1.  

ჩაგირი

Bergenia crassifolia

 

 

მრავალწლიანი მარადმწვანე ბალახოვანი მცენარე მსხვილი, უფოთლო ღეროთი, მრგვალი ფოთლებით, იისერ-წითელი ყვავილებით, მრავალთესლიანი კოლოფებით. იზრდება 20-3-სმ სიმაღლისა. ცოცხლობს 100 და მეტი წელი. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფოთლები და ფესურები. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, გუნდმჟავას, გლიკოზიდ არბუტინს, ფოტონციდებს, სახამებელს, შაქარს, ტანინებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. ამიყენება ფიტოთერაპიაში. არის შემკვრელი, ანების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, შემკვრელი, დამამვიდებელი, სისხლაღმდგენი, ჰიპერტონური, საერთო გამამაგრებელი საშუალება. ხალხური მედიცინა იყენებს დიზენტერიის დროს. იყენებენ გინეკოლოგიაში, კიბოს საწინააღმდეგოდ. გამიცდილია თავის ტკივილის, ტუბერკულოზის, თირკმლისა, რევმატიზმის, ციებ-ცხელების, ფილტვების მკურნალობაში.

 

 

  1.  

ჩადუნა

Dryopteris filix-mas

თუშ. მჩადა, ჩადა; ფშ., ხევს. დათვის ჩადუნა; ზმ.იმერ. ღორთიფქლა; მთ. რაჭ. იფხლა, იმხლა; ლეჩხ. მუჩუ; გურ. ტყის გვიმრაჲ; საბა დათვის-საგებელა; ინგ. ჩადა; ჭან. ლიმხონა; მეგრ. ლაგვიმორია; სვან. მიჩვიშ გვიმორ.

 

მამრობითი გვიმრა.   მცენარე  ასპიდიუმისებრთა ოჯახისა. იზრდება ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონაში. 1 -მდე სიმაღლის სპოროვანი, ფესვურიანი მრავალწლიანი მცენარეა. მიწის ზევით განვითარებული ღერო არ გააჩნია. ფესურა კი კარგადაა განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული.
კენტფრთართული დიდი ზომის ფოთლები ფესვის ყელთან ჯგუფურადაა შეკრებილი; ჩვილი ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდის პერიოდში თანდათან სწორდება.
ჩადუნა ჩვეულებრივ ნესტიან ტყეებშია გავრცელებული (წიფლნარები და სოჭნარ-ნაძვნარები).
 
ჩადუნას ნორჩი, სპირალურად დახვეული ფოთლები ზოგან საჭმელად გამოიყენება. სამკურნალოდ ფესურა გამოიყენება, როგორც სოლიტერის საწინააღმდეგო ძლიერ მოქმედი საშუალება. ამ მიზნით გამოიყენება მეცნიერულ და ხალხურ მედიცინაში, ვეტერინარიაშიც.

 ძლიერშხამიან. ამიტომ მისი სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ ექიმის რჩევით და მისი ზედამხედველობით დაიშვება.

 ხალხში ჩადუნა ცნობილია, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებაც. იგი ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებული გვიმრაა; ამის გამო თვით გვარსაც ჩადუნა ეწოდება. გვარი 150-მდე სახეობას მოიცავს. გვხვდება დედამიწის ზომიერ და ტროპიკულ ზონებშისაქართველოში გვხვდება 9 სახეობა, ჩადუნას გარდა ფართოდაა გავრცელებული Dryopteris carthusiana (ადრე Dryopteris spinulosa). მაღალ მთებში გვხვდება კავკასიური ენდემი Dryopteris oreades, მთის ქვედა და შუა სარტყელში — Dryopteris borreri. საქართველოში აღწერილი 3 სხვა სახეობა გავრცელებულია თურქეთშიც.

 

 

  1.  

ჩაი მექსიკური

 

. მექსიკური ჩაი.

 

 

  1.  

ჩაი პარაგვაული

 

. პარაგვაული ჩაი.

 

 

  1.  

ჩაიოტი

Sechium edule, Swartr

მრავალწლოვანი ტროპიკული მცენარეა გოგრისებრთა ოჯახიდან. იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ აცტეკებისათვის. ევროპელებმა გაიცნეს მეთვრამეტე საუკუნეში. იგი შეიცავს ვიტამენებს, პროტეინს, 19 თავისუფალ ამინომჟავას, სახამებელს, აზოტურ და მინერალურ ნივთიერებებს. აქვს შარდმდენი და საერთო მომამაგრებელი თვისებები. ძირითადად დიეტური კვებისათვის გამოიყენება.

 

 

  1.  

ჩაი

Camellia

 

ჩაის გვარს მარადმწვანე ტროპიკული და სუბტროპიკული ბუჩქებისა და დაბალი ხეების დაახლოებით 50 სახეობა მიეკუთვნება, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ჩინური ჩაის ბუჩქია (Camellia sinensis). ეს არის უძველესი კულტურული მცენარე, რომლის სამშობლო სამხრეთი და სამხრეთაღყოსავლეთი ჩინეთი და ინდოეთის, ბირმის, ვიეტნამისა და ლაოსის მოსაზღვრე რეგიონებია, სადაც მას ათასწლეულების მანძილზე ახარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის მოჰყავთ მთელ მსოფლიო ტროპიკულ ზონებში, ჩაის ყველაზე ცნობილი მწარმოებლები კვლავინდებურად რჩება ჩინეთი, ინდოეთი, შრილანკა და იაპონია. პატარა მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. აქვს ძლიერ დატოტვილი ფოთლები, სურნელოვანი ყვავილები. ნაყოფი ბუდიანი კოლოფია. სამკურნალოდ გამოიყენება ნორჩი ფოთლები და ყლორტები. შეიცავს 300-ზე მეტ სახვადასხვა ნივთიერებას, ცილებს, მთრიმლავ ნივთიერებას, ფლავონოიდებს, ცხიმს, შაქარს, უჯრედისს, ორგანულ მჟავებს, ალკალოიდებს, პექტინურ ნივთიერებებს, კაროტინს, ვიტამინებს, მიკრო და მიკროელემენტებს. მისი პრეპარატები ავლენენ მატონიზებელ და შარდმდენ თვისებებს, ამალებენ ართერიულ წნევას, აფართოებენ სისხლძარღვებს.

