გამოშვებები


     ISSN xxxx-xxxx
     E-ISSN xxxx-xxxx
     Founded 2009

ქართველურ და კავკასიურ ენათა კვლევები

ჟურნალის შესახებ


,,ქართველურ და კავკასიურ ენათა კვლევები’’ არის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი.

 

  • ჟურნალის მიზანია:
  • • ხელი შეუწყოს ქართველური და კავკასიური ენების კვლევას;
    • მოიზიდოს ახალგაზრდა მკვლევრები;
    • უზრუნველყოს ქართველი და უცხოელი ლინგვისტების კოორდინაცია;
    • ხელი შეუწყოს იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების კვლევის შედეგების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას.

 

  • ჟურნალში განთავსდება:
  • • ლინგვისტური სტატიები (ფონეტიკის, გრამატიკის, ლექსიკის, სტილისტიკის, სემანტიკის საკითხებზე);
    • ინტერდისციპლინარული კვლევები (სოციოლინგვისტიკა, ეთნოლინგვისტიკა, ლინგვოკულტუროლოგია, ფსიქოლინგვისტიკა, კომპიუტერული და მათემატიკური ლინგვისტიკა, კორპუსის ლინგვისტიკა...);
    • რეცენზიები იბერიულ-კავკასიურ ენებზე შესრულებული მონოგრაფიების შესახებ;
    • ანოტაციები.