გამოშვებები


     ISSN xxxx-xxxx
     E-ISSN xxxx-xxxx
     Founded 2009

ციტირების წესი

ზოგადი პრინციპები:

 

  • • სტატია უნდა ეხებოდეს იბერიულ-კავკასიურ ენებს ან იყენებდეს ამ ენათა მასალას.
  • • ჟურნალში განთავსდება მხოლოდ ის ნაშრომი, რომელიც რაიმე სხვა გამოცემაში არ გამოქვეყნებულა, გარდა საკონფერენციო თეზისების ფორმატისა;
  • • ჟურნალში გამოქვეყნებულ ყველა ნაშრომს ერთვის რეზიუმე და დამოწმებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია რედაქციის მიერ მიღებული ციტირების წესის მიხედვით;
  • • რედაქციაში შემოსული სტატიების პირველადი გადარჩევის შემდეგ ნაშრომები გადაეცემა ექსპერტებს ფარული რეცენზირებისათვის;
  • • დადებითი რეცენზიის შემთხვევაში ავტორმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ვერსია შეტყობინების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. ვადის გადაცილების შემთხვევაში სტატია არ   გამოქვეყნდება;
  • • სტატიის ავტორის საავტორო უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით;
  • • ნაშრომი რედაქციას ეგზავნება ელექტრონული ფოსტით (e_magazine@ice.ge) ან მიეწოდება სხვა ელექტრონული გადამტანით;
  • • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს MS-WORD-ის ფაილის სახით;
  • • სტატია უნდა აიკრიფოს  A4 ფორმატის გვერდზე;
  • • გვერდზე სიმბოლოთა რაოდენობა  არაუმეტეს 2000;
  • • ნაშრომის მოცულობა ბიბლიოგრაფიის ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს   ნაბეჭდ 20 გვერდს და არ უნდა იყოს 5 გვერდზე ნაკლები;
  • • თუ ნაშრომი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან ან პარაგრაფისაგან, მათი გამოყოფა უნდა მოხდეს შემდეგი წესით:

 

  • ნაწილი 1
    პარაგრაფი 1.1
    პარაგრაფი 1.2 და ა.შ.
  • ნაწილი 2
    პარაგრაფი 2.1
    პარაგრაფი 2.2 და ა.შ.

 

  • • გვერდები უნდა დაინომროს არაბული ციფრებით - პირველი გვერდი 1-დან და თანმიმდევრობით;
  • • დანომრილი უნდა იყოს სტატიაში წარმოდგენილი ყველა ცხრილი, ტაბულა, დიაგრამა, ფოტო, სქემა ან სხვა ჩანართი;
  • • ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო არაქართულენოვანმა ავტორებმა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე;
  • • ყველა დამოწმებული ავტორი მითითებული  უნდა იყოს ნაშრომის ბიბლიოგრაფიაში და -პირუკუ;
  • • საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული მასალის ავტორისაგან წარმოადგინეთ წერილობითი თანხმობა;
  • • სტატიის დასაწყისში უნდა მიეთითოს:

 

  • ავტორი (გვარი, სახელი);
    საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტის მისამართი და ტელეფონი);
    სათაური;
    სტატიის ტიპი (გამოკვლევა, რეცენზია);
    საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 5 სიტყვისა);
    რეზიუმე (მაქსიმუმ 500 სიტყვა).

     

  • • სტატიას უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია.

 

  • ციტირება:

 

  • მცირე ციტატა (60 სიტყვაზე ნაკლები) ტექსტში თავსდება ბრჭყალებში
    ( ” ” ). ციტატის ფარგლებში ციტირებული სიტყვა/ფრაზა უნდა ჩაისვას ცალმაგ ბრჭყალში ( ‘   ’ ).
    ვრცელი ამონარიდი დამოწმებული ლიტერატურიდან ტექსტში ჩართეთ ცალკე აბზაცად (ბლოკად).

 

  • ავტორთა მითითება (ბიბლიოგრაფია)

 

  • სტატიაში გამოყენებული ნაშრომის /ავტორთა მითითება უნდა მოხდეს შემდეგი წესით:

  • ერთი ავტორი: (ჩიქობავა 1936)                                                                                                                                
    ორი ავტორი:  (გამყრელიძე, მაჭავარიანი 1965)
    სამი და მეტი ავტორი: (უთურგაიძე და სხვ. 2006)
    ერთი ავტორის რამდენიმე ნაშრომი: (ჩიქობავა 1936, 1938)
    ერთი ავტორის რამდენიმე ნაშრომი ერთი და იმავე წლის: (უთურგაიძე 2006(ა), 2006(ბ))
    ერთდროულად სხვადასხვა ავტორის მითითება: (ჩიქობავა 1938; შანიძე 1953)

 


  • ხელახალი გამოცემა: (ჩიქობავა 2008 [1938])

  • გვერდების მითითება: (ჩიქობავა 2008: 28),  (ჩიქობავა 2008: 140-145)

