ქაბისჩალა

. მარანთა


ქათმისკუჭა, გიორგელა

Geranium pratense L

კახ. წითელკუჭა, ქათმიკუჭეჭა; ქიზიყ. ქათმის კუჭმაჭი; მესხ. სისხლაბალახა; ზმ.იმერ., ქვ.რაჭ. ოქრობეჭედა; ზმ. რაჭ., ლეჩხ. ქრისტესბეჭედა; გურ. ტახ-ტახა, ტაყ-ტაყა; აჭ. დედოფლისჭიპა; მეგრ. პუხა.

მინდვრის ანუ  ლურჯი ჰერანი მრავალწლანი ბალახოვანი მცენარეა  25–60 სმ სიმღლისა. აქვს მხვილი და  მოკლე ძირი. ღერო სწორია და განტოტოვილი. ფოთლები ყვითელია, თითისებრი, ზოგჯერ ჩამოშვებული; ყვავილი ხუთფოთოლაა. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. თესლი მოთავსებულია თავისებურ კოლოფში.  ქათმისკუჭა  კარგი თაფლოვანაა. მისი ფოთლები და ყვავილები შეიცავს  ვიტამინ С–, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. ხალხური მედიცინა იყენებს ბალახსა და ფესვებს. ნაყენს იყენებენ საჭმლისგან მოწამვლის, დიზინტერიის, გასტრიტების, ენტერიტების, სასუნთქი გზების დაავადების, რევმატიზმის, პოდაგრის, ძვლის მოტეხილობის, ტაქიკარდიის, კენჭოვანი დაავადებების  შემთხვევაში. ჰერანი სასარგებლოა ეპილეფსიის, უძილობის, შიოფრენიის და ყელის ტკივილის დროს.


 

ქათმისქოჩორა

Celosia cristata L.

საბა წითელა, ძუმელა; კახ. ჯიბლიბო; იმ. ხავერდის ყვავილი.

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე ამარატსებრთა ოჯახისა. სახელწოდება მიღებულია ყვავილედის ფორმის გამო. განვითარებული ყვავილი შედგება მილისებრი წამონაზარდისა და სხვადასხვა ფერის გვირგვინისაგან. ნაყოფი ტომრისებრი კაკალია. ღერო დაბალია და დაფარულია ხშირი ფოთლებით. მრავლდება თესლით. ითვლება კარგ სიდერატად.

 

 


 

ქალამანა

Cypripedium calceolus

 

 

 

 

 


 

ქალბანა

Ferulago galbanifera (Mill.) Koch. (F. campesths (Bess.) Grec., F. taurica Schischk.

საბა ბანე

 

30–100 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე.  ფესვთანა ფოთლები ლანცეტურკერცხისებურია, ზედაწაგრელებული, წვეტიანი. ნაყოფი 15 სმ სიგრძისაა.  მცენარე შეიცავს კუმარინებს, კვერცეტინს, კემპფეროლს, ეთერზეთს, ცხიმოვან ზეთს. ძირების ნახარშს იყენებენ ქალური დაავადებებისათვის. ბალახის ნახარში იხმარება ყურის ტკივილისა და  კანკალის დროს.

 

 


 

ქამა-სოკო

იმერ. ქამა; გურ. მინდვრის სოკო; აჭ. მარქვალი.

 

 

 

 

 


 

ქამა-სოკო ტყისა

. ტყის ქამა-სოკო.

 


 

ქამეროფსი

. ქონდარა პალმა.

 

 


 

ქარაგოზი

ქვ. ქართლ. ქარაქოზი.

 


 

ქარაძენძი

Nepeta ucrainica

მესხ. ამაღლების ბალახი, ქარაზენზი.

 

 

 

 

 

 


 

ქართლის ზამბახი

 


 

ქართული ესპარცეტი

 


 

ქართული ზამბახი

 


 

ქართულიკოწახური

 


 

ქართული ლალემანცია

 


 

ქართული მუხა

 


 

ქართული ნემსიწვერა

Geranium ibericum

მოხევ. გუგუმი, ღუღუნა.

