ჯაგრცხილა

Carpinus orientalis

ქართლ. თეთრი რცხილა, თეთრრცხილა; ფშ. თეთრი კირცხილა, ჯაგკირცხილა; იმერ.,რაჭ., ლეჩხ. კვინცხა; გურ. ცხემლა, ძიგრა; ინგ. ათაღარ; საბა ქრცხილი; მეგრ. ხერაჯი, ნძღილი; სვან. ჭეჭენ.

 


ჯადვარი

Orchis maculata L.

კახ. გულფილტვა, გულფილტვის ბალახი; მთიულ. კაციხელა; რაჭ. ხუთთითა, ცხრათითა.

 

ტუბერაკებიანი, მრავალწლიანი, 20-60 სმ სიმაღლის მცენარე. უკუკვერცხისებრი ან ლანცეტა, 6-15 სმ სიგრძის ფოთლები ზემოდან მოყავისფრო ლაქებიანია, ქვემოდან კი ღია მწვანე.  ყვავის მაის-ივნისში.
მედიცინაში ჯადვარის ახალი ტუბერაკები გამოიყენება. ჯადვარის გამშრალი ძირბოლქვისაგან დამზადებულ პრეპარატებს  იყენებენ როგორც შიგნით მისაღებ შემომგარსველ საშუალებას, უმთავრესად ბავშვების ნაწლავთა კატარის შემთხვევაში და  მოწამვლის დროს.
 
ჯადვარის ტუბერაკს იყენებენ, კოლიტის, გასტრიტის და გასტრიტული  წყულოვანი დაავადების დროს,  აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების კატარის და პირის ღრუს ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.
ხალხურ მედიცინაში ჯადვარი იხმარება  როგორც ენერგიის აღმდგენად.
სვამენ ნახარშს კუჭაშლილობის, მსხვილი ნაწლავის კოლიტის და საშარდე ბუშტის კატარის სამკურნალოდ.
ჯადვარის წყლიან ნადღვებს წარმატებით იყენებენ ოყნისათვის კუჭაშლილობის,  დიზენტერიის დროს. ჯადვარი კარგი  საშუალებაა მოხუცების, ტუბერკულოზიანების, მძიმე დაავადებაგადატანილი ადამიანების და ხანგრძლივი სისხლდენით დასუსტებულთა (მათ შორის ბუასილიანთა) მოსამაგრებლად.

 


ჯავახური იონჯა

 


 

ჯავზი

Orchis maculata L.

საბა ხეხო.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე 15–60 სმ სიმაღლისა, ორი მომსხო ძირხვენით, რომელიც მთავრედება გრძელი, ძოწისფერი თავთავისებრი ყვავილედით. ფოთლები ფართოლანცეტურია. ყვავილობს ივნისივლისში.

პექტინური ნივთიერებების შემცველობის გამო მცენარე ხასიათდება ამომავსებელი თვისებებით, გამოიყენება კუჭნაწლავის ტრაქტის, დიზინტერიის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების, მკერდისა და სხვა ქალური დაავადებების, თირკმლების სამკურნალოდ.


ჯამბირი

. ტლანქი ლიმონი.

 

 


 

ჯანჯაფილი

. კოჭა.

 

 

 

 

 

 

 


ჯიმლა

. წკრიალა-სოკო.

 


ჯინჭარა, ჭინჭარი

Phlomis tuberosa L

მოხევ. ჭახიანა; ინგ. ჟინჭარ; ჭან. დინჭკიჯი, დინჭყიჯი; მეგრ. ჭუჭელია, ჭუჭელე; სვან. მერხელ.

მრავალწლიანი, 50-150 სმ სიმაღლის მცენარეა გრძელი ფესვებით, რომელთა ნაწილზე ბოლქვისებრი გამსხვილებებია განვითარებული.
ძირში ამოსული  ფოთლები ღრმად გულისებ  სამკუთხა კიდემრგვალკბილა კონფიგურაციისაა. ღეროს შუა და ზედა ნაწილში კვერცხისებრი ფოთლები ერთიმეორის პირისპირაა გაწყობილი, რომელნიც ქვედა ფოთლებზე უფრო პატარაა. კენწრული ფოთლები ლანცეტა და მჯდომარეა.
ვარდისფერი ყვავილები ფოთლების იღლიებში მრავალყვავილიან  რგოლებადაა განწყობილი, ხაზურ-სადგისისებრი მრავალრიცხოვანი გაფშეკილი ბეწვებით.
კარგი თაფლოვანი მცენარეა, მიმზიდველი შესახედაობისა. ფესვების მსხვილი ბოლქვისებრი გამონაზარდები მდიდარია სახამებლით და საჭმელად გამოიყენება როგორც გამხმარ, ასევე მოხარშულ და შემწვარიც.  მას ფქვავენ და რძიან  ფაფასაც აკეთებენ.
მიწისზედა ნაწილები ალკალოიდებს შეიცავს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭის დაავადებების (გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება), პნევმონიის, ბრონქიტის,  ფილტვის ტუბერკულოზის, გინეკოლოგიური დაავადებების, წყალმანკის, სიყვითლის, გაციები, ციებ-ცხელების და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

