დაგვიკავშირდით

          

          პ. ინგოროყვას ქ. №8
          თბილისი 380108.
          ტელ: +99532 93-29-21
          ფაქსი: +99532 93-45-30
          ფოსტა: contact@ice.ge      

 


Untitled Document

ახალი გამოცემები


 

  • 11

     

  • სათაური - ადამიანი და ცხოველები
    ცხოველებთან დაკავშირებული ლექსიკის პრაგმატული ლექსიკონი
    ავტორი - გვანცა გვანცელაძე
    ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ლექსიკონი
    რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
    გვ. - 250
    ზომა - 14/19
    ISBN 978-9941-12-820-2
    გამოცემის თარიღი - 2009
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - უნივერსალი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, პედაგოგი, ეთნოლოგი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
    საკვანძო სიტყვები - ლექსიკონი, ლექსიკა, სიტყვა, მეტაფორა, ანთროპონიმი

     

     

 

  • ანოტაცია
    გამოცემაში წარმოდგენილია ცხოველთა სამყაროსთან დაკავშირებული ლექსიკის მეტაფორული გამოყენების ამსახველი მასალა, ქართული მხატვრული ლიტერატურისა და სასაუბრო მეტყველების მონაცემთა საფუძველზე, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა მნიშვნელობები ენიჭება აღნიშნულ ლექსიკას ადამიანის მახასიათებელთა როლში გამოსვლისას.
    ლექსიკონში შესულია თანამედროვე ქართულ სამწიგნობრო ენაში არსებული ცხოველთა სახელები.ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობის გვერდით მიწერილი აქვს მეორეული მნიშვნელობები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ექსპრესიულ-ემოციური მახასიათებლის როლში.

 

 

  • 11

 

  • სათაური - ცხოველთა სახელები, როგორც ადამიანის მახასიათებლები ქართულში
    ავტორი - გვანცა გვანცელაძე
    ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ლექსიკონი
    რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
    გვ. - 102
    ზომა - 14/19
    ISBN 978-9941-12-810-6
    გამოცემის თარიღი - 2009
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - უნივერსალი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, ეთნოლოგი, ფოლკლორისტი სტუდენტი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - სემანტიკა, ლექსიკა, პრაგმატიკა,ანთროპონიმი

     

  • ანოტაცია
    ნაშრომი წარმოადგენს მეორე ნაწილს გამოკვლევისა “ცხოველთა სახელები, როგორც ადამიანის მახასიათებლები ქართულ¬ში” (პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 2005 წელს). მასში გაანალიზებულია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ცხოველთა სახელები ადამიანის მახასიათებელთა როლში ხალხურ პოეზიასა და ანდაზებში და თანამედროვე ქართულ ენაში, აგრეთვე განიხილება საკითხი ცხოველთა სახელების ადამიანის საკუთარ სახელებად (ანთროპონიმებად) გამოყენების შესახებ XI-XVII საუკუნეთა ქართულ იურიდიულ დოკუმენტთა მონაცემების მიხედვით.

 

  • 11

     

  • სათაური - შრომები IV ( ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი)
    ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
    ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    რედაქტორი - ვაჟა შენგელია
    გვ. - 488
    ზომა - 25/17
    ISBN 978-9941-10-117-5
    გამოცემის თარიღი - 2008
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - მერიდიანი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
    საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, ფონეტიკა, მორფოლოგია. სინტაქსი, ფუძე, ძირი, სემასიოლოგია.

     

  • ანოტაცია ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი აანალიზებს ჭანურის ლექსიკას სხვა ქართველურ ენებთან მიმართებით. მეგრულ-ლაზურისა და ქართულის გვერდით სვანური ენის მასალაც საკმაოდ არის წარმოდგენილი (100 - მდე ლექსიკური ერთეული).
    სახელები შედარებით ლექსიკონში დალაგებულია სემასიოლოგიურ ჯგუფებად - ფუძეების მიხედვით, ზმნა - ანბანთრიგზე, ძირების მიხედვით. ანალიზის საგანია როგორც ისეთი შემთხვევები, როდესაც შესადარებელი სიტყვები სამივე ენობრივ ერთეულს (ჭანურს,მეგრულს,ქართულს) მოეპოვება, ისე ისეთებიც, როდესაც შესადარებელი მასალა მხოლოდ ორ ენობრივ ერთეულში (ჭანურსა და მეგრულში ან ჭანურსა და ქართულში) იქნა მოძიებული. სულ გაანალიზებულია 300 - მდე ჭანური სიტყვა.