 

 

  1.  

ჩაის ბუჩქი ასამური

 

 

 

  1.  

ჩაის ბუჩქი ჩინური

 

 

 

  1.  

ჩაის ვარდი

 

 

 

  1.  

ჩალამბარა

Аnthriscus trichosperma Schult.

 

 

ორ ან მრავალწლიანი, 50-150 სმ სიმაღლის მცენარე ქოლგისებრთა ოჯახისა. იზრდება ტყეებში, სუბალპურ მდელოებზე. სარეველაა. შეიცავს ნახშირწყლებს, ეთერზეთს, კუმარინებს, ორგანულ მჟავეებს, ტერპენოიდებს, ქვიტერპინებს, სტეროიდებს, ვიტამინ С-, ფენოლებს, კუმარინებს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სამშობიარო საშუალება. ფოთლები ხასიათდება ჭიის საწინააღმდეგო თვისებებით. კავკასიაში გამოიყენება დამწვრობისა და ჩირქოვანი წყლულებისათვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ, ქალური დაავადებების, შესიებების, გაციების, ციების წინააღმდეგ.

 

 

  1.  

ჩალამძივი

Сoix lacryma-jobi L. 

 

გურ. იოტა, ხის იოტა, იოტეს კეკალი, კამპარა, კაკილა; იმერ. ტატილა; ინგ. გუგრი მზივ; აჭ. თესპეს მძივი, ღაჭა, ღაჭღაჭა, ყაჭყაჭა; მეგრ. გირინიში ძია, დიხაში ძია; ჭან. თეფსიღი.

 

50 -200 სმ სიმაღლის მცენარეა. აქვს სწორი და მსხვილი ღეროები და ხაზოვან-ლანცეტური ფოთლები. ყვავილედი შედგება საკმაოდ მრავალრიცხოვანი თავთავისაგან. ნაყოფი მსხლისებრია და მკვრივი. ყვავილობს შემოდგომის დასაწყისში. მისი ლათინური სახელი ითარგმნება როგორციუპიტერი ცრემლი.”

ითვლება, რომ იგი არის შარდმდენი საშუალება, ამაგრებს ელენთას, ჯობნის რევმატიზმს, თრგუნავს სიცხეს, გამოყოფს ჩირქს. იყენებენ წყლისას, ფაღარათის, ციებ-ცხელების, ფილტვების აბსცესის სამკურნალოდ. აღმოჩენილია, რომ მას შეუძლია ებრძოლოს კიბოს.

 საკურნალოდ იყენებენ მის ნახარშს.

 

 

 

 


  1.  

ჩალაყვავილი

Butomus umbellatus

 

 

წყლის მრავალწლიანი მცენარე მცურავი ძირით. ღერძი ცინიდრულია, უფოთლო, 130 სმ-მდე სიგრძისა. ძირისეული ფოთლები ხაზოვანია, სამწახნაგა. ყვავილები ღია-ვარდისფერია, შეგროვილია ქოლგისებურად. ყვავის ივლისში. ძირი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, შაქარს, კამედს, ცხიმს, ცილებს. მისი ნახარში ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც დამარბილებელი, შარდმდენი, ციებ-ცხელების საწინააღმდეგო საშუალება. წვენით აქრობენ თეთრ ლაქებს.

 

 

 

 

  1.  

ჩარანი

Salsola ericoides

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1.  

ჩაქვის ბალახი

Pollinia imberbis

იმერ. ბოგვი; გურ. პურა-პურა, ბარბაცა, ბამბუკის ბალახი; აჭ. ბამბუკა; მეგრ. ჩაიში მაფატია.

 

 

 

 



  1.  

ჩაღანდრი

Veronica

 

აჭ. ჩიხანდარი, ჯახანდარი; მესხ. დასტურჩაღანდრი.

 

http://t2.gstatic.com/images?q=tbn:4Atu5LZ78h_LiM:http://www.maltawildplants.com/SCRO/Pics/VRNAA/Veronica_anagallis-aquatica_%255BIMG_8438%255D.jpg

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია ვერონიკას სახელით. აქვს სწორმდგომი ღერო და მცოცავი ფესვი. ფოთოლი უკუკვრცხისებრი, ყვავილები ფუჯად შეკრული. ლურჯი. ნაყოფი კოლოფია. ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფს იძლევა აგვისტოში. ვერონიკას ყველა სახეობა სამკურნალოა და შემადგენლობით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა მათ შორის გამოირჩევა ვერონიკა სამკურნალო Veronica officinalis L.

ჩაღანდრი (Veronica anagallis) შეიცავს ირიდიოდებს, საპონინებს, ფენოლკარბონულ მჟავებს, ნახშირწყლებს, კარდენოლიდებს, კუმარინებს, ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, სტეროიდებს, ანტიციანებს, ცხიმოვან და ეთერზეთებს, ვიტამინებს, არომატულ ნაერთებს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ნახარშები და ნაყენები, რომლებსაც ხმარობენ ინფექციების, თავის ტკივილის, ფილტვის ტუბერკულოზის, ასთმის, თვალის, თირკმლის, შარდის ბუშტის, ნაღვლსადენი მილის, დიარეის, ანგინის, კანის დაავადების სამკურნალოდ. აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებებიც.

 

 

 

 

  1.  