 


ჯინჭარი წითელი

. წითელი ჯინჭარი.

 


 

ჯინჭრის-დედა, ჭინჭრის-დედა

Lamium album L.

მოხევ. სასუტებელა, საწოვაჲ; მესხ., ჯავახ. საწუწკნელა, წუწკნელა; ერწო უსუსხავი ჭინჭარი; ზმ. იმერ. დედაფუტკარა; ქვ. იმერ., გურ. ჯოლჯედუა, ჯინჯოდუა; ლეჩხ. ჭინჭრიდედუე; აჭ. ჯინჭრის-დედო; ინგ. ჯინჭრის-დედა; მეგრ. მაჭუჭელაია, ოწოწია, ჭუჭელეშ დიდა.

 

მცოცავ ძირიანი  მრავაწლიანი ბალახოვანი მცენარე 70 სმ სიმაღლისა. აქვს სწორი, უტოტებო  ტანი, ლანცეტური, კვერცხისებური ღეროები, თეთრი ან მოყვითალო ყვავილები. ისხამს კვერცხისებურ, სამწახნაგა კაკლებს. ფოთლები და ყვავილები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებას, ლორწოს, საპონინებს, ეთერულ ზეთს, ალკალოიდებს, სხვადასხვა მჟავებს, მიკროელემენტებს. მისი პრეპარატები გამოიყენება შარდის ბუშტის ქრონიკული დაავადებების, თირკმლების, ანემიის, გინეკოლოგიური დაავადებების, ალერგიის სამკურნალოდ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში დიათეზის სამკურნალოდ. ხალხურ მედიცინაში ნაყენი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების, სისხლნაკლულობის, ნერვული აღგზნების, ელენთის, თირკმლების, ფილტვებისა და სამშობიარო სისხლდენის სამკურნალოდ. გარეგანად გამოიყენება სავლებად, ჭრილობების მოსაბანად, დამწვრობების, ძირმაგარების, ზემის, გამონაყარების, სიმსივნეების მოსავლელად.

 

 


ჯინჭრიფოთოლა, ჭინჭრიფოთოლა

Plectranthus fruticosus

 

მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქი 120 სმ სიმაღლისა. ძალიან განტოტვილია. ყლორტები ჩამოშვებულია. ფოთლები გულის ფორმისაა, არომატული. ყვავილები ძალიან წვრილია, თეთრი. ფოთლები და ყლორტები გაწმენდისას გამოსცემენ სუნს, რომელიც გვაგონებს პიტნისა და კამფორის ნაზავს. ფოთლების ეთერული ზეთი აჯანსაღებს ჰაერს. ფიტონციდები სპობენ მიკროორგანიზმებს. ხალხი მას ქინქლის ხეს ეძახის, რადგან ქინქლები, კოღოები და ბუზები მის სურნელს ვერ იტანენ.

 


 

ჯინჭრისგერა

. ძაღლის პიტნა.

 


 

ჯინჭრის-დედა ყვითელი

. ყვითელი ჯინჭრის-დედა.

 


 

ჯინჭრის-დედა წითელი

. წითელი ჯინჭრის-დედა.

 


 

ჯიქა

Lonicera caprifolium L.

მთიულ. ტაბაკა; ფშ. უსურვაზი; რაჭ., ლეჩხ. საწოვარა, საწოველა; . თხისკუდა, ერ. ვირისკუდა; ჩუბ. უკუღმანაზარდი.