 

  • 11

     

 

  • სათაური - ნაზმნარი სახელები დიდოურ ენებში
    ავტორი - ნოდარ არდოტელი
    ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების იმსტიტუტი
    რედაქტორი - ვაჟა შენგელია
    გვ. - 223
    ზომა - 20/15
    ISBN 978-9941-12-860-8
    გამოცემის თარიღი - 2009
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - უნივერსალი
    მომხმარებელი - ლინგვისტი,სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - რუსული
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - მასდარი, მიმღეობა, სახელზმნა, ბრუნება, ფუნქციონირება, დიაქრონია.

 

 

  • ანოტაცია მონოგრაფიაში წარმოდგენილია დიდოურ ენათა ნაზმნარი სახელების - მასდარისა და მიმღეობის აღწერითი და ისტორიულ-შედარებითიანალიზი. საკითხის დიაქრონიული თვალსაზრისით კვლევისას მოხმობილია როგორც დიდოურ ენათა, ისე მონათესავე ენათა მონაცემები. ნაშრომში განხილულია მასდარისა და მიმღეობის წარმოების, ბრუნებისა და ფუნქციონირების საკითხები, მოცემულია მათი სისტემატიზაციის სურათი.
    (თითოეულ თავს თან ერთვის სათანადო პარადიგმები). გარდა ამისა, გამოვლენილია არაერთი ახალი სახელზმნური ფორმა, რომლებსაც ახლავს სათანადო კვალიფიკაციის ცდა.

     

    11

     

  • სათაური - ქართული ენის დონეთა ძირითადი მახასიათებლების ურთიერთზემოქმედებისათვის გლობალურ ენობრივ სისტემაში
    ავტორი - თედო უთურგაიძე
    ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
    რედაქტორი - ლალი ეზუგბაია
    გვ. - 244
    ზომა - 19/14
    ISBN 978-9941-10-194-6
    გამოცემის თარიღი - 2009
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - მერიდიანი
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ინგლისური
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი, მორფონოლოგია, მორფოსინტაქსი, ვოკალიზმი, კონსონანტიზმი,მარკირება, ნიშანდება.

  • ანოტაცია ნაშრომი ეხება ფონემატურ, მორფოლოგიურ და სინტაქსურ სისტემებს და გლობალურ სისტემაში ამ დონეთა სისტემების ურთიერთზემოქმედების კანონზომიერებას.
    ენობრივ მოვლენათა ანალიზში არსებითია განყენებული სისტემების კანონზომიერების დადგენა და გამოვლენა იმისა, რამდენად ემთხვევიან ისინი ერთმანეთს სამწერლობო ენასა და დიალექტებში. აუცილებელია განსხვავების მიზეზის დადგენაც.მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი რეალურად მოქმედი ენის მონაცემთა სათანადო ანალიზი მორფონოლოგიური და მორფოსინტაქსური მიმართულებით. ასეთმა მიდგომამ შეაპირობა წინამდებარე ნაშრომის აღნაგობაცა და ცალკეულ ნაწილთა კვლევის მეთოდიკაც.
    ნაშრომი შედგება ხუთი ნაწილისაგან: ფონოლოგიის, მორფოლოგიის, მორფონოლოგიის, სინტაქსისა და მორფოსინტაქსისაგან. არის ცდა უკვე ცნობილი თუ ახლად გამოვლენილი მოვლენების ბაზაზე განხილულ იქნეს თითოეული ნაწილის კონკრეტული თუ ზოგადი საკითხები ზემოთ წარმოდგენილი მეთოდოლოგიური მიდგომით.

 

11

 

  • სათაური - ქართული ენის ინგილოური დიალექტი

  • ავტორი - ვასილ აბაშვილი (კუზიბაბაშვილი)
  • ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • რედაქტორი - კონსტანტინე კაკიტაძე
    შემდგენლები - მარინე ბერიძე, მაია ბარიხაშვილი.
    გვ. - 387
    ზომა - 14 სმ. X 20 სმ.
    ISBN 978-9941-10-110-6
    გამოცემის თარიღი - 2009 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - მერიდიანი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია, ტექსტები.
    საკვანძო სიტყვები - ინგილოური დიალექტი, ფონეტიკა, მორფოლოგია, ლექსიკა, სინტაქსი.
  • ანოტაცია - წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან: 1. ქართული ენის ინგილოური დიალექტი, რომელიც ავტორის საკანდიდატო დისერტაციის მიხედვითაა შედგენილი და წარმოადგენს ინგილოური დიალექტის მორფოფონოლოგიურ ანალიზს; 2. კაკური და ალიაბათური ტექსტები, რომლებიც მომზადებულია ავტორის მიერ ჩაწერილი აუდიო კასეტების მიხედვით.
    წიგნს ახლავს გაანალიზებულ ფორმათა საძიებელი.