 

მცენარეთა გვარი ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად, ერთწლოვანი ბალახებია. ცნობილია 400-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ყველგან, ძირითადად კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ ზონაში. საქართველოში 27 სახეობაა, მათგან 3 კავკასიის ენდემია; სახეობათა უმრავლესობა იზრდება ტყისა და სუბალპურ სარტყელში; Geranium silvaticum ფიჭვნარებსა და ნათელ ტყეებში, Geranium gymnocaulon ქმნის მაღალმთის ფორმაციას, Geranium renardii სუბალპურ მდელოებში. მცირე ნაწილი გვხვდება ველებისა და ნახევრად უდაბნოების სარტყელშიც (Geranium dissectum, Geranium molle). ნემსიწვერას ზოგიერთ დეკორატიულ სახეობას ამრავლებენ. სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები, ბალახი და ფესვები. მისი ყველა ნაწილი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ალკალოიდებს, იტამინ С–, კაროტინს. ხალხური მედიცინა იყენებს შემკვრელ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ საშუალებად ფაღარათის, კუჭნაწლავია თების, დიზინტერი დროს. იგი გამოირჩევა სისხლაღმდგენი თვისებით. რეკომენდებულია რევმატიზმის, თირკმელკენჭოვანი დაავადებების, ძვალკუნთოვანი სისტემის სამკურნალოდ. აღიარებულია მისი დამამშვიდებელი მოქმედება. ნემსიწვერას ნაყენი და ხსნარები იხმარება წყლულებისა და ჭრილობების მოსაბანად.

 


 

ქართული ნუში

 

გარე კახ. ატამა, ნუშატამა; ქართლ. თაგვის ნუში.

 

 

 

 


 

ქართული ქოთანა

Silene iberica

 

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე 30–60 სმ სიმაღლისა. აქვს ოდნავ ხორციანი ფოთლები, სწორი ღეროები, თეთრი ყვავილები, ბურთისებრი კოლოფი თესლებით. ყვავის ივნისაგვისტოში.

სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი, რომელიც შეიცავს საპონინებს, სილენოზიდს, ლაქტოზინ, სახაროზა, რაფოზინებს, ასკორბინის მჟავებს. ნახარში გამოიყენება ქრონიკული ბრონქიტის, კანის,   მეტრიტის, კუჭის, გასტრიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. იხმარება აბაზანებშიც.

 


ქართული ყოჩივარდა

Ciclamen virum

ქართლ., კახ. პაპიყვერა; სამხ. ვარდიყოჩა; მთიულ. პაპლაყვერა; რაჭ., ლეჩხ. კოჩიოტა, კაწალ-კუწალა, კაწაკუწია; ზმ. იმერ. ქორჩიოტა, ქორჩოტია, ქოჩიოტა, კოჩიოტა, კოჩიატა; ქვ. იმერ., გურ. კვარაკუნჩხა; ერწო ტურიპროჭა; ზმ. აჭ. ყიყვის წამალი; ვახუშტი კოჩივარდა; ჭან. კვარშილი, ქაცრა; მეგრ. კარაკუნჩხა, ტყარჩელია, ტკვარჩელია.

 

მრავალწლიანი ტუბერისმაგვარი განიერფესვურიანი მცენარე. აქვს  წითელი (მოვარდისფრო) ლამაზი ყვავილები,   შებრტყელებული, მომრგვალო ფესვურა. ფესვები ფუნჯისებრია.
ფოთლები გულის მოყვანილობისაა, ზოგჯერ მოგრძო კვერცხისებრ გულისნაირი, კიდემთლიანი, ზემოდან თეთრ-მომწვანო, ლაქებით. საერთოდ, ყვავილების ყუნწები სწრომდგომია, მაგრამ ყვავილობამდე და ყვავილობის ჟამს თავდახრილი, დაყვავილების შემდეგ კი სპირალურად ეხვევა და თესლი მიწაში ჩააქვს.
ყოჩივარდას ჩვენში გავრცელებული ყველა სახეობა შხამიანია და ყველა ცხოველს წამლავს, გარდა ღორისა. გამხმარი ტუბერი ტოქსიკურობას ჰკარგავს და მისი საკვებად გამოყენება შეიძლება.
ყოჩივარდა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლის და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, ფრონტიტის და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ. ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს. სისტემატიური თავის ტკივილების დროს ცხვირის ნესტოებში ფესურის თბილ წვენს იწვეთებენ.
ყოჩივარდას ფესურის პრეპარატებს ხალხური მედიცინა იყენებს მენსტრუაციის დარღვევის და მასთან დაკავშირებული ნერვებაღგზნებულობის დროს. რეკომენდებულია აგრეთვე ნევრალგიის, საჭმლის მონელების მოშლის, გაზების დაგროვებით გამოწვეული ჭვალების და რევმატული ტკივილების შემთხვევებში.

 


ქარქვეტა

Hippomarathrum crispum

მესხ. ჯახი.

ველური მწვანილია.

 

 

 

 

 


 

ქარცხვი

Campanula tridentata

კახ. ქარცხო.

 

 

 

 

 

 


 

ქასრა

Lavatera thuringiaca

ქიზიყ. სოდისჩალა; კახ., რაჭ., ლეჩხ. საგველა; ზმ. იმერ. მაწაქი; მეგრ. ისიროტა, ისროტა, ლისიროტა, სიროტა. ლეჩხ. დათვიმოლოქი, მოლოქურა.