  • როდესაც სიტყვიერად იმოწმებთ ავტორს, მისი ნაშრომის თარიღს უთითებთ ფრჩხილებში. მაგალითად, “როგორც ჩიქობავა (1936: 122-123) აღნიშნავდა...”
  • წიგნი ავტორის გარეშე: (სათაურის პირველი სიტყვა... 1980)
  • დაწესებულება, ასოციაცია: (დასახელების პირველი სიტყვა... 2008)
  • საგაზეთო სტატია: (გაზეთის სათაური 2008)
  • ენციკლოპედია, ლექსიკონი: (სათაურის პირველი სიტყვა... 2007: 145)
  • წყაროების მითითება: (ჩიქობავა 1936: 51, 7) _ თარიღის მერე მიეთითება გვერდი და სტრიქონი.

 

  • ფონტების შესახებ

  • ქართულენოვანი ტექსტის სატიტულო გვერდი და რეზიუმე უნდა აიკრიფოს უნიკოდ ფონტის გამოყენებით (Sylfaen – UTF-8).
    სათაურის შრიფტის ზომა 14 პუნქტი გამუქებული.
    ავტორი - შრიფტის ზომა 12 პუნქტი გამუქებული.
    სტატიის ტექსტი უნდა აიკრიფოს სტანდარტული ფონტის (აკად-ნუსხური [ AcadNusx]) გამოყენებით.
    ტექსტის შრიფტის ზომა - 12 პუნქტი.
    ფონტში არარსებული სიმბოლები უნდა აიკრიფოს  ქართული და ლათინური ტრანსკრიფციის ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით:
    --------------
  • ინგლისურენოვან ტექსტში საკუთარი და გეოგრაფიული სახელები უნდა აიკრიფოს ტრანლიტერაციის ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით:
    -------------
  • ორმაგი დეფისის გამოყენება დაუშვებელია (=).
    დაუშვებელია ინტერვალის კლავიშის მრავლობითი გამოყენება სიტყვის ცენტრირებისათვის, აბზაცის გასაკეთებლად და სიტყვებს შორის ინტერვალის სარეგულირებლად.
    არ გამოიყენოთ ორმაგი მრგვალი ფრჩხილი, ანუ ფრჩხილებს შიგნით გამოიყენეთ კვადრატული ფრჩხილი. მაგალითად, (როგორც ჩიქობავამ [1936: 15-16] თქვა).

 

  • საილუსტრაციო მასალის გადმოცემის წესი

 

  • საილუსტრაციო მასალა (სიტყვა, წინადადება) უნდა ითარგმნოს და თარგმანი მოთავსდეს ცალმაგ ბრჭყალებში
    ( ‘   ’ ). მაგალითად,  კოჩი მეურს (ჩიქობავა 1936: 35) ‘კაცი მიდის’.
    საილუსტრაციო მასალა (მაგალითები) ინომრება შემდეგნაირად: (1), (2), (3)...
    ყოველი ახალი მაგალითი განთავსდება მიყოლებით ვერტიკალურად შემდეგი წესით:
    (1)           ბერეფექ ლაზუტი გამაჩეს (ჩიქობავა 1936: 51,7)
                    ‘ბავშვებმა სიმინდი გაყიდეს’.
    (2)           ია ფარაშ მოგუშა იგზალუ (კარტოზია 1965: 71,3)
                    ‘ის ფულის საშოვნელად წავიდა’.
    (3)           ა. მუღი სქანი მოგეი Фარაჲა! (კარტოზია 1965: )
                    ‘მოიტანე შენი მოგებული ფულიო’.
                    ბ. მოგაფერი ფარა ქომუღი (კარტოზია 1965: 139, 29)
                    ‘მოგებული ფული მოუტანე’.
    საილუსტრაციო მასალაში ცალკეული სიტყვა შეგიძლიათ BOLD-ით გამოყოთ.
    ინგლისურენოვან სტატიაში საილუსტრაციო მასალა გადმოიცემა ჯერ ქართული ანბანით, შემდეგ ლათინური ტრანსკრიფციით.
    ნაშრომში დამოწმებული მაგალითები მიეთითება ასეთი წესით: იხ. (2), იხ. (3ა).

 

  • ტაბულები, ცხრილები, ილუსტრაციები

 

  • ტაბულები და ცხრილები უნდა დაინომროს და სათაურები მოთავსდეს დასაწყისში;
    ილუსტრაციები (ნახატი, ფიგურა, დიაგრამა, ფოტოპირი, ელექტრონული ფაილები) დაინომრება და წარწერა მოთავსდება ქვევით.