 

11

 

  • 11
  • ავორი - ნოდარ არდოტელი
  • ტიტული - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტი
  • გვ. - 294
    ზომა - 17 სმ. X 27 სმ.
    ISBN 978-9941-12-449
    გამოცემის თარიღი - 2009 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - უნივერსალი
    მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - - ინგლისური, რუსული.
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - ფონეტიკა, ფონემა, ვოკალიზმი, კონსონანტიზმი, კომპარატივისტიკა, ფონოლოგია, ბგერათშესატყვისობა, ბგერათიგივეობა, ლატერალი, აფრიკატი, სპირანტი, აპროქსიმანტი, სპირანტიზაცია.
  • ანოტაცია - მონოგრაფიაში განხილულია ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ‑შედარებითი ფონეტიკის საკვანძო საკითხები, წარმოდგენილია ხმოვანთა და თანხმოვანთა ფონოლოგიური სისტემების დიაქრონიული ანალიზი და მათი რელატიური ქრონოლოგია; აღდგენილია ამოსავალ ფონემათა ლოკალური რიგები და დაძებნილია მათი ფუძეენისეული რეფლექსები. დამატებითი ენობრივი მონაცემების საფუძველზე დასაბუთებულია ზოგ სპეციფიკურ ფონემათა გენეზისი, დადგენილია ცალკეულ ბგერათშესატყვისობათა ისტორია და არგუმენტირებულია ერთი რიგის სპეციფიკურ ფონოლოგიურ კორელაციათა (ფარინგალიზებული, ლაბიალიზებული, პალატალიზებული...) მეურეულობა. ამასთანავე, ახლებურად არის გადაჭრილი სპონტანური ფონეტიკური პროცესებისა და რელატიური ქრონოლოგიის არაერთი საკითხი. ცალკე თავად განიხილება სახელურ და ზმნურ ძირ-ფუძეთა (და მთლიანად ფორმათა) ფონემატური სტრუქტურის კანონიკური მოდელები.
    ნაშრომში მოცემულია ფონემათშესატყვისობის მეთოდოლოგიის ზოგი წანამძღვრისა და ენათა და დიალექტთა გამიჯვნის ლინგვისტური კრიტერიუმის დაზუსტების ცდა.

 

 

  • სათაური - ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტური ლექსიკონი, І
  • მთ. რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე
  • შემდგენლები: შუქია აფრიდონიძე, თამარ ვაშაკიძე, ვახტანგ მაღრაძე, თეა ტეტელოშვილი, თინა ღვინაძე, ნინო ჯორბენაძე.
  • ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება.
  • გვ. - 268
    ზომა - 11, 5 სმ. X 19 სმ.
    ISBN978-9941-12-426-6
    გამოცემის თარიღი - 2009 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - უნივერსალი
    მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი, ჟურნალისტი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
    საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, ტერმინოლოგია, სტილისტიკა, ორთოგრაფია, პარონიმები.
  • ანოტაცია - ლექსიკონი შედგენილია ტიპობრივი ენობრივ-სტილისტიკური (წმინდა ორთოგრაფიულ-გრამატიკული, სინტაქსური, სტილისტიკური) შეცდომების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მეთაურ სიტყვასთან მოცემულია მოკლე კომენტარი რეკომენდაციითურთ. სხვაგან კი ანალოგიურ ფორმებთან მითითებულია (იხ.) იხილე. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა პარონიმებს, რომლებსაც ახლავს განმარტებები.