ჩაწყობილა

Lathraea squamaria

 

მეგრ. ლაჯვაბია.

 

ეს მცენარე ტყეებში იზრდება. გარეგნულად უჩვეულოა. მიწიდან წამოიზრდება მოთეთრო-მოვარდისფრო მსხვილი რტოები, რომლებზეც სხედან მუქი მწვანე ყვავილები, რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ არიან მიკრულნი. ავე ყლორტებზეა ყვავილთანა ვარდისფერი ფოთლები. მწვანე ფოთოლი მცენარეს არა აქვს. ამით ის აშკარად გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მცენარე მხოლოდ რამდენიმე კვირით გამოჩნდება გაზაფხულზე. ზაფხულში მცენარის მიწისზედა ნაწილი კვდება და მხოლოდ ფესვი ინარჩუნებს სიცოცხლეს. რადგანაც მწვანე ფოთოლი არ გაანია, არ შეუძლია დამოუკიდებლად კვება. პარაზიტია. ეკვრის სხვა მცენარის ფესვს.

მცენარე მიწის ზევით იმიტომ ამოდის, რომ გამრავლდეს, აყვავდეს და თესლი მოფინოს მიწას.

 სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი და ძირები. მისგან მიღებულ პრეპარატებს იყენებენ თირკმლების, ღვიძლის, წყლისას, ასციტის, გინეკოლოგიური დავადებების (უშვილობის) სამკურნალოდ.

 

 

  1.  

ჩაწყობილა-ბაია

Ficaria verna Huds. (Ficaria ranunculoides Roth.).

კახ. ერბოკარაქა, კარაქა; ქართლ. ერბოქილა; ზმ. იმერ. ლობიანა; გურ. ოკნატუა; ინგ. ყოვიჭყანტაჲ; მეგრ. მუმულიში ყვაჯი.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა  10 – 30 სმ სიმაღლისა. აქვს მსხვილი ძირი და სუსტი განტოტვილი ღეროები. ფოთოლი მბწყინავია, მომრგვალო და მოზრდილი. ყვავილი ერთეულია, ოქროსფერი, ნაყოფი თესლებია. ყვავილობს მაისში. ნედლეულს წარმოადგენს ძირები და ფოთლები. ქიმიური  შემადგენლობა უცნობია. მწიფობის დროს იგი შხამიანი ხდება. მცენარეს გააჩნია დამარბილებელი, შარდმდენი, სისხლგამწმენდი, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობების შემახორცებელი თვისებები. ფოთლების ნახარში გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ. დანაწევრებული ფოთლების ცხიმთან ნარევი სალბუნების დასამზადებლად იხმარება.

 

 

 

  1.  

ჩელტა-ზანდური

 

მეგრ. პიტა ქობალი.

 

 

  1.  

ჩელტა-მახა

 

 

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო

 

. ავოკადო

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ბარდა

თუშ. ცვერცი; იმერ. მუხუდო; ქვ. იმერ. საკადრისა; გურ. ოქროცერცვა; ჭან. ფარსული; სვან. ბეგვა.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ესპარცეტი

 

. ბარდა

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ვაზი

 

. ვაზი

 

 

  1.  

ჩვეულებრივი თამბაქო

 

. ნამდვილი თამბაქო.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი თივაქასრა

 

. თივაქასრა

 

 

  1.  

ჩვეულებრივი თხილი

მთ. რაჭ. ფთხილი, ფთხირი; ჭან. მთხირი, ნთხირი; მეგრ. თხირი; სვან. შდიხ, შდეხენდ.

. თხილი

 

 

  1.  

ჩვეულებრივი იონჯა

აღმ. ალავერდა; მესხ. ალავერდი.

. იონჯა

 

 

  1.  

ჩვეულებრივი იფანი

Fraxinus Excelsior L.

 

 

ზეთისხილისებრთა ოჯახის ტანმაღალი ხეა (30-45 ). ახალგაზრდა ღერო ნაცრისფერქერქიანია, ერთწლიანი ყლორტები კი მწვანე. მისი ძირითადი მორფოლოგიური ნიშნებია მომრგვალო, ტოტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ მჯდომი შავი კვირტები, კენტფრთართულ მოპირისპირედ განლაგებული,  ლანცეტა ფოთოლაკიანი ფოთლებით, რომლებიც ზემოდან უფრო მუქი მწვანეა, ხოლო ქვემოდან რამდენადმე მკრთალია, შებუსული ძარღვებით. აქვს ცალსქესიანი (მამრობითი) და ასევე ორსქესიანი ყვავილები. ყვავილები ჯგუფებადაა განლაგებული.  ფრთა ნაყოფი 30-45 მმ სიგრძისაა. გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, რაჭაში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთში, ქიზიყსა და ქვემო ქართლში.

 ფოთლები ფლაონურ გლიკოზიდ ქვერციტრინს, მანიტს, ტანინსა და ინოზიტს, აგრეთვე მცირე რაოდენობის ეთერზეთს შეიცავს, ქერქი კი გლიკოზიდ ფრაქსინს, ტანინსა და მანიტს.
ხალხურ მედიცინაში ქერქი და ნაყოფები გამოიყენება ციებ-ცხელების, წყალმანკის, დიზენტერიისა და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ. ქერქს შავ, ყავისფერ და ლურჯ საღებავად იყენებენ. მოუმწიფებელ ნაყოფებს საჭმელად ძმარსა და მარილში ამწნილებენ. ქერქის დაფნის ნაწილის ნახარშს ძლიერ შარდმდენ და ციებცხელების საწინააღმდეგო საშუალებად თვლიდნენ. იგი წინათ (ქერქი) ქინაქინის ქერქადაც კი იყო ცნობილი აფხაზეთში. ფოთლებს რევმატიზმის წინააღმდეგ ხმარობდნენ.