 

  • დანართი და შენიშვნები

 

  • დანართი მოთავსდება სტატიის ბოლოს შენიშვნების წინ.
    შენიშვნები განთავსდება დამოწმებული ლიტერატურის, ბიბლიოგრაფიის წინ.
    შენიშვნები მთელ სტატიაში უნდა იყოს დანომრილი ასეთი წესით: ტექსტი.¹

 

 

  • ბიბლიოგრაფია

 

 

  • ბიბლიოგრაფიაში მიუთითეთ მხოლოდ დამოწმებული ლიტერატურა.
    ავტორის სახელი და გვარი მიეთითება სრულად.
    ერთი და იმავე ავტორის რამდენიმე ნაშრომის დასახელებისას დაიცავით ქრონოლოგია: ჯერ მიუთითეთ ძველი, მერე - ახალი.
    არაქართულენოვან ლიტერატურას კვადრატულ ფრჩხილებში მიუწერეთ ქართული თარგმანი.
    ინგლისურენოვან ბიბლიოგრაფიაში ქართული ლიტერატურა წარმოადგინეთ ქართულად და კვადრატულ ფრჩხილებში მიუწერეთ ინგლისური თარგმანი.
    არ გამოიყენოთ კრებულების, ჟურნალების, წიგნის, გამომცემლობის, კონფერენციების დასახელების აბრევიატურები.
    რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, არ გამოიყენოთ “და სხვ.”, არამედ სრულად ჩამოთვალეთ ავტორთა სახელი, გვარი.

 

     ბიბლიოგრაფიის ნიმუშები

1.       წიგნი (ერთი ავტორი):
უთურგაიძე 2002: თედო უთურგაიძე. გრამატიკული კატეგორიებისა და 
მათი ურთიერთმიმართებისათვის ქართულ ზმნაში. თბილისი: გამომცემლობა “ქართული ენა”, 2002.



2.       რამდენიმე ავტორის წიგნი:
გამყრელიძე, მაჭავარიანი 1965: თამაზ გამყრელიძე, გივი მაჭავარიანი.  სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. თბილისი: გამომცემლობა  ,,მეცნიერება’’, 1965.

 

3.       წიგნი და მისი ელექტრონული ვერსია:
ტესტელეცი 2001 : Яков Георгиевич Тестелец. ВВедение в общий синтаксис. Москва: 2001. htpp:// testelets.narod.ru/cover.htm [იაკობ ტესტელეცი. ზოგადი სინტაქსის შესავალი. მოსკოვი: გამომცემლობა xxxxx     2001.]


4.       სტატია კრებულიდან:
არაბული 2005: ავთანდილ არაბული. ზოომორფიზმი მცენარეთა სახელდებაში: ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, IX, გვ. 21-29. თბილისი: გამომცემლობა “ქართული ენა”, 2005.

 

5.       სტატია ჟურნალიდან და შესაბამისი ელექტრონული ვერსია:
დაბროვსკა 2009: Eva Dabrowsks.Cognitive linguistics comes of age. Cognitive linguistic. volume 20 Number 1, page 1-5. Berlin & NewYork: Mouton de Coruyter, 2009. htpp://www.reference-global.com/toc/cogl/current.



6.       მიძღვნითი კრებული:
შარაშენიძე 1979: თინათინ შარაშენიძე. მათემატიკური ლინგვისტიკის სტატუსისათვის: არნოლდ ჩიქობავას [დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული], გვ. 5-12. თბილისი: გამომცემლობა “მეცნიერება”, 1979.



7.       ხელახალი გამოცემა:
ჩიქობავა 2008 [1936]: არნოლდ ჩიქობავა. ჭანურის გრამატიკული ანალიზი (ტექსტებითურთ). შრომები, III, გვ. 5-383. თბილისი: გამომცემლობა “მერიდიანი”, 2008.

 

8.       თეზისები, მასალები, კონფერენციის მოხსენებები
ჩუხუა 2008: მერაბ ჩუხუა, დაღესტნურ-ქართველურ ბგერათშეასტყვისობათა სისტემა (სიბილანტები): არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის 67-ე სამეცნიერო სესიის მასალები, გვ. 82-90. თბილისი: გამომცემლობა “უნივერსალი”, 2008.

 

9.       ენციკლოპედია
ქართული ენა 2008: ქართული ენა. ენციკლოპედია: აფხაზური ენა, გვ. 63-64. თბილისი: გამომცემლობა “ჩვენი მწერლობა”, 2008.



10.       საგაზეთო სტატია:
24 საათი 2008: ზოგადი განათლების სისტემის ექს-“რეფორმატორებს”. გაზ. ,,24 საათი,’’ 29 ივლისი, სამშაბათი, 2008, #170, გვ: 4.



11.       სადისერტაციო ნაშრომი:
ბედოშვილი 2002: გურამ ბედოშვილი. ქართული ტოპონიმიის ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევის ძირითადი საკითხები. სადისერტაციო ნაშრომი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი. 2002

 

12.       აკადემიური ნაშრომი:
მარგიანი-სუბარი 2008: ქეთევან მარგიანი-სუბარი. ზემოსვანურ დიალექტთა მორფოსინტაქსური ანალიზის ზოგი ასპექტი. ნაშრომი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
თბილისი. 2008