ქ. სენაკში, სასტუმრო “ეას” საკონფერენციო დარბაზში 2011 წლის 7-8 მაისს გაიმართა მიძღვნითი (მემორიალური) სამეცნიერო სესია `არნოლდ ჩიქობავას საკითხავები. XXII”

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა დაიბადა სოფელ  საჩიქობაოში, სადაც  მეცნიერის მემორიალური სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს.  არნ. ჩიქობავას  სახელს ატარებს  საჯარო სკოლა, რომელშიც მეცნიერს უსწავლია.

სამეცნიერო სესია ტრადიციულია და 1987 წლიდან იმართება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თაოსნობითა და საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი სასწავლებლის თანამშრომელთა მონაწილეობით. წინა 21-ე სამეცნიერო სესია ჩატარდა თბილისში, 22-ე  სესია კი  გასვლითი იყო და, ბუნებრივია, მას არნ. ჩიქობავას მშობლიურმა სენაკმა უმასპინძლა.

7 მაისს, 10.00 საათზე სამეცნიერო სესია გახსნა სენაკის გამგებელმა ბ-ნმა თ.ადამია.

მისალმებებით გამოვიდნენ:

 გ. კვარაცხელია - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, პროფესორი;

 ლ. ეზუგბაია - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი;

 გ. გოგოლაშვილი - ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი;

 ც. ბარამიძე - კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი;

 ვ. შენგელია  - ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

 გ. მისაბიშვილი - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სენაკიდან.

 სესიის მონაწილეებს მიესალმნენ რაიონის განათლებისა და კულტურის მუშაკები.

 მისალმებათა შემდეგ მოსმენილი იქნა სამეცნიერო მოხსენებები.

 შესვენების დროს სამეცნიერო სესიის მონაწილეები ეწვივნენ ძველი სენაკის არნ. ჩიქობავას სახელობის საჯარო სკოლასა და არნ. ჩიქობავას სახლ-მუზეუმს საჩიქობაოში.

 8 მაისს გაგრძელდა სამეცნიერო სესია; ორი დღის განმავლობაში გაიმართა სამი სხდომა, რომლებზეც წაკითხული იყო 18 მოხსენება.

სესიის დახურვის შემდეგ სესიის მონაწილეებმა დაათვალიერეს ნოქალაქევი.

მასპინძლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სამეცნიერო სესია სათანადო პირობებში ჩატარებულიყო.