ბულგარეთის მედიცინაში სამკურნალოდ იფნის ფოთლები და ქერქი გამოიყენება.

ფოთლები რეკომენდებულია სახსრების რევმატიზმის, ღვიძლის, სიყვითლის, თირმკლის კენჭის სამკურნალოდ. მასვე იყენებენ ამოსახველებელ, ჭიისდამდენ და საფაღარათო საშუალებად. ჭრილობებზე ურჩევენ დანაყილი ფოთლის ფაფისებრი მასის დადებას. ქერქსაც ასეთსავე სამკურნალო თვისებებს მიაწერენ. ორივე სახის ნედლეული ცხელი ნაყენის სახით მიიღება.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი

 

გურ., იმერ., რაჭ., ლეჩხ. ნიგოზი, ნიგვზის ხე; მეგრ. ნეძი; სვან. კაკრა, კაკ, გაკ.

. კაკლის ხე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1.  

ჩვეულებრივი კანაფი

საბა ექუსუნჯი; ინგ. ჰასრალ; ჭან. ხუტენი, კერფი, კეფი; მეგრ. კეფი, კიფი; სვან. გიმბაშ, ქან.

. კანაფი.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი კოწახური

ფშ. ეკალძირა; ხევს. ესკალძმარა; რაჭ. კვაწახური; მთიულ. კოწმახური; ჭან. კაწახური; მეგრ. კორწოხული; სვან. გვაწხირ, გოწხირ.

 . კოწახური

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ლიმონი

. ლიმონი.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ლობიო

კახ. ლობიო, ლებუა; მთიულ., მოხევ., თუშ., ხევს., ფშ. ლებიო; გურ. ლობიე, ლობიეჲ; ინგ. ფაყლაჲ; ჭან. ლობია; მეგრ., სვან. ლებია.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი მანანა, კალუნა

. მანანა

 

 

  1.  

ჩვეულებრივი მატიტელა

ქართლ. მამალი მატიტელა, ჩიტაპურა; მოხევ. ნაყრაჲ, ღორის ნაყრაჲ; თუშ. ჭიმჭიკი; რაჭ., ლეჩხ. თიათერია; გურ. მატანტალაჲ, კერდა; ქვ. იმერ., ინგ. მატატელა; მეგრ. გვერიში ლაკარტი, კამპეტი; სვან. ადმეკ.

. მატიტელა

 

 

  1.  

 ჩვეულებრივი მაჯაღვერი

DapHne Mezereum L.

 

 

ერთ მეტრამდე სიმაღლის ელასტიური ღერო-ტოტებიანი, მოყვითალო ნაცრისფერქერქიანი, მუქწერტილებიანი ბუჩქია.

წაგრძელებული ლანცეტა ფორმის, ბლაგვი ან ბოლოწვეტიანი, ზედა მხრიდან მბრწყინავი, ქვემოდან ბაცი ფოთლები უმეტესწილად ტოტების ბოლოებზე მორიგეობითაა განლაგებული. ნაყოფი მომრგვალო კვერცხისებრი, ერთთესლიანი, წითელი, წვნიანი და კურკიანია.

მაჯაღვერის ქერქის ხელზე ხანგრძლივი შეხებისას კანის დასუსხვა და ბუშტუკების დაყრა ხდება.

მაჯაღვერის ყველა ნაწილეში ნაპოვნია მუქი-მოყვითალო ფისი მეზერინი. ქერქი შეიცავს გლიკოზიდ დაფნინს, კუმარინს (უმბელიფერონი), გუმფისს, საღებავ ნივთიერებებს. ნაყოფი შეიცავს ცხიმებსა და ეთერზეთს, დაფნინისმაგვარ ნივთიერებას, ცილოვან და საღებავ ნივთიერებებსა და სხვ.

ჰომეოპათიურ და ხალხურ მედიცინაში მაჯაღვერი გამოიყენება, როგორც კანის გაღიზიანების და დაჩირქების საწინააღმდეგო საშუალება, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ნევრალგიის, სიმსივნის, ჩირქგროვების, სიყვითლისა და სახსრების ტკივილის საწინააღმდეგოდ.

ზოგჯერ მწიფე, ახლად შეგროვილ ან გამხმარ ნაყოფს დღეში თითო ცალს იღებენ უმადობის, დაღლილობის, ათეროსკლეროზის, ხოლო ქერქის ნაყენს კი კუჭის დაავადებების დროს. ამ მცენარეს იყენებენ აგრეთვე ფაღარათიანობის და ციებ-ცხელების, ხველის და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე სიყვითლის და დიზენტერიის სამკურნალოდ.

ნაყოფს იყენებენ აგრეთვე თრომბოფლებიტის ზოგი ფორმის მკურნალობისათვის, ძაღლებში პარაზიტი ჭიების დასაყრელად ნაყოფები გამოიყენება, ხოლო ნაყოფებისა და ქერქის ნაყენი გამოიყენება, როგორც ინსექტიციდური (მწერების საწინააღმდეგო) საშუალება, ქერქს საღებავადაც იყენებენ.

ძლიერი ტოქსიკურობის გამო მაჯაღვერის პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის გამოწერითა და მისი ზედამხედველობითაა დასაშვები. გამხმარი ქერქის სპირტზე ნაყენს გარეგან შესაზელად ხმარობენ დამბლის დროს.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი

აჭ. ჯენეთყურძენა.

. მოცხარი.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი მურყანი

მოხევ. მურყანაის ხე; იმერ., რაჭ., ლეჩხ. თხმელა, რთხმელა; გურ. თხემლა; ჭან. თხომბ, თხომუ; მეგრ. თხომ, თხუმ, თხუმუ; სვან. ბელყაჩ, ბელყეჩ.

. მურყანი.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ნამიკრეფია

აჭ. ნამითრევია.