 

 

 

 

 

 


 

ქატმი, ფოხვერა

მაღალი, მუქიმწვანე, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. ფოთლები მორიგეობითია, დიდი, ხუთნაწილიანი. ყვავილიც დიდია, ვარდისებრი. ყვავის ზაფხულში. აგროვებენ ძირებს, ფოთლებსა და ყვავილებს. შეიცავს ლორწოს, ვიტამინ С, ალკალიდებს. ახასიათებს დამარბილებელი, გამოსავლები, ანთების საწინააღმდეგო და გამაყუჩებელი თვისებები. გამოიყენება გაციების, ხველის, ხრინწიანობის, თავის ტკივილის, კანის დაავადებების სამკურნალოდ. ნედლ ფოთლებს იდებენ წყლულებზე, იარებზე, გამონაყარებზე.

 


 

ქაფუნა

Herniaria glabra

ქიზიყ. თქაფუნა, კაპუნა, თიაქარა. თუშ. საპონა ბალახი.

 

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მსხვილი ძირითა და მრავალრიცხოვანი ღეროებით. ფოთლები წვრილი და სუპროტულია, ყვავილებიც წვრილია, მწვანე. ნაყოფი უხსნადი კოლოფია ერთი თესლით. ყვავილობს მაისივნისში, მწიფს შემოდგომით.   შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ფლავონოიდებს, კუმარინს, ეთერზეთს. ძირითადად შარდმდენი წამლების დასამზადებლად გამოიყენება. უნიშნავენ წყლისას, თირკმლებისა და შარდსასქესო გზების, კენჭოვანი დაავადებების, პოდაგრის სამკურნალოდ. კარგად აშორებს ჭუჭყს.

 


 

ქაფურის რეჰანი

Оcimum Мentifbolium Hochst

 

მრავალწლოვანი განტოტვილი ბუჩქია 50–80 სმ სიმაღლისა. აქვს სწორმდგომი ფესვი. ფოლები კვერცხისებურია, მოკლეჯამიანი, მთელკიდიანი ან დაკბილული. ყვავლედი ფოლებისუბისქვეშა ფუნჯებია. გვირგვინი თეთრია ან ვარდისფერი. საერთოდ, მცენარე დახრილია და აქვს სპეციფიური სუნი. ყვავილობს ივლისიდან გვიან შემოდგომამდე.  
ნედლეულად გამოიყენება მიწისზედა ყვავილოვანი ნაწილი. შეიცავს ეთეზეთს, მთრიმლავ ნივთიერებას, ფლავონოიდებს. ეთერზეთი აღძრავს მადას, მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ ქრონიკული გასტრიტების, კოლიტების, თირკმლების ანთებისას, შარდის ბუშტის ანთების, ხველის დროს. გარეგანად გამოიყენება ცუდად შეხორცებადი ჭრილობების, ჩირქგროვებისა და ეგზემების სამკურნალოდ, ყელში გამოსავლებად. ხალხურ მედიცინაში იხმარება რევმატიზმის, თავის ტკივილის, ღებინების, მადის დაკარგვის, ამენორიის, მეტეორიზმის, შეკრულობის სამკურნალოდ. ხნელი ბალხი გამოიყენება საყნოსავად ხანგრძლივი სურდოსა ცემინების შემთხვევაში. ფოთლების წვენი ისხმება დაჩირქებულ ყურში.

 


 

ქაფურა

Filipendula ulmaria (L.) Maxim.

 

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე 60–180 სმ  სიმაღლისა. აქვს მორიგეობითი, ედარებით მოზრდილი, კბილებიანი  ფოთლები. ყვავილები წვრილია, მოთეთრო, სურნელოვანი, ჩამოშვებული. ნაყოფი თესლია. ყვავილობს ივნისაგვისტოში. გროვდება ბალახი და ყვავილები. შეიცავს ეთერეთს, ჰელიოტროპინს, ვანილინს, ტერპენს, სალიცილის მჟავა, ცხიმ, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, ვიტამინებს. ქაფურა აჩერებს კუჭაშლილობას, ტკივილებს, აძლიერებს შარდისა და ოფლის გამოყოფას, ანელებს ანთებით პროცესებს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, აღადგენს სისხლს და ადენს ჭიებს. ნაყენი მიიღება პოდაგრის, რევმატიზმის, მუცლის, თირკმლების  ტკივილისა და წყლისას შემთხვევაში. ნახარშს სვამენ ისტერიული ცახცახის, მუცლისა და ნაწლავის, გულის არესა და ყელის  ტკივილის, შხამიანი ნაკბენების შემთხვევაში. გარეგანად გამოიყენება ჭრილობების მოსაბანად, კანის დაავადებების სამკურნალოდ.