 

 

  • სათაური - ლაზური ზღაპრები და გადმოცემები
  • ავტორი - ჟორჟ დიუმეზილი
  • ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • რედაქტორი - მერაბ ჩუხუა
  • შემდგენელი - მანანა ბუკია
  • გვ. - 457
    ზომა - 15 სმ. X 23 სმ.
    ISBN 978-9941-10-098-7
    გამოცემის თარიღი - 2009 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - მერიდიანი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, პედაგოგი, სტუდენტი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული, ფრანგული.
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - ტექსტები, ლექსიკონი.
    საკვანძო სიტყვები - ქართველოლოგია, ტექსტი, ლექსიკონი, ლაზური, ფონეტიკა, მორფოლოგია, ლექსიკა.
  • ანოტაცია - კრებულში წარმოდგენილია ჟ. დიუმეზილის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული ლაზური ტექსტები ქართული შესატყვისებითურთ: ”ლაზური ზღაპრები”, ”ლაზური გადმოცემები”, ”ართაშენული ლაზური ტექსტები”, ”ლაზური ტექსტის ზმნური ფორმის ანალიზი”. ტექსტებს თან ახლავს გრამატიკული მიმოხილვა. ჟ. დიუმეზილი აანალიზებს მის მიერ ჩაწერილი მასალების ენობრივ ბუნებას, ძირითადად, ფონეტიკურ პროცესებს, მორფოლიგიის საკითხებს, განსაკუთრებით ზმნურ ფორმებს. თურქულის გავრცელების არეალს, რომელიც მოიცავს არამარტო ლექსიკას, არამედ თავს იჩენს მორფოლოგიასა და სინტაქსში.
    კრებულში წარმოდგენილია ლაზურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც 2000-მდე სიტყვას მოიცავს.

 

 

  • სათაური - შრომები, ტ. ІІІ
  • ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
  • ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • რედაქტორი - ვაჟა შენგელია
  • გვ. - 605
    ზომა - 17 სმ. X 24, 5 სმ.
    ISBN978-9941-10-069-7
    გამოცემის თარიღი - 2008 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - ქართული ენა
    მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - რუსული
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - ჭანური, გრამატიკა, ანალიზი, კილოკავები, ტექსტები, მყოფადი.
  • ანოტაცია - ტომში დაბეჭდილია გასული საუკუნის 20-იან - 30-იან წლებში, რომლებიც დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული. ძირითადი ნაწილია მონოგრაფია ”ჭანური გრამატიკული ანალიზი“, რომელიც წარმოაჩენს ლაზური დიალექტის არსებით თავისებურებებს და განსაზღვრავს მის ადგილს ქართველურ ენებსა და დიალექტებს შორის, მოცემულია მეგრულ-ლაზურისა და ქართულის (ნაწილობრივ - სვანურის) შედარებითი ანალიზი. შევიდა არნ. ჩიქობავას სინქრონიული ხასიათის ორი გამოკვლევა მეგრულ-ლაზურის შესახებ, აგრეთვე, ოთხი წერილი, რომლებიც ეხება ი. ყიფშიძის ღვაწლის წარმოჩენას. ტომში დაბეჭდილია 1928-29 წლებში ავტორის მიერ მოპოვებული 300 გვერდზე მეტი მოცულობის ლაზური ტექსტები, რომლებიც ლაზურის სამივე კილოკავს წარმოადგენს.
  •  

     

  • სათაური - ენათმეცნიერების შესავალი
  • ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
  • ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
  • რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
  • გვ. - 338
    ზომა - 14, 5 სმ. X 20 სმ.
    ISBN978-9941-13-050-2
    გამოცემის თარიღი - 2008 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - უნივერსალი
    მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - სახელმძღვანელო
    საკვანძო სიტყვები - ენის არსი, ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, ლექსიკოლოგია, ენათა კლასიფიკაცია.
  • ანოტაცია - წიგნი წარმოადგენს თეორიული ენათმეცნიერების შესავლის კურსს, რომელიც განიხილავს ენათმეცნიერების ძირითად ცნებებსა და ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემატიკას, მათ შორის ენის არსთან, მის წარმოშობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ენათმეცნიერების დარგობრივ შემადგენლობასა და სათანადო მეთოდებს, მსოფლიო ენათა მორფოლოგიურ და გენეალოგიურ კლასიფიკაციებს. წიგნში შევიდა ზოგადი ენამეცნიერების „პროპედევტიკული ნაწილის“ 1935, 1939 და 1946 წლების გამოცემები.
  •  

     