. ნამიკრეფია.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ნეკერჩხალი

ქართლ., კახ. ნეკერჩხალი, ნაკერჩხალი; მთიულ. ნაკერჩხალი; ფშ. კემერჩხალი; ხევს. კიმერჩხალი, ხემაგარა; ფშ., ხევს. კენერჩხალი; ზმ.იმერ. მეკერჩხალი; გურ. ლეკონჩხალი; რაჭ., ლეჩხ. მეკენჩხალი; ინგ. ნეკორჩხალ; აჭ. ლეკმაკენჩხა; მეგრ. ლეკინჩხა, მეხიკალი; სვან. ბიკენჩხალ.

. ნეკერჩხალი.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ნუში

. ნუში

 

 

  1.  

ჩვეულებრივი საზამთრო

კახ. ყარფუზი; დასავლ. ხაბუზაკი, ხარბუზაკი, ხარბუზრაკი; საბა მელსაპენონი; ჭან. კარპუზი; მეგრ. ხაბურზაკი; სვან. ხარბუზ.

. საზამთრო

 

 

  1.  

ჩვეულებრივი სელი

ფშ., თუშ. ქუმელა, ქუმელი; გურ. ლერწამი; ჭან. ოსულუ, სულეჲ; მეგრ. სუ, ფსუ, ქუმუ.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი სორგო

იმერ. კრუპა, თათუხი; მეგრ. კიტაია, რუსულ ჭკიდი.

. სორგო.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი სურო

. სურო.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ღოლო

. ღოლო.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი შვრია

კახ.თეთრი ფშვრიო; ხევს. ჭიშქერი, ჭიშქენი; ჯავახ. სუდა; სვან. ზენთხ.

.შვრია

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ცერცველა

ქართლ. ხბოშუბლა; ხევს. აჭკანა, აჭკანტა, ნაცერც()ალა; თუშ. ქვაცერცვა; ფშ. ჭეკო; მთიულ, თავმტკივანა, გოროხა; მესხ., ჯავახ. გაზაფხულის ფიგი; ზმ. იმერ. გორველა, გორველა-ბალახი, კატიცერცვა, უკადრისა; ყვავის ცერცვი; ჭან. მტკუი ფარსული; მეგრ. კვარიაში ხაჯი; სვან. ჟეღი ცხამ.

. ცერცველა

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი

Sorbus Aucuparia L.

 

 

ტანმორჩილი ხეა 10 (იშვიათად 15-20) სიმაღლის დიდი კენტფრთართული, ლანცეტა ფოთოლაკიანი ფოთლებით,  თეთრი ყვავილებით. ნაყოფი თითქმის ბურთივით მრგვალია, ვაშლისებრი ფორმის, წვნიანი, ნაყოფს თავსში შერჩენილი აქვს ყვავილის ჯამი ვაშლისა და ვარდოსანთა ოჯახის სხვა სახეობების მსგავსად. იგი მკვეთრი ნარინჯისფერ-მოწითალოა. 8-10 მმ სიმსხოთი. თესლი მოწითალოა, ნამგლისებრ მოხრილი, თითო ნაყოფში ჩვეულებრივ სამი ცალია. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი სექტემბერში მწიფდება.
გავრცელებულია მეტწილად ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში და წარმოდგენილია ორი სახეობით. ამათგან საქართველოში უფრო ფართოდ გავრცელებულია Sorbus caucasigena Kom, რომელიც ძირითადად მთავარი კავკასიონის მთა-ხეობებზე (აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, სამხ. ოსეთი, ქართლი, მთიულეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, კახეთი), აგრეთვე მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში (თრიალეთი, ჯავახეთი, მესხეთი) გვხვდება. მეორე მათგანი Sorbus Boissieri C. K. Schueid., ძირითადად აჭარასა და გურიაში, მცირე რაოდენობით აფხაზეთსა და სამეგრელოშიც გვხვდება. ცირცელის ნაყოფი შაქრებს (ფრუქტოზა, გლუკოზა, სორბოზა, საქაროზა)  შეიცავს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ვაშლის, ლიმონის, ყურძნის და ქარვის მჟავები, პექტინები და მთრიმლავი ნივთიერებები. შეიცავს ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას (ასკორბინის მჟავას 200 მგ-მდე. კაროტინს 20 მგ პროცენტამდე და ვიტამინ P-).
მისგან მზადდება ვიტამინიზებული სამკურნალო სიროფები. ამ მხრივ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნაყოფის წვენი შაქართან დაკონსერვებულ მდგომარეობაში. ხალხურ მედიცინაში ნაყოფს და ყვავილებს გამხსნელ და ოფლმდენ საშუალებად ნაყოფების მნიშვნელობას დიდად ზრდის მათში მიკროელემენტების (კალიუმის პერმანგანატი, რკინა, სპილენძი, ალუმინიუმი) შემცველობა.
ცირცელის ყვავილს ხალხში საშარდე ორგანოების კენჭოვანი დაავადების დროს იყენებენ, ნაყოფებთან ერთად კი მათ გამოყენება ხდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გაციებულობის და კუჭნაწლავების დაავადების დროს. ვეტერინარულ პრაქტიკაში ნაყოფის მაგარ ნახარშს საქონლის ფილტვების დაავადების დროს ხმარობენ.

ხალხში ნაყოფების წვენი გამოიყენება კუჭის წვენის დაბალმჟავიანობისას.  ცირცელის ნაყოფის წვენს - ვაჟინს კარგი გამხსნელი და ოფლმდენი საშუალება აქვს. გამოყენება რევმატული ტკივილების, თირკმლის და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს, საუკეთესო საშუალება ავიტამინოზის ნიშნების დროსაც.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ძირწითელა

. ლურჯი ძირწითელა.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი წაბლი

Castanea sativa

ჭან. ჭუბური, ჭუბუჲ; მეგრ. ჭუბური; სვან. გვიჯ, გვიჯრა.