 


 

ქაფურის ხე

Cinnamomum camphora (L.) Nees et Eberm. (Lauraceae -Лавровые)

 

 

ქაფურის ხის სამშობლოა ჩინეთი, ტაივანი, იაპონია. მარადმწვანეა. აქვს მორიგეობითი, მთლიანკიდიანი, მბრწყინავი ფოთლები. ყვავილები წვრილია, მოყვითალომომწვანო. მცენარე შეიცავს  ეთერზეთს, რომლის ძირითადი კომპონენტია კამფორი. იგი თავისთავად  უმნიშვნელოვანესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც აღაგზნებს ცენრალურ ნერვულ სისტემას, აძლიერე გულის მოქმედებას სისხლძარღვების დაავადებისა და შოკური მდგომარებისას. გარეგანად იხმარება დასაზელად რევმატიზმის, არტრიტებისა და სხვა შემთხვევებში.

 

 


 

ქაფურის ხე ცრუ

. ცრუ ქაფურის ხე.

 


 

ქაღაზბადამი

 Prunus dulcis ადრეPrunus amygdalus ან Amygdalus communis

 

ბუჩქი ან პატარა ხე. აქვს კურკოვანი, ქლიავისებრი ნაყოფი. ნაყოფის დისტილაციით მიიღება არომატული ზეთი. ტრადიციულად მას გამოიყენებენ ბრონქიტის, ხველის, სიმჟავის, თირკმლებისა და შარდის ბუშტის ტკივილის, ნაღველის დენის შემთხვევებში. იგი არის გამაუმტივნოებელი, ანტისპაზმატური, ნარკოტიკული და ჭიის საწინააღმდეგო. მისი კურკა გამოყენება სისხლნაკლულობისას, ასთმისას, თავისა და ყურის ტკივილისას.

 


 

ქაღალდის არალია

 


 

ქაღალდის თუთა

კახ. ხეფაჩარა.

 


 

ქაღალდის ხე იაპონური

.იაპონური ქაღალდის ხე.

 


 

ქაცვი

Hippophae rhamnoides

ქართლ. კატაფშატა, ჭყარტლა; კახ. ეშმაკისფეხა; მოხევ. ზუთუ; მთიულ. ლურჯი ჯაგი; ხევს. იუდის ჯაგი, ზუთა, ძუთა, ძუთუ; მესხ. ჭყვატლა ეკალი, მინდვრის ეკალი, შავეკალა; რაჭ., ლეჩხ. ტყნირი, ტყრინი, ოტყნირი; გურ. ყვავტყემალაჲ; ერ. ქვატყემალა; ჭან. სკიფინდრი; მეგრ. კვადაცი, კუდაცია; ჩუბ. ჩხარდელა.

 

 ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარეა სიმაღლით 1,5-3,5 , იშვიათად 10 -მდე. აქვს სუსტი, ზედაპირული, ზონრისებური ფუნჯა ფესვთა სისტემა, ეკლი დაბოლოებული ყლორტები.

ფოთლები მორიგეობითია, მოკლე ყუნწებით, ხაზურ-ლანცეტა, კიდემთლიანი, ზემოდან მონაცრისფრო-მუქი მწვანე, ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრი, დაფარული თეთრი და რუხი ვარსკვლავისებრი ბუსუსებით.

ყვავილები ორბინიანია, სწორი ხამისებური, უფურცლებო ყვავილსაფარით. ნაყოფი წვნიანი, პრიალა, ნარინჯისფერი, ყვითელი ან მოწითალოა, სფეროსებრი ფორმისაა,  სმ-მდე სიგრძის კურკით, სპეციფიკური გემოთი და არომატით.

ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბრის განმავლობაშიამზადებენ ქაცვის მწიფე ნაყოფს, რომელიც მდიდარია პოლივიტამინებით.  მასში დიდი რაოდენობითაა შაქარი, ორგანული მჟავები, ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც. ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი.
ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშსკუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშსროგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.

მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო-ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ზეთი ხელს უწყობს  უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ დამწვრობის, ტროფიული წყლულის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ. ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის და პაროდონტიტების მკურნალობის დროს. გამოიყენება გინეკოლოგიაშიც.

ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად საყლაპავი მილის დასხივებისას, სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მკურნალობის დროს.

 


 

ქაცვი ამერიკული

ნ. ამერიკული ქაცვი.

 


 

ქაცვი კანადური

ნ.  კანადური ქაცვი.

 


 

ქენდირი

 


 

ქენდირი ამუ-დარიისა

ნ.  ამუ-დარიის ქენდირი.

