К вопросу о системе обозначения возраста домашних житвотных в аварском языке, III Региональная сессия по изучению иберийско-кавказских языков, Грозный, 1969.

1970
Некоторые закономерности восприятия звуковой формы речевого потока, VIth International Congress of Phonetic Sciences, Prague, 1970.
სალიტერატურო ხუნძურის ჩქამიერ თანხმოვანთა კლასიფიკაციის ცდა, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 26-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1970.

Перцептивная база языка и установка, "Планы и модели будущего в речи", Тбилиси, 1970.

1971
Перцептивная база языка и вопрос о категориальности, Уч. записки МГПИИЯ им. М. Тореза, 60, 1971.
О "категориальном" и "некатегориальном" видах восприятия звуков речи, Экспериментальные исследования по психологии и установки, V, Тбилиси, 1971.
Об относительном весе признаков суперсегментных единиц (თანაავტორები: И. Ф. Зимняя, Л. Б. Белозерова), II Межвузовская конференция "Преподование иностранных языков", Минска, 1971.

1973
Устройство для изменения некоторых параметров звуковой последовательности (თანაავტორი Ю. Стрельников), “მეტყველების ანალიზის საკითხები”, IV, 1973.
Об эталонах перцептивной базы языка, “მეტყველების ანალიზის საკითხები, IV, 1973.
სალიტერატურო ქართულის ჩქამიერ თანხმოვანთა სისტემა, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 29-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1973.

1974
Устройство для изменения некоторых параметров звуковой последовательности (თანაავტორი Ю. Стрельников), VI Всесоюзная школа-семинар АРСО-2, Таллин, 1974.
К определению границ зонных эталонов перцептивной базы языка, “მეტყველების ანალიზის საკითხები”, V, 1974.
Основные вопросы перцептивной фонетики, Автореферат докторской диссертации, Тбилиси, 1974.

1975
О так называемых психологических фонемах, VI Всесоюзный симпозиум по психолингвистике и теории коммуникации, Москва, 1975.
პერცეფციული ფონეტიკის ძირითადი საკითხები, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი, 1975.
О системе обозначения возраста домашних животных в аварском языке, იკე, XIX, 1975.

1977
ი. ქობალავა, ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში (რეცენზია), “ენათმეცნიერება”, თსუ შრომები, 190, 1977.
ჰ. პილსი, ფონემათა თეორია (რეცენზია გერმანულ ენაზე), "Phonetica", ბაზელი_მიუნხენი_პარიზი_ლონდონი_ნიუ იორკი_სიდნეი, 1977.
ქართული ენის ფონეტიკის საკითხები აკად. გ. ახვლედიანის შრომებში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 33-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1977.

1978
О компонентах дифференциальных признаков фонем, "Автоматическое распознавание слуховых образов", Тбилиси, 1978.
Auditory Analysis and Perception of Speech (Eds G. Fant and M. A. Tatham) (რეცენზია რუსულ ენაზე), Zeitschrift für Phonetik, Sprachwissenschaft und Kommunikatrionsforschung, 6, 1978.
ახალშობილ ბავშვთა ტირილის ენობრივი მახასიათებლებისათვის (თანაავტორი ი. სტრელნიკოვი), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 34-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1978.

1979
On the Components of the Distinctive Features of Phonems, IXth International Congress of Phonetic Sciences, Copenhagen, 1979.
О компонентах различительных признаков фонем, Материалы к IX Международному конгрессу фонетических наук, Москва, 1979.
О маризматической уровне лингвистического анализа, "Звуковой строй языка", Москва, 1979.
ენის ფონემური შედგენილობის დადგენისათვის (სალიტერატურო ქართულის მაგალითზე), არნ. ჩიქობავას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, თბილისი, 1979.
ფონემის დიფერენციალურ ნიშანთა კომპონენტების შესახებ, “საენათმეცნიერო კრებული”, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი, 1979.
ქართული ხმოვნების სპექტროგრაფიული შესწალვის ზოგი შედეგი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 35-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1979.

 

1980
ფონეტიკური ერთეულისა და ნორმის დადგენისათვის, რესპუბლიკური კონფერენცია “ფონეტიკა და ნორმა”, თბილისი, 1980.
ბგერათა საწარმოთქმო დაბრკოლების მიხედვით დაჯგუფებისათვის ქართულში, იკე, XXII, 1980.

1981
Опыт машинной группировки плача новорожденных детей разной национальности и пола, "языковые процессоры м восприятие речи", Тбилиси, 1981.
ფონეტიკური ერთეულისა და ნორმის დადგენისათვის, რესპუბლიკური კონფერენცია “ფონეტიკა და ნორმა”, თბილისი, 1981.
თხოვნის ინტონაციული გამოხატვისათვის სალიტერატურო ქართულში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 37-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1981.