 

მრავალწლოვანი ბუჩქია. ტოტები დაფარულია მუქი რუხი ქერქით. ფოთლები კვერცხისებური ან ებრუნებული კვერცხისებურია, ემოდან მუქი მწვანე, ქვემოდანღია. ყვავილედი 3–10 წითელი ან ვარდისფერი ყვავილისაგან შედგება. ნაყოფი რამდენიმეთესლიანი წითელი კენკრაა. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილი. ყვავილები შეიცავს ეთერზეთს. ახასიათებს შარდმდენი, ჭრილობების შემხორცებელი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ნახარშები გამოიყენება გარეგანად ყელში გამოსავლებად, კომპრესებისათვის. ნორჩი ყვავილები ჰომეოპათიაში გამოიყენება სპირტიანი ესენციების სახით. ნორჩი ყვავილებისა და ფოთლების წვენი იხმარე დერმატოზების დროს.   წვენს ხმარობენ წყლულების სამკურნალოდ. ყვავილების ნაყენი  სასარგებლოა თვალების ტკივილისას. დანაწევრებულ ფოთლებს იდებენ ჭრილობებზე. ნახარშსა და ნაყენს სვამენ კუჭნაწლავის წყლულის შემთხვევაში. ამავე ნაყენით მკურნალობენ თმის ცვენას.

 


 

ჯიჯლაყა

Amaranthus

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე 100 სმმდე სიმაღლისა. იზრდება თითქმის ყველგან. ფესვი იტოტება. ღერძიც განტოტვილია და სწორი. ფოთლები მორიგეობითია, კვერცხისებრრომბული.

სამკურნალოდ მთელი მცენარე გამოიყენება.

მცენარე შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მის შედგენილობაში შედის აზოტისშემცველი ნივთიერებები, ბეტანციდები, ამარანტინი, ბეტანინი, ორგანული მჟავები, ვიტამინები, მიკროელემენტები. შეიცავს ამინომჟავებს, ცილებს, რომლებიც გარდაიქმნება ქალის რძედ.  წყლიანი გამონაწვლილები ხასიათდება ბაქტეროციდული,  პროსტიციდული და ანტიფუნგალური თვისებებით. ცხიმოვანი ზეთი ანთების საწინააღმდეგო და სისხლაღმდგენი საშუალებაა. ფესვების ნახარში სიყვითლის წამალია, წვენი სისმსივნის საწინააღმდეგო. ხალხურ მედიცინაში იყენებენ სხვადასხვა წარმომავლობის სიმსივნის, სოკოების, სისხლდენების, გულის, თირკმლების, კუჭნაწლავის სისტემის  სამკურნალოდ და გარგანადეგზემის, ფსორიაზის, დერმატიტების, ეროზიებისათვის. ჯიჯილაყას ზეთი იხმარება ქვეწარმავლების იარების, ნაკბენებისა და დამწვრობების სამკურნალოდ.

 

 


ჯიჯლაყა ბაღისა

. ბაღის ჯიჯლაყა.

 


 

ჯიჯლაყა ჩვეულებრივი

. ჩვეულებრივი ჯიჯლაყა.

 


 

ჯიჯლაყა წითელი

. წითელი ჯიჯლაყა.

 


 

ჯიჯლაყა-ყვავილი

კახ. მხალა-ყვავილი.

 


 

ჯონჯოლი

Staphylea colchica

კახ. ჟონჟოლი; გურ., იმერ., რაჭ., ლეჩხ. კაპარი; გურ., მეგრ. კამპარი; აჭ. ბოტიყვერა; ინგ. ჟონჟოლ; ჭან. თხაკაკალი.

 

 ბუჩქი ან ტანდაბალი  ხე ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი, სამ- ან ხუთფოთოლაკიანი ფოთლები. გავრცელებულია ბალკანეთსა და მცირე აზიაშიძირითადად კოლხეთში იზრდება. გვხვდება აგრეთვე ბანისხევში (ბორჯომთან). იზრდება ზღვის დონიდან 700-800 -მდე, ტყის პირებზე, წაბლნარებსა და მუხნარებში ქვეტყედ. ზოგჯერ კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში (მაგყვავილობს მაისში, მსხმოიარობს ივლისში. კოლხური ჯონჯოლის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ.

 

 


 

ჯონჯოლი კოლხური

. კოლხური ჯონჯოლი.

 


 

ჯონჯოლი ფრთისებრი

. ფრთისებრი ჯონჯოლი.

 


 

ჯონჯოლი ჩვეულებრივი

. ჩვეულებრივი ჯონჯოლი.

 


 

ჯორის ძუა

Urtica dioica L .    