 


 

ქერი

Hordeum 

სვან. ჭემინ

 

ერთ ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. საქართველოში უძველესი დროდანაა ცნობილი და მოჰყავთ თითქმის ყველგან. ბიოლოგიური თვისებების მიხედვით, ქერი იყოფა საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ. მისი მარცვალი შეიცავს: წყალს, ცილას, ნახშირწყლებს, უჯრედისს, ნაცრის ელემენტებს, ცხიმს, ფერმენტებს; B, D, E და A ჯგუფის ვიტამინებს. ქერისგან მზადდება დიეტური საკვები, კერძოდ, მისი ფაფით კვებავენ ღვიძლით დაავადებულებს. ქერის მარცვალი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, ამიტომ, მის ფაფასა და წვნიანს, დიეტის სახით, მსუქან ადამიანებსაც ურჩევენ.

 

 


 

ქერი ბრტყელი

ნ. ორმწკრივიანი ქერი.

 


 

ქერი ველური

ნ. ველური  ქერი.

 


 

ქერი კულტურული

ნ. კულტურული ქერი.

 


 

ქერი მრავალმწკრივიანი

ნ. მრავალმწკრივიანი ქერი.

 


 

ქერი ორმწკრივიანი

ნ. ორმწკრივიანი ქერი.

 


 

ქერი შიშველი

ნ. შიშველი ქერი.

 


 

ქერიფქლა

Verbascum Thapsiforme Schrad

ქიზიყ. გულყვითელა;  გურ. თაფლა-თაფლა.

 

მაღალი, ორწლოვანი, რუხი ბეწვებით სქლად შებუსლი მცენარეა. 30-200 სმ სიმაღლის ღერო მარტივია. პირველ წელს ფესვის ყელთან როზეტად განლაგებულ ფოთლებს ივითარებს, ხოლო მეორე წელს ღეროს, რომელიც ყვითელი კაშკაშა ყვავილებით შემკული მტევნით ბოლოვდება.

ღეროზე განლაგებული მოგრძო ფოთლები კიდეხერხკბილაა.

ყვავილობს ივნის-აგვისტოში, თესლი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება.

მედიცინაში ყვავილის გვირგვინის ფურცლები ჯამის გარეშე გამოიყენება ამოსახველებელ საშუალებად, ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას.

მას ანთების საწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს ზედა სასუნთქი გზების კატარის და ძლიერი ხველის შემთხვევაში. იყენებენ აგრეთვე კუჭ-ნაწლავის დაავადების სამკურნალოდ. ნახარში მიიღება ძილის წინ თაფლთან ერთად, როგორც დამაწყნარებელი საშუალება. ხალხურ მედიცინაში იყენებენ სულის ხუთვის, თავის ტკივილის, ბრონქიალური ასთმის, ტუბერკულოზის, კუჭ-ნაწლავის კატარის, ღვიძლისა და ელენთის სამკურნალოდ და შარდმდენ საშუალებად,  ფაღარათიანობის წინააღმდეგ. ფოთლების რძეზე ნახარშს შემამსუბუქებელ საშუალებად ხმარობენ ჩირქოვანი მუწუკების, წყლულების, ჩირქოვანი ჭრილობების, ბუასილისა და სირსველის სამკურნალოდ. ფხვნილად ქცეული ყვავილის გვირგვინის ფურცლებს ძუძუმწოვი ბავშვებიანი ქალები დახეთქილ ძუძუსთავზე იყრიან შეხორცების დასაჩქარებლად. ამავე მიზნით გამოიყენება თითებშორის დამსკდარი კანის სამკურნალოდ.

 


 

ქერშიშველი

. შიშველი ქერი.

 


 

ქვათესლა

Lithospermum officinale

 

 

მრავალწლოვანი მცენარე  მაგარი, 30–60 სმ სიმაღლის ღეროებით. ფოთლები ლანცეტურია, ძალიან შრიალა. ფოთლების იღლიებიდან გამოიზრდება წვრილი, მოთეთრომომწვანო ყვავილები. ყვავილობს ივნისაგვისტოში. მცენარე შეიცავს ორგანულ და ფენოლურ მჟავეებს, ფლავონოიდებს, ნაფთოხინონებს, ნახშირწყლებს, ციანოგენურ შენაერთებს. მცენარეს ახასიათებს შარდმდენი, დამარბილებელი, გამაყუჩებელი თვისებები. ფოთლები იხმარება ჩაის სუროგატად. ხშირად ხმარობენ შარდკენჭოვანი დაავადებებისას.

 

 


 

ქვამუხა

 


 

ქვაპურა

Bupleurum aureum Fisch.