  • სათაური - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
  • ავტორი -
  • ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
  • მთ. რედაქტორი - ავთანდილ არაბული
  • გვ. - 1130
    ზომა - 18, 7 სმ. X 27 სმ.
    ISBN978-9941-10-084-0
    გამოცემის თარიღი - 2008 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - მერიდიანი
    მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი, დაინტერესებული საზოგადოება.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
    საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, ლექსიკოგრაფია, ლექსიკონი
  • ანოტაცია - „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ І ტომი გამოიცა 1950 წელს. რვატომეული მომზადდა აკად. არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციითა და იმ დროისათვის მეტად სოლიდური მთავარი რედაქციისა და კვალიფიციური სარედაქციო ჯგუფის ღვაწლით. მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ენაში მიმდინარე ცვლილებებმა განაპირობა ამ ძირითადი ლექსიკონის განახლებული რედაქციის შექმნის უცილებლობა. დამუშავდა დიდძალი მასალა; წყაროების რაოდენობა 5-ჯერ და მეტად გაიზარდა. ცვლილება შეეხო 5000-მდე სალექსიკონო ერთეულს. გარდა ამისა, შეიცვალა სტატიების შინაარსი და შედგენილობა. ლექსიკონი მაქსიმალურად ასახავს თანამედროვე სახელმწიფო ენის მდგომარეობას, მათ შორის სპეციალური სფეროებიდანაც.
  •  

     

  • სათაური - ქართული ენა
  • ავტორი -
  • ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  • რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
  • გვ. - 620
    ზომა - 26 სმ. X 21 სმ.
    ISBN 978-99928-20-34-6
    გამოცემის თარიღი - 2008 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - ეროვნული მწერლობა
    მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი, დაინტერესებული საზოგადოება.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - ენციკლოპედია
    საკვანძო სიტყვები - ენა, კავკასიოლოგია, ქართველოლოგია, გრამატიკა, დიალექტი, დამწერლობა, ტერმინი, ლინგვისტიკა.
  • ანოტაცია - სამეცნიერო დარგობრივი ენციკლოპედია ,,ქართული ენა’’ ასახავს ქართული ენათმეცნიერული აზროვნების განვითარებას და ამ დარგში ქართველ მეცნიერთა და უცხოელ ქართველოლოგთა მიღწევებს. ენციკლოპედიაში სრულად არის წარმოდგენილი მასალა ქართული ენის ფონეტიკურ-ფონოლოგიური, გრამატიკული, ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურისა და ქართული ენის დიალექტების შესახებ. შესულია ცნობები კავკასიურ და იმ ენათა შესახებ, რომლებსაც საქართველოსთან კულტურული ან სხვა სახის კონტაქტი ჰქონდათ. მოცემულია ცნობები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და სასწავლო დაწესებულებების, ქართული ენის კათედრების, ქართველოლოგიაში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერების შესახებ.     
    წარმოდგენილია ცნობები საგანმანათლებლო კერებისა და ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების შესახებ. მასში ასახულია როგორც ეპიგრაფიკული, ისე ხელნაწერი ძეგლები, რომლებიც შემონახულია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.          
    შერჩეული მასალა გარკვეული სპეციფიკით არის დალაგებული. გვარეობრივ ცნებებს დამოუკიდებელი სტატიები აქვს დათმობილი, ხოლო სახეობრივი ტერმინები განხილულია უფრო ფართო პრობლემატიკის კონტექსტში და მათი დეფინიცია მოცემულია განმაზოგადებელ სტატიაში.
  •  

     

  •  სათაური - ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი
  • ავტორი - თამარ ბეროზაშვილი
  • ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
  • რედაქტორი - ავთანდილ არაბული
  • გვ. - 230
    ზომა - 16, 8 სმ. X 24 სმ.
    ISBN978-9941-11-045-0
    გამოცემის თარიღი - 2008 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - დიოგენე
    მომხმარებელი - მოსწავლე
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
    საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, დიალექტი, ტერმინები, სინონიმები, იდიომატური გამოთქმები.
  • ანოტაცია - სასკოლო ლექსიკონი შედგენილია ”ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ პრინციპებზე. ნაშრომში განმარტებულია სკოლის საპროგრამო ლიტერატურის ლექსიკა, ძველი ქართული სიტყვები, არქაიზმები, უცხო სიტყვები. მასში ახსნილია დიალექტური ლექსიკა, სხვადასხვა ტერმინები თუ სახელწოდებანი. წიგნში უხვად არის სინონომები. ცალკე ლექსიკურ ერთეულებად არის გამოყოფილი იდიომატური გამოთქმები. განმარტებას ახლავს ილუსტრაციები სახელმძღვანელოთა ტექსტებიდან.
  •  

     