 

  ბუნებრივ პირობებში იზედება სამხრეთ ევროპაში.  წარმოადგენს მოზრდილ ხეს მაგარი მერქნით. აქვს მოგრძო დაკბილული ფოთლები. ყვავილობს გაზაფხულზე. თაფლოვანია. ნაყოფი კაკალია, რომელი მოთასებულია ეკლიან გარსში (ბუძგვში). მწიფდება შემოდგომით. ნაყოფი გემრიელია. იჭმე უმადაც. მშრალი კაკლებისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ, ნორჩი ფოთლების ნახარში კი- ყივანა-ხველის დროს. ნაყოფი და ქერქი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის,  თირკმლებისა და ცხვირიდან სისხლდენის სამკურნალოდ. ხალხურ მედიცინაში ნახარში და ნაყენი შემკვრელი, შემახორცებელი და დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებაა

 

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ჭანჭყატა

. კიდობანა.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ჭვავი

აღმ. სვილა, სვილი; ფშ. ბაცორაგა; ხევს. ბოცორაგი; ერწო-თიან. ბიჭა-პური; იმერ., ქვ. რაჭ. ქუბი, ქუბა; ლეჩხ. ქუბე; ინგ. ჩავდარ; მთ. რაჭ. ზოფხი; ჭან. ნჭვავი, ჩაბდაჲ; მეგრ. ჭვე, ჭვია; სვან მანაშ, მანააშ.

. ჭვავი

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ხორბალი

. რბილი ხორბალი.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ხურმა

Diospyros lotus L.

გურ. ხუმლა; მეგრ. ხვიმა, ხვიმრა, ხვირმა, ხომა.

 

ჩვეულებრივი ანუ კავკასიური ხურმა  ფოთოლმცვენი ხეა 25 მეტრამდე სიმაღლისა. აქვს სწორი ღერძი 35-50 სმ დიამეტრისა. აღნაგობა ფართოპირამიდულია. ფოთოლი კვერცხისებურია. ნაყოფი შავია და მრგვალი. ყვავილი მომწვანო მოწითალოა. ნაყოფი მწიფდება შემოდგომით. შეიცავს წყლებს, ცილებს, ნახშირწყლებს , ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალუმს, რკინას. იგი ითვლება ვიტამინების წყარო. ხალხურ მედიცინაში მის ნაყოფს იყენებენ კუჭ-ნაწლავის  სახვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის. დიეტურ პროდუქტად ითვლება მისი ფოთლებისაგან დამზადებული ჩაიც. 

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ჯიჯლაყა

Amaranthus tetroflexus L.

კახ. წოწნარა, წენწორი; ქართლ., ფშ., ხევს. თეთრი მხალი; ფშ., ხევს. თითმავალა, თვითმავალა; ერწო დედალი მხალი; მესხ. ღობურა; რაჭ. რუხი ფხალი, შავი ფხალი; ზმ. რაჭ. შავმხალა; ლეჩხ. წიწკა, წიწინა-ფხალი; იმერ., გურ. ჯიჯილაყა; აჭ. ჭიჭილაყა; ჭან. წიწილაყა, ჭიჭილაყა; მეგრ. ჯუმენე, ჯიჯალე, ჯიჯაე; სვან. გაბროლ.

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე ერთ მეტრამდე სიმაღლისა. აქვს სწორი განტოტვილი ღერძი, მიმდევრობითი ფოთლებით. ნაყოფი ოსპისებური, შავი. ყვავილობს ივლისიდან სექტემბრამდე.

არსებობს რამდენიმე ჯიში  Amaranthus retroflorum, Amaranthus cordatus. ყველა მათგანი ხასიათდება სამკურნალო თვისებებით. შეიცავენ აზოტისშემცველ შენაერთებს, ბეტაციანიდებს, ორგანულ მჟავეებს, მღებავ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს. თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით  ამინომჟავას. მიწისზედა ნაწილის წყალთან ნაზავი ხასიათდება ბაქტეროციდული, პროტისციდული და დიურატიული ქმედებით. მისი ეთერზეთი ანთების საწინააღმდეგო და  სისხლაღმდგენი საშუალებაა. ფესვების ნახარში სიყვითლეს ჰკურნავს. ხალხურ მედიცინაში ნაყენები, ნახარშები  და წვენი შინაგანი და გარეგანი შესიების სამკურნალოდ იხმარება. კურნავს სოკოვან, გულის, კუჭის, ღვიძლის და კანის სხვადასხვა დაავადებას.

 ზეთი გამოიყენება ნაკბენების და გამონაყარების სამკურნალოდ.

 

 

  1.  

ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი

Staphylea Pinnata L.

 

 

ჯონჯოლისებრთა ოჯახის მოზრდილი, 2-6 მეტრამდე სიმაღლის მცენარეა. ახალგაზრდა ყლორტები მუხლთშორისებში ღრუიანია უგულგულობის გამო. თეთრი ოდნავ მოვარდისფრო ყვავილები კენწრულ დაკიდულ ქოლგა ან საგველა ყვავილედებადაა შეკრებილი.

ნაყოფი უკუკვერცხრისებრი, სიფრიფანა ბუშტივით გაბერილი  ნაკვთიანი კოლოფია. თესლი მრგვალი, კოლოფთან მიმაგრების ადგილას მობრტყო, მუქჩალისფერმოყავისფრო ნაჭუჭიანი. იზრდება ტყეებში და მდინარეთა ხეობებში 1000-1200 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან იმერეთში, აჭარაში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში. ჯონჯოლის თესლისაგან ადრე ზეთსაც ხდიდნენ, რომელიც სუნითა და გემოთი ფსტის ზეთს მოგვაგონებს. მაგრამ მისი მსუბუქი გამხსნელი თვისების გამო საჭმელად ნაკლებად გამოიყენებოდა. ამ თვისებების გამო იგი საყურადღებოა როგორც ქრონიკული კუჭშეკრულობის საწინააღმდედო საშუალება.