 

ჯორისძუა 1-2 სიმაღლის ბუჩქია. ქერქი ღეროსა და ტოტებზე ნაცრისფერია. ბუტკოიანი ყვავილედი ერთყვავილიანია, მოპირისპირედ გაწყობილი.
მწიფე ცრუ ნაყოფი - კენკრაგირჩა წითელი ან მოწითალო, ყვითელი კვერცხისებრი მოგრძო ან კვერცხისებრ სფერულია.
ყვავის მარტ-აპრილში.  მედიცინაში მწვანე ტოტები გამოიყენება, რომელთა ყვავილობის ან ცრუ ნაყოფების მომწიფების პერიოდში აგროვებენ. სამედიცინო პრაქტიკაში უფრო ხშირად Ephedra vulgaris Rich. P.–  იყენებენ.
ჯორისძუა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. მთავარ მოქმედ ნივთიერებას ალკალოიდი ეფედრინი წარმოადგენს.
ეფედრინი აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გულის მუშაობას, უმატებს სისხლის წნევას, ავიწროებს სისხლძარღვებს.
ჯორისძუიდან გამოყოფილია აგრეთვე ლეიკოანტოციან ლეიკოეფედრინი, რომელიც  მაღალი P ვიტამინური აქტივობის მქონეა.
პრეპარატი ეფედრინი მედიცინაში უმთავრესად ბრონქიალური ასმის დროს გამოიყენება. აგრეთვე ყივანახველის, გულის კუნთის დაავადებისას და სისხლის დაბალი წნევის საწინააღმდეგოდ.
მონღოლეთის ხალხურ მედიცინაში ჯორისძუა იციან როგორც საშუალება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადების დროს. ჯორისძუა საკმაოდ შხამიანია. ცნობილია მისი მიზეზით ბატკნებისა და თიკნების მოწამვლის შემთხვევები დედა ცხვრებისა და თხების რძის მეშვეობით, რომელთაც ჯორისძუა ძოვეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჯორისძუა სამკურნალოდ მხოლოდ ექიმს დანიშნულებით უნდა იქნას გამოყენებული.
ჯორისძუის პრეპარატების მიცემა არ შეიძლება ჰიპერტონიან, ათეროსკლეროზიან, ძლიერ აღგზნებულ ავადმყოფებისათვის, აგრეთვე უძილობადაჩემებულთათვის და გულის კუნთის მძიმე ორგანული დაზიანების დროს.
ეფედრინი თანმხლებ მოვლენებს არ იწვევს, ზოგ შემთხვევებში ავადმყოფს ემართება სწრაფწარმავალი სუსტი ცახცახი და გულისცემა. დიდი დოზით მიღებისას შეიმჩნევა აღგზნება, უძილობა, მთელი სხეულის ან კიდურების ცახცახი, პირღებინება, ოფლიანობის გაძლიერება, შარდის ხუთვა.

 


 

ჯოჭი

მთ. რაჭ. ქუქუნდელი, ქურქუნდელი, ქურქუტელი.

 


 

ჯოჯო

Ulex Europaeas L.

 

ძალიან განტოტვილი ბუჩქია ერთნახევარი მეტრი სიმაღლისა. ფოთლები ხაზოვანია, ეკლიანი. ყვავილები ყვითელია, ერთეული. ველურად იზრდება დასავლეთ ევროპაში. ყლორტებს იყენებენ ჩაის სუროგატად.

ყვავილებისაგან  ამზადებენ ელექსირებს და იყენებენ ფსიქოთერაპიაში.

 

 


 

ჯუგარა

 


ჯუზღუნი


ჯუთი

Euphorbia helioscopa L.

 

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე 15–35 სმ სიმაღლისა. აქვს მორიგეობითი, უკუკვერცხისებრი ფოთლები, მუქიმწვანე გაუმჭვირვალე ყვავილები. ნაყოფი სამწახნაგა კოლოფია. ყვავილობს ივლისაგვისტოში. სამკურნალოდ გამოიყენება ძირი, წვენი და ბალახი. შეიცავს ალკალოიდებს, საპონინებს, კამედს, ლორწოს, ფისს, სიმწარეს, ეუფობრინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. იყენებენ ჭრილობების შესახორცებლად.  ბალახი იხმარება ცისტიტის და ფაღარათის სამკურნალოდ. ფესვები გამოიყენება თავის ტკივილისა და საკვერცხეების სამკურნალოდ. წყალში გახსნილი წვენით მკურნალობენ წყლისას. არის ძლიერი ამოსაღებინებელი საშუალება. ხმარობენ ნაკბენებისთვის.

წვენს მიაწერენ ბნელი ძალებისაგან დაცვის ფუნქციას და იყენებენ შელოცვების დროს.


ჯღარდალა

. შავჯაგა.