ქართლ. ბებრისჭიპა; ქიზიყ. გულსამტვრეველა, გულსატეხელა.

 

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე 25–100 სმ სიმაღლისა. აქვს ერთეული, სწორმდგომი და წვეროსკენ განტოტვილი ღერო. ძირთანა და ტოტების ქვედა ფოთლები მოგრძოა, ზედა ფართო. ყვავილები წვრილია. ნაყოფი ორთესლაა. ყვავილობს ივნის–ივლისში.  

სამკურნალოდ ბალახს ყვავილობისას აგროვებენ. იგი შეიცავს საპონინებს, ალკალოიდებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ფიტოსტერინს. ახასიათებს ნაღველმდენი მოქმედება. მისი ნაყენი ცვლის ნაღვლის შედგენილობას. იყენებენ ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ.

 


 

ქვატეხია

. ფხიჯა.

 


 

ქვებლანდისა

 


 

ქვეყნის გული        

მესხ. სადმამწყვიტე, სადმამგლიჯე.

 


 

ქვიშამხალი

 


 

ქვრიმა, მოჰარი

მთიულ. მელაკუდა-ფეტვი; კახ. ძურწა-ფეტვი; ფშ. ქვრიმა-ფეტვი; ქვ. რაჭ. ქვრინოფა; ზმ. რაჭ. კარწუმელი.

 


 

ქითრა

. გველის-ენა

 


 

ქინაქინის ხე

Cinchona succirubra Pavon.

 

 მარადმწვანე, 15–20 სიმაღლის ხე. აქვს სუპროტუ, ფართოელიპტური, კვერცხისებური ფოთლები. ყვავილები ორსქესაა, ქოლგებად შეკრული, მოთეთრომოვარდისფრო. ნაყოფი მოგრძო, სწორი და წვეტიანი კოლოფია. იგ თესლებია მოთავსებული. სამკურნალო ნედლეულს ალკალოიდებს იღებენ მცენარის ყველა ნაწილიდან. ესენია ხინიდინი, ხინინი, ცინხოტინი, ეპიხინინი, ჰიდროხინინი. მედიცინაში ხინინი გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ. ხინინი და ხინიდინი გამოკვეთილ გავლენას ახდენენ გულზე, ეფექტურია არითმიისა და ტახიკარდიისათვის

 


 

ქინძარა

Bifora radians Bieb.

ქართლ. ქინძმარუკი; კახ. მინდვრის ქინძი, ხაზუა; მთიულ., ფშ. ქინძრუტა; თუშ. ყანიმწვანილა.

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე 60 სმ–მდე სიმაღლისა. აქვს მარტივი,  ძირიდანვე განტოტვილი ღერო. ფოთლები ფრთისებრი. ყვავილები ორსქესა, თეთრი.
სამკურნალოდ იყენებენ მიწისზედა ნაწილს. შეიცავს ალიფატურ ნახშირბადს,  პოლიაცეტილურ ნაერთებს, ეთერულ ზეთს, ფლავონოიდებს, მჟავეებს. მის ნაყენს სვამენ ჰეპატიტის დროს; გარეგანად იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ. ბალახსა და ნაყოფს კავკასიაში  საკმაზად იყენებენ.

 


 

ქინძი

Coriandrum sativum

 

ერთწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახიდან (Apiaceae). ქინძის სამშობლოდ მიიჩნევა ხმელთაშუაზღვისპირეთი, სადაც გვხვდება ველური სახით, კულტივირებული იქნა ამავე ადგილებში. ქინძს აქვს ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 60 სმ აღწევს. ფორმით ცვალებადი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად. აქვს სფეროსებრი ან მოგრძო–მომრგვალო ნაყოფი. შეიცავს ეთერზეთებს და ცხიმებს. საქართველოში ქინძი გავრცელებულია უძველესი დროიდან. აქ გვხვდება ქინძის რამდენიმე კულტურული სახეობა. ქინძი ფართოდ გამოიყენება შუა აღმოსავლურ, ხმელთაშუაზღვისპირულ, სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ, ჩინურ, სამხრეთ აზიურ და სხვა სამზარეულოებში. ქინძის ფოთლებს იყენებენ მწვანილად. მისი გამშრალი ნაყოფი (ქინძის თესლი) გამოიყენება საკაზმ–სანელებელ საშუალებად. კულინარიული მიზნებისთვის გამოიყენება აგრეთვე ქინძის ფესვები. ქინძი გამოიყენება არასასიამოვნი სუნის გასანეიტრალებლად, მაგ. თამბაქოსა და ფარმაცეპტიის სუნის გასანეიტრალებლად. მისგან ამზადებენ ლიქიორსა და ჯინს. ქინძი გამოიყენება პარფიუმერიასა და მედიცინაშიც.  ქინძის მარცვლებიდან მოპოვებულ ზეთს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისება. ასევე დიდი გამოყენება აქვს საოჯახო მედიცინაში, მაგ. დაფქვილი მარცვლებისაგან მომზადებული პასტა გამოიყენება წყლულებისა და ჭრილობების მოსაშუშებლად.

