
გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე - მოდის... ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია; ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის: ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს.
ენის საშუალებით გადაეცემა შემდგომ თაობას, რაც წინა თაობას ცოდნა-გამოცდილება დაუგროვებია. ეს რომ არა, კულტურის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა.
ბუნებრივია, რომ ყოველ ადამიანს უყვარს თავისი ენა, უყვარს დედა-ენა.
ასევე ბუნებრივია სხვის ენას პატივისცემით ვეკიდებოდეთ: “სხვისი ენა” აკი ვიღაცისთვის დედა-ენაა.
რა თქმა უნდა, ვისაც თავისი ენა არ უყვარს, სხვისი ენის პატივისცემას ვერ დაიჩემებს, მისთვის ყველა ენა ერთია: ის კოსმოპოლიტია და არა - ინტერნაციონალისტი.
ქართულ ენაზე მდიდარი მწერლობა მოგვეპოვება. ეს მწერლობა ჩვენი კულტურის დიდი ძალაა, თუკი მკითხველი და, პირველ რიგში, ახალგაზრდობა მას სათანადოდ მოეკიდება.
![]()
გამოვიდა ”ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის I ტომი”
ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მომზადდა და გამოიცა ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” რვატომეულის ახალი რედაქციის I ტომი.
ახალი რედაქციის მთავარი რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი ავთანდილ არაბული.
ტომი გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით.
ლექსიკონი ყოველმხრივ არის განახლებული, სახელდობრ:
- ქეგლის 1950 წლის I ტომი 700 გვერდს მოიცავდა, ახალი რედაქცია - 1130 გვერდს.
- პირველ გამოცემაში ა-ბ ასოებზე 11 237 სიტყვა-სტატია შედიოდა, ახალ რედაქციაში – 15 866.
- თითქმის გაოთხმაგდა მყარი ფრაზეოლოგია.
- ლექსიკონი შეივსო უახლესი ტერმინოლოგიით.
- დაზუსტდა და შეივსო განმარტებები (მათ შორის, იდეოლოგიური ხასიათისა).
- ზედმიწევნით აისახა სიტყვის მნიშვნელობათა ცვლილებები.
- სტატიები შეივსო და გამდიდრდა ცოცხალი საილუსტრაციო მასალით.
ახალი რედაქციის I ტომის ღირებულებაა – 50 ლარი.
მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ინგოროყვას ქ. 8, ოთახი 306; ტელ: 93 29 21, 99 99 41
არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი მიხეილ ქურდიანი მძიმედ არის ავად და მკურნალობს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოში. მიხეილ ქურდიანს სჭირდება ძვირადღირებული მკურნალობა. გახსნილია საბანკო ანგარიში...
2010 წლის 9-12 ნოემბერს თბილისში გაიმართება კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი.


