რა თქმა უნდა, ვისაც თავისი ენა არ უყვარს, სხვისი ენის პატივისცემას ვერ დაიჩემებს, მისთვის ყველა ენა ერთია: ის კოსმოპოლიტია და არა - ინტერნაციონალისტი.

ქართულ ენაზე მდიდარი მწერლობა მოგვეპოვება. ეს მწერლობა ჩვენი კულტურის დიდი ძალაა, თუკი მკითხველი და, პირველ რიგში, ახალგაზრდობა მას სათანადოდ მოეკიდება.

ქვეყანას სჭირდება განათლებული ახალგაზრდობა. ზერელე ცოდნა, უვიცობა პატრიოტული ვერ იქნება...

დიდი მოვალეობა აწევს, კერძოდ, ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკებს: განავითარონ ის დარგები, სადაც აქამდე ძლიერი სკოლა და სამეცნიერო ტრადიციები არ შექმნილა, ხოლო იქ, სადაც გარკვეული ტრადიციები მოგვეპოვება, წავიდეთ წინ ახალი მიღწევებისაკენ: კარგს უკეთესი უნდა შეემატოს. ზურგს უმაგრებდეს. ეს კი ხშირად გვაკლია.

 

 

გამოვიდა ”ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ” (ახალი რედაქცია ) I ტომი

 

გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე - მოდის... ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია; ენა თაობიდან თაობას გადაეცემა, და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის: ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს.

გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე - მოდის... ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ

ახალი ამბები

მიმდინარე წლის არქივი