 


 

ქინძი ძაღლისა

ნ. ძაღლის ქინძი.

 


 

ქისრიბა

ნ. ძიგვა.

 


 

ქიშმიშის აქტინიდიაა

 


 

ქლიავი

Prunus

ქიზიყ. ქლივარი; ჭან. მაროშინაშ ყომური; სვან. ქილვარდ, ქილვარი, ქილჲავ, ქირვად.

 

მრავალწლოვანი კურკოვანი მცენარე, საშუალო სიდიდის ხე. გავრცელებულია ზომიერ სარტყელში. არსებოს მისი მრავალი სახე. ყვავილები ჩვეულებრივ თეთრი ან ვარდისფერია. ნაყოფი ყველა სახეობისა კურკოვანია. ქლიავის შემადგენლობაში შედის  წყალი, შაქარი, ნახშირწყლები,  მჟავები,  აზოტური ნივთიერებანი, უჯრედისი,  ნაცარი.  ქლიავი შეიცავს A და  C ვიტამინს.
როგორც დიეტური და თერაპიული საშუალება,
ქლიავი უძველესი დროიდან დიდ როლს თამაშობს.  ქლიავი, შაქრის, ნახშირწყლებისა და მარილების ორგანული ნივთიერების შემცვლელობის გამო ნაჩვენებია რევმატიზმით, ნიკრისის ქარით, არტერიოსკლეროზით და თირკმელების სნეულებით დაავადებულებისათვის. უზმოზზე მიღებული ქლიავი ხელს უწობს ნაწლავის გაწმენდას და შარდის დენას, თუ ქლიავის მიღებას ნაწლავის მდგომარეობა არ აბრკოლებს.

 


 

ქოთანა კლდისა

ნ. კლდის ქოთანა.

 


 

ქოთანა ტყისა

ნ. ტყის ქოთანა.

 


 

ქოთანა ქართული

ნ. ქართული ქოთანა.

 


 

ქონა

იმერ., გურ. ქათმიქონა, ქონა-ქონა, დედლისქონა, ქონაფხალი; მეგრ. ცოცობე, ქოთომიში ქონი.

 


 

ქონდარა არყი

 


 

ქონდარა ბალამწარა

 


 

ქონდარა ბანანი

ნ. ჩინური ბანანი.

 


 

ქონდარა ზამბახი

 


ქონდარა ნუში

Amygdalus nana L. (Primus tenella Rehd.).

მოხევ., გუდამაყრ. ცხვარსახოცელა.

 

დაბალი ბუჩქი სწორმდგომი ღეროებით და მიკლე დაფოთლილი ტოტებით. ერთწლიანი ყლორტები მოთეთრო შეფერილობისაა, ხოლო მეორე – მოწიალო–მორუხო. ფოთლები ლანცეტურია, მკვეთრი ვარდისფერი ყვავილები კონებადაა შეკრებილი. ნაყოფი ბუსუსიანი კურკოვანაა. ყვავილობს აპრილ–მაისში. სამკურნალო ნედლეულია თესლი. ფოთლები შეიცავს კაროტინს, თესლები – ეთერზეთს, ვიტამინებს, ტოკოფეროლებს, ცხიმოვან ზეთს, ლიმონის მჟავას. ეერზეთი ანტიბაქტერიულია. იგი გამოიყენება დამამშვიდებლად, ტკივილგამაყუჩებლად, გულისა და ფილტვების სამკურნალოდ.

 

 


 

ქონდარა პალმა, ქამეროფსი

Serenoa repens,

 

ქამეროფსი გამოიყენება შარდსასქესო გზების ინფექციების და იმპოტენციის სამკურნალოდ. მისი ზოგი სახეობა ჯობნის პროსტატიტს. გარდა ამისა, ჯუჯა პალმის ექსტრატი ახდენს რიგი რეცეპტორების ბლოკირებას. ახდენს გავლენას ქალის ენდოკრინულ ფუნქციაზე. იგი გამოიყენება თმის ზრდის ანომალებისა  და პოლიკისტოზის სამკურნალოდ.

 

 


 

ქონდარა ფიჭვი

Pinus pumila (Pall.) Regel.