1982
Некоторые наблюдения над плачем новорожденных детей разной национальности и пола, “მეტყველების ანალიზი”, VI, 1982.

1983
პერცეფციული ფონეტიკა და ბგრათცვლილებებთან დაკავშირებული ზოგი საკითხი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 39-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1983.
ფონემათა განმახსვავებელი ნიშნების კორელატების შესახებ, რესპუბლკიური კონფერენცია “ფონეტიკა და ნორმა”, თბილისი, 1983.
On the Perception of Distinctive Features of Phonemes, Xth International Congress of Phonetic Sciences, Utrecht, 1983.
არტიკულაციის ფონური საყრდენის ცნებისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მე-40 სამეცნიერო სესია, თბილისი, 1983.

1984
Гудава Т. Е., Историко-сравнительный анализ консонантизма дидойских языков (რეცენზია), იკე, XXIV, 1984.
О различиях в плаче новорожденных разной национальности и пола (к проблеме уровней фонетической организации членораздельной речи), "Экспериментально-фонетический анализ речи", Ленинград, 1984.
ერთი პარადოქსის შესახებ მახვილის გამოხატვასა და აღქმაში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 42-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1984.
О перцептивных коррелятах различительных признаков фонем, "Фонетика и норма", Тбилиси, 1984.

1985
ქართული ინტონაციის კომპილაციური სინთეზისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 43-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1985.
Перцептивная фонетика (основные вопросы), Тбилиси, 1985.

1986
К оценке влияния антропологических факторов на характеристики плача новорождленных (თანაავტორები: Абдушелишвили М. Г., Стрельников Ю. А.), "Проблемы фонетики и фонологии", 1986.

1987
On Spectral Differences in the Cry of Newbornd of Different Nationalities (თანაავტორები: ი. ა. სტრელნიკოვი, ი. ი. სტრელნიკოვი), XIth International Congress of Phonetic Sciences, Tallinn, 1987.

1988
О компилятивном синтезе грузинской речи (к выбору фонемных отрезков), "Языковые процессоры и распознавание речи", Тбилиси, 1988.
Цена ощибок, журнал "Радуга", Таллин, 1988.

1989
Организация компилятивного синтеза грузинской речи (თანაავტორები: Рамишвили Г., Тушишвили А.), XV Всесоюзный семинар АРСО-15, Таллин, 1989.
შეცდომების ფასი, ჟურნალი “საუნჯე”, თბილისი, 1989.
Об опорных фонетических единицах при изучении неродного языка (თანაავტორები: Рамишвили Г., Тушишвили А.), I Международных симпозиуцм, 1989.
Об опорных фонетических единицах при изучении неродного языка (თანაავტორები: Рамишвили Г., Тушишвили А.), "Вопросы фонологии в аспекте русского языка как иностранного", 1989.
სხვადასხვა ეროვნების ახალშობილთა ტირილის ბგერითი ენერგიის შესახებ, სამეცნიერო სესია “იბერიულ-კავკასიური ენები ზოგადი და ტიპოლოგიური ენათმეცნიერების თვალსაზრისით”, 1989.
ინტონაციის გაგებისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 47-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1989.
К синтезу интонационных контуров грузинского литературного языка (თანაავტორი Капанадзе Г. У.), "Языковые процессоры и восприятие речи", Тбилиси, 19897
Jrganization of Georgian Speech Compilative Syntesis (თანაავტორები: გ. რამიშვილი, ა. თუშიშვილი), Proceeding of the Conference of Speech Technology, Tallinn, 1989.

1991
Организация интонационных контуроы при компилятивном синтезе грузинской речи (თანაავტორი Тушишвили А.), XVI Всесоюзный семинар АРСО-16, Суздаль, 1991.
ფონეტიკურ ერთეულთა არეების შესახებ, საქართვლეოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 49-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1991.
ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია (თანაავტორი ნ. იმნაძე), იკე, XXX, 1991.

1992
Об учете т. н. нерелевантных характеристик при восприятия звучания речи, XVII Всесоюзный семинар "Автоматическое распознавание слуховых образов", Ижевск, 1992.
ფონემების ე. წ. არარელევანტურ მახასიათებელთა პერცეფციული ღირებულება, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 50-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1992.

1997
ქართული მეტყველების კომპილაციური სინთეზის კომბინირებული მეთოდი (თანაავტორი გ. რამიშვილი), საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომები, თბილისი, 1997.

1999
პუნქტუაციისა და ინტონაციის ურთიერთმიმართება ტექსტის მიხედვით ქართული მეტყველების სინთეზის პირობებში (თანაავტორები: ა. თუშიშვილი, ი. კორძახია), საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომები, თბილისი, 1999.