 

 

  1.  

ჩილური არაუკარია

Araucaria araucana

 

  წიწვოვანი მარადმწვანე მცენარეა. ცოცხლობს 2000  წელი. აქვს მსხვილი წიწვები. გირჩები დიამეტრით 10-15 სმ- აღწევს. კაკლისებური თესლი იჭმევა. იზრდება ძალიან ნელა. სინათლისმოყვარულია. მისგან მიღებულ ფისს იყენებენ სამკურნალოდ.

 

 

 

 

 

 

 

 

  1.  

ჩინგილი

Halimodendron halodendron

 

 

 

 

 

 

 

  1.  

ჩინური აბელია

 

 

 

 

  1.  

ჩინური აუკუბა

Aucuba

 

ოქროს ხე, მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე შინდისებრთა ოჯახიდან. ცნობილია მისი სამი სახე. კულტივირებულია შავი ზღვის სანაპიროზე. აქვს მსხვილი ფოთლები, წვრილი ყვავილები, წითელი, ყვითელი, ან თეთრი ყვავილებით. მის ფოთლებში ნაპოვნია აუკუბენი და აუკუბიგენი. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი და ნაყოფი. დანაწევრებული ფოთლები იდება დამწვარ ადგილებზე და შესიებებზე. დანაყილი ნაყოფი დამოიყენება სახვევებში, მოყინულობისა და სისხლდენის დროს.

 

 

 

 

 

  1.  

ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი

Musa nana Lour.

 

 

ბანანი ერთ-ერთი გავრცელებული ხილია ჩინეთში.

ტრადიციული ჩინური მედიცინა თვლის, რომ ბანანი ასუფთავებს ფილტვებს, აჩერებს ხველას, აწესრიგებს ნაწლავებს, აქვს დამარბილებელი ქმედება, აქრობს სიცხისა და წყურვილის გრძნობას, გამოაქვს ტოქსინები.   

 

 

 

 

 

 

  1.  

ჩინური დარიჩინის ხე

Cinnamomum verum

 

მარადმწვანე ხე 15 სიმაღლისა. დაფნისებრთა ოჯახიდან. აქვს ძარღვიანი კვერცხისებრი ფოთლები, წვრილი და მომწვანო-მოყვითალო ყვავილები. სანელებლის მისაებად იყენებენ ჩინურ (С. cassia Blume), საიგონურ (С. laurierii Nees), იავურ (С. bur-manii Blume), მიხაკისებრ (Dicupellium cary-ophyllafum Nees) დარიჩინს. მისი ძირითადი კომპონენტებია ეთერზეთი, ყავისფერი ალდეჰიდი და ევენგელი. ზეთი შეიცავს ფისს, ლორწოს, სახამებელს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალცის ოკსალათს. იყენებენ მადის აღმძვრელად, კუჭის გასამაგრებლად, სტიმულატორად, მატონიზებლად, ანტისეპტიკურად და დიეტურ საკვებად ღვიძლის, შარდის ბუშტის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლებისა და სისხლძარღვთა დაავადებისას.

 

 

 

  1.  

ჩინური ვაშლი

Руrus baccata

 

 

ჩინური ვაშლი შეიცავს С, В6 В2, Р, ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, რკინას, მარგანეცს, კალციუმს, პექტინებს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს. მცენარის მიღება სასარგებლოა სკლეროზის, ინფექციების, გულის დაავადებების, რკმლებისა და ჰიპრტონიის სამკურნალოდ.

 

 

 

 

 

  1.  

ჩინური ვაციწვერა

 

 

 

 


  1.  

ჩინური თუთუბო

 

 

 

 

  1.  

ჩინური ინდიგო

 

 

 

 

  1.  

ჩინური ისპანახი

 

 

 

 

  1.  

ჩინური კარტოფილი

 

 

 

 

  1.  

ჩინური კომბოსტო

 

 

 

 

  1.  

ჩინური ჟასმინი

 

 

 

 

  1.  

ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე

 

 

 

 

  1.  

ჩინური ტუხტი

 

 

 

 

  1.  

ჩინური წაბლი

 

 

 

 

  1.  

ჩინური ხახვი

 

 

 

 

  1.  

ჩიტავაშლა

ქართლ. ხშირვაშლა; მესხ. ჩიტაწკეპლა; რაჭ., ლეჩხ., იმერ. სილვაშლა, სირვაშლა, სირის ვაშლი; ზმ. რაჭ. რტყემლი; მეგრ. მელიყურძენე; სვან. ლახვა ვისგ, ხაპრა ვისგ, ლახვა უსკვ.

 

 

  1.  

ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა

Cotoneaster melanocarpus Fisch.

 

 

პატარა ბუჩქი 2 მეტრამდე სიმაღლისა. აქვს კვერცხისებური ელიპტური ფოთლები, წვრილი ვარდისფერი ყვავილები. ნაყოფი შავი კურკოვანაა. ნაყოფებში ნაპოვნია ასკორბინის მჟავა და გლიკოზიდი. მცენარის ფოთლებისა და რტოების ნაყენი გამოიყენება შემკვრელ, ნაღველმდენ და შარდმდენ საშუალებად, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობისას. ტიბეტში იყენებენ სეფსისის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

 

 

 

  1.  

ჩიტიბუდა

Neottia nidus avis L.