 

ბუჩქი ან დაბალი (5–6 ) ხე. წევს მიწაზე. იზრდება მთიან და მთისწინა რაიონებში, იქ, სადაც დაცულია ქარისაგან.  შეიცავს ვიტამინ С და კაროტინებს, სახამებელს, ცილებს, შაქარს.  აქვს ანტიცინგური და ანტიმიკრობული თვისებები.

 

 


ქონდარა ღვია

Juniperus communis L.

 

მარადმწვანე წიწვოვანი ბუჩქი ან პატარა ხე (1 მ სიმაღლისა. წიწვები ეკლიანია. აქცს ხორციანი გირჩებ,რომლებიც კენკრას წააგავს. ისხამს კენკრას და ცრუკენკრას. ყვავილობს მაისში.

სამკურნალოდ კენკრა გამოიყენება. შეიცავს ეთერზეთს, ფისოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს,        მიკროელემენტებს, პექტინს, იუნიპერინს. ნაყენსა და ნახარშს იყენებენ ანთების, მიკრობების  საწინააღმდეგოდ, სიცხისდამწევად, ამოსახველებლად, შარდ და ნაღველმდენად, გამაყუჩებლად. ხმარობენ წყლისას, პოდაგრის, დამბლის, ნევრალგიების, რევმატიზმის, პოლიარრიტების სამკურნალოდ. სასრგებლოა შარდის ბუტის, თირკმლის, ღვიძლის, დერმატიტის, კანის დაავადებების სამკურნალოდ. მის ნაყოფს ღეჭავენ.

 


 

ქონდარა ხორბალი

 


 

ქონდარი ბაღისა

Satureja hortensis L.

 

ერთწლიანი სურნელოვანი ბალახია. აქვს ძალიან დატოტვილი ღერო, ხაზოვან–ლანცეტური ფოთლები, ღია ლილისფერი ყვავილები.  ნაყოფი დამწიფებისთანავე იშლება ოთხ კოლოფად. მცენარე გამოიყენება შარდმდენად, ჭიების სამკურნალოდ, ნერვული დაავადებებისათვის, ღვიძლის, თირკმლების, გასტრალგიის სამკურნალოდ. ექსტრატებს ახასიათებთ ანტიბაქტერიული თვისებები. ზეთი იხმარება კუჭის დაავადებებისათვის.

 


 

ქონდარი ტყისა

ნ. ტყის ქონდარი

 


 

ქონის ხე

 


 

ქორაფი

Acer laetum C.A. Mey

ქართლ. ნეკერჩხალი; ქვ. ქართლ. ლეკა; გურ. ლეკენჩხალი; თუშ. ლეკის ხე; ზმ.იმერ. ლეკი; აჭ. ლეკმანკენჩხა, ლეკმანკურჩხა; საბა კორაფი; ჭან. ბარნა; მეგრ. ანწა, ცხალი; სვან. ფიხვრა

 

 

 

 

 


ქოქ-საზიღი

Taraxacum officinalis

 

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ღეროს გარეშე და ფესვთანა ფოთლები. ყვავილები ენისებურია, ოქროსფერ–მოყვითალო.  ფოთლები გრძელია. მცენარის ყველა ნაწილი რძიანია. ყვავილობს აპრილ–მაისში. ყვითელი ყვავილების ადგილას ჩნდება თეთრი ბურთულები, რომლებშიც მოთავსებულია თესლები. ფესვები შეიცავს სტერინებს, კაუჩუკს, ასპარგანს, ქოლინს, ინულინს, ორგანულ მჟავებს, კალციუმს, კალიუმს, ლორწოს, ფისებს, ცხიმოვან ზეთს; ფოთლები– კაროტონოიდებს, ვიტამინებს. სამკურნალო ნედლეულად მთელი მცენარე გამოიყენება. იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აღძრავს მადას. იყენებენ ნაღველსადენად, დამარბილებლად. წვენი გამოიყენება სიყვითლისა და შარდის ბუშტის სამკურნალოდ.

 

 


 

ქრიზანთემა

Chrysanthemum indicum L. Dentramthema indica L.

ქართლ. მამლა-ყვავილი; კახ. შემოდგომურა, შემოდგომის ყვავილი, ბუტია, გიორგობელა; ჩუბ. ადრაგუნი; მეგრ. დამორჩილიში ვარდი, ზოთუნჯიში ვარდი.

 

 მრავაალწლიანი ბალახოვანი მცენარე 50–დან 100 სმ–მდე სიმაღლისა. ღერო მარტივია, ფოთლები დანაწევრებული, ყვავილედი – ყვითელი. ნაყოფი წვრილი თესლურაა. ყვავილობს აგვისტოდან დეკემბრამდე. შეიცავს ეთერულ ზეთს, გლიკოზიდ ქრიზანტემინს, dl-კამფორს, სახიდრინს, ადენინს, ქოლინს, