მოვლენათა ქრონოლოგია
2009 წელი
- • 26 მარტი. ჩატარდა ჟორჟ დიუმეზილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
- • 14 აპრილი. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ნოდარ სურგულაძესთან.
- • 14-17 აპრილი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XX.
- • 25 მაისი. გაიხსენა ვარლამ და გურამ თოფურიების კაბინეტი.
- • 12 ივნისი. ჩატარდა ქართველურ ენათა განყოფილების სამეცნიერო სესია მიძღვნილი კარლ ჰორსტ შმიდტის დაბადების 80 წლისთავისადმი.
- • ივნისი. ჩატარდა ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების XI სამეცნიერო კონფერენცია.
- • ივლისი. გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების გამგეთა თანამდებობებზე.
- • ივლისი. გაიმართა ინსტიტუტის თანამშრომელთა საერთო კრება. კრებაზე მოისმინეს ადმინსტრაციის ანგარიში.
- • სექტემბერი. ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების გამგეთა თანამდებობებზე არჩეული იქნენ თ. ვაშაკიძე, ლ. ქაროსანიძე, მ. ქურდიანი, გ. გოგოლაშვილი, მ.ღლონტი. ვ. შენგელია, მ.ბერიძე.
- • 9 ოქტომბერს ჩატარდა კონფერენცია ”ეთნოლინგვისტური საკითხავები” I.
- • 20-21 ოქტომბერს არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ”ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები”
- • 22-22 დეკემბერს ჩატარდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ინსტიტუტის 68-ე სამეცნიერო კონფერენცია.
2008 წელი
- • 23 იანვარს ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სსიპ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
- • 29 იანვარი. ჩატარდა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების სამეცნიერო სესია: ”ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები”.
- • 26 თებერვალს ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სსიპ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
- • აპრილი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: სოციოლინგვისტური სიტუაცია საქართველოში.
- • 10-13 აპრილი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XIX.
- • 15-16 მაისი .ჩატარდა ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების X სამეცნიერო კონფერენცია.
- • 27-28 მაისი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - ბუნებრივ ენათა დამუშავება VI.
- • ივნისი. ჩატარდა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სესია მიძღვნილი თამარ ზურაბიშვილის, მზია მრევლიშვილისა და ელენე ნიკოლაიშვილის 80 წლისთავისადმი.
- • ოქტომბერი. გაიმართა კავკასიოლოგთა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი მიძღვნილი არნ. ჩიქობავას დაბადადებიდან 110 წლისთავისადმი.
- • 14-15 ნოემბერი. ჩატარდა XXVII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია.
- • 23-26 დეკემბერი. ჩატარდა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის 67-ე სამეცნიერო სესია.
2007 წელი
- • 1 აპრილი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: სოციოლინგვისტური სიტუაცია საქართველოში.
- • 10-13 აპრილი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XVIII.
- • 17 აპრილი. გაიმართა აკად. გ. ახვლედიანის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კოფერენცია.
- • 5 ივლისს წმიდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის პირველი ტომის (ახალი რედაქცია) წარდგინება.
- • 18 სექტემბერი. არჩეულ იქნა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
- • 20 სექტემბერს გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე.
- • ოქტომბერი. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ლალი ეზუგბაია.
- • ნოემბერი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ალ. კობახიძის 80 წლისთავისადმი.
- • 14-16 ნოემბერი. ჩატარდა XXVI რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია.
- • დეკემბერი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ნოდარ ანდღულაძის დაბადების 80 წლისთავისადმი.
- • 24-26 დეკემბერი. ჩატარდა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის 66-ე სამეცნიერო სესია.
- • ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის 2007 წლის სამეცნიერო გრანტები მოიპოვეს ინსტიტუტის თანამშრომლებმა: მ. ბარიხაშვილმა და ნ. შავრეშიანმა.