  • სათაური - იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა
  • ავტორი - მერაბ ჩუხუა
  • ტიტული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
  • რედაქტორი - ქეთევან ლომთათიძე
  • გვ. - 761
    ზომა - 20 სმ. X 28 სმ.
    ISBN978-9941-13-021-2
    გამოცემის თარიღი - 2008 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - უნივერსალი
    მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ინგლისური
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია, სახელმძღვანელო, ლექსიკონი.
    საკვანძო სიტყვები - ქართველური, ნახური, ლექსიკონი, ეტიმოლოგია, რეკონსტრუქცია, გრამატიკა, შედარებითი, იბერიულ‑კავკასიური
  • ანოტაცია - წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან: მონოგრაფია - იბერიულ‑იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა და ქართველურ-ნახური ეტიმოლოგიური ლექსიკონი.
    მონოგრაფიაში წარმოდგენილია ნახური ენებისა და ქართველური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი ფონოლოგიურ სისტემათა შედარების, და საერთო ძირეული ლექსიკური ფონდის ძირ-ფუძეთა სტრუქტურული მოდელების რეკონსტრუქციის გათვალისწინებით. საერთოქართველური და საერთონახური ენები მიჩნეულია მონათესავედ ძირეულ და აფიქსურ მორფემებში რეგულარული და კანონზომიერი ფონემური შესატყვისობების დადგენის საფუძველზე. მონოგრაფიას ერთვის ქართველურ‑ნახურ თანხმოვანშესატყვისობის ფორმულებისა და წინარე‑ენის თანხმოვანთა სისტემის სინოპტიკური ქაბულა.
    წიგნს ახლავს რეკონსტრუირებულ ძირ-ფუძეთა ინდექსი.
  •  

     

  • სათაური - ჩეჩნური ზმნა
  • ავტორი - როსტომ ფარეულიძე
  • ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კავკასიოლოგიის ინსტიტუტი.
  • რედაქტორი - ვაჟა შენგელია
  • გვ. - 300
    ზომა - 14, 7 სმ. X 20 სმ.
    ISBN978-9941-12-141-8
    გამოცემის თარიღი - 2008 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - უნივერსალი
    მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - რუსული
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - ინფინიტივი, მასდარი, ფონემატური სტრუქტურა, უღლება, დროთა სისტემა, ზმნური კატეგორიები.
  • ანოტაცია - მონოგრაფიაში განხილულია ჩეჩნური ზმნის ფონემატური სქრუქტურა და მორფოლოგიური კატეგორიები, ნაზმნარი სახელები. ცალკე არის გაანალიზებული თავისებური ზმნები, აღდგენილია ამოსავალი ფორმები.
  •  

     

  • სათაური - ქართული ენის ლექსიკოლოგიის პრობლემები
  • ავტორი - ლამარა ნოზაძე
  • ტიტული - - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
  • რედაქტორი - ზურაბ ჭუმბურიძე, გიორგი ცოცანიძე.
  • გვ. - 86
    ზომა - 19 სმ. X 14 სმ.
    ISBN 978-9941-12-406-8
    გამოცემის თარიღი - 2008
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - უნივერსალი
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - კრებული
    საკვანძო სიტყვები - ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია, ლექსიკონი, მასდარი, დიალექტი.
  • ანოტაცია - კრებულში მოთავსებულია ავტორის მიერ სხვადასხვა საენათმეცნიერო ჟურნალში (”ენათმეცნიერების საკითხები”, ”საენათმეცნიერო ძიებანი”) გამოქვეყნებული ქართული ენის ლექსიკოლოგიის პრობლემებთან დაკავშირებული სტატიები.
  •  

     

  • სათაური - ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები
  • ავტორი - ლამარა ნოზაძე
  • ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
  • რედაქტორი - გიორგი გოგოლაშვილი, ლალი ეზუგბაია
  • გვ. - 374
    ზომა - 19 სმ. X 14 სმ.
    ISBN 978-9941-12-416-7
    გამოცემის თარიღი - 2008
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - უნივერსალი
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - კრებული
    საკვანძო სიტყვები - მორფოლოგია, ზმნა, გვარი, ბრუნება, თანხმოვანთშესატყვისობა, კომპოზიტი.
  • ანოტაცია - კრებულში მოთავსებულია ავტორის მიერ სხვადასხვა საენათმეცნიერო ჟურნალში (”იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება”, ”ქართველურ ენათა სტრუტურის საკითხები”, ”საენათმეცნიერო ძიებანი” და სხვა) გამოქვეყნებული ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხებთან დაკავშირებული სტატიები.