 

 

მრავალწლოვანი, არამწვანე, ქერქიანი ბალახოვანი მცენარე, რომელიც იკვებება დამპალი ორგანული ნივთიერებებით. ძირს ახლავს მრავალი მოკლე და მსხვილი ფესვი. აქვს მსხვილი ღეროები, ტოტებს მიკრული ფოთლები, რუხ-მომწვანო  ყვავილები. ნაყოფი კოლოფია. იზრდება 20-60 სმ სიმარლისა.   სამკურნალოდ გამოიყენება ფესვები და ბალახი. აქვს არომატული სურნელი. მისი ნაყენი გამოიყენება ციებ-ცხელებისა და ჭიების სამკურნალოდ. დანაყილ ფოთლებს იდებენ ჭრილობებსა და წყლულებზე. შველის კბილის ტკივილსაც.

 

 

 

 

 

 

  1.  

ჩიტის ბირკა

მესხ. კიცნარა.

 

 

  1.  

ჩიტისთავა

Gagea lutea (L.).

 

 

მრავალწლიანი ხახვისებრი ბალახოვანი მცენარე წვრილი ყვითელი ყვავილითა და პატარა ბოლქვით. ნაყოფი კოლოფია. იზრდება 8-15 სმ სიმაღლისა. კრეფენ შემოდგომით. იყენებენ წყლისას, სიყვითლისა და ასთმის სამკურნალოდ. ნახარშს აძლევენ ძუძუთა ბავშვებს. დანაყულ ბოლქვს იყენებენ ჭრილობების შესახორცებლად.

 

 

 

 

 

 

  1.  

ჩიტისთვალა ტყისა

. ტყის ჩიტისთვალა.

 

 

  1.  

ჩიტისთვალა ყანისა

. ყანის ჩიტისთვალა.

 

 

  1.  

ჩიტის ია

 

 

 

  1.  

ჩიტის იონჯა

. სვიისებრი იონჯა

 

 

  1.  

ჩიტიფეტვა

 

 

 

 

 

  1.  

ჩიტიფეხა, სერადელა

 

 

 

 

  1.  

ჩიტიყველა

Berteroa incana (L.) DC

 

ორწლიანი მორუხო-მომწვანო მცენარე სწორმდგომი ღეროთი. აქვს მორიგეობითი ლანცეტური ფოთლები, წვრილი ყვავილები.  ახასიათებს შარდმდენი, ოფლმდენი, შემკვრელი, დამამშვიდებელი და ჭრილობების შემახორცებელი თვისებები. მის წყალში ნაყენს იყენებენ ქავილისა და სულის ხუთვის დროს. ხალხური მედიცინა იყენებს ართრიტის, ასთენიის, ძარღვების დაჭიმულობის, გულის, ჰოკოპსიის, ნერვული შემოტევის, ასთმის, ხველისა და ქალური დაავადებების სამკურნალოდ.

 

 

 

 

 

  1.  

ჩიტიწვივა

Epimedium

აჭ. წამალდიდი, ჩიტაწუა, ღორიკვაშილა; ოხორკალაია.

 ბალახოვანი მრავალწლიანი, 20 -30 სმ სიმაღლის წყვილფრთიანი მცენარე განტოტვილი ფესვებით.  აქვს რთული, ოვალური  ფოთლები. ყვავილები წვრილია, ძოწისფერი, თეთრი, ყვითელი ან ლილისფერი. სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ნაწილი. აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობების შემხორცებელი თვისებები. ნაყენი გამოიყენება გულის არეში ტკივილისას, კორონარული უკმარისობისას, პირისა და ყელის ღრუში გამოსავლებად,  ჭრილობებისა და წყლულების შესახორცებლად. დაცეხვილი ფოთლებით ჰკურნავენ ფრჩხილებს.

 

 

 

 

 

  1.  

ჩოღანო

Salicornia europaea L.

.. ხურხუმო; კახ. ხვრიმა.

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა 10- 35 სმ სიმაღლისა. აქვს სწორმდგონი და დანაწევრებული ღეროები. ფოთოლი არა აქვს. ყვავილედს წარმოადგენს თავთავი. მარცვალი 1-1,5 მმ სიგრძისაა.

სამკურნალოდ იყენებენ ბალახს, რომელიც შეიცავს ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, ქოლინს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლობაფენს, ბეტაციანიდინს, სახაროზას, მარილებს და სხვ.
ხალხურ მედიცინაში გამხმარი ბალახის ნახარში გამოიყენებააღველმდენ, შარდმდენ, ანების საწინააღმდეგო, ოფლმდენ, დამარბილებელ, მატონიზებელ საშუალებად.

 

 

 

 

  1.  

ჩუა

Scrophularia

გურ. ჩუა-ჩუა, ჩოია.

 

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე 40-120 სმ სიმაღლისა. აქვს წახნაგა ღერძი, მოგრძო ფოთლები, 3-4 ყვავილი თითო ღეროზე, ისხამს კოლოფს მუქი თესლებით.  ყვავილობს ივლის-ოქტომბერში. სამკურნალოდ გამოიყენება მისი მრავალი სახე. მაგ.  Scrophularia umbrosa Dumort, Scrophularia altaica Murr. (S. marilandica Georgi), Scrophularia oldhomii Oliv., Scrophularia nodosa L. შეიცავს ნახშირწყლებს, ირიდიოდებს, საპონინებს, ფენოლკარბონულ მჟავებს, მათ წარმოებულებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

მცენარეს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერციდული, ანტიალერგიული, შარდმდენი თვისებები. ხალხური მედიცინა მცენარის ნახარშსა და ნაყენს იყენებს შინაგანი ინფექციური დაავადებების, კანის დაავადებების, შესიებების სამკურნალოდ. ხმარობენ დიათეზისა და წყლულების, ჩირქგროვების, მოსაშუშებლად, ტკივილის გასაყუჩებლად და სხვ.

 



  1.  

ჩუფა

. მიწის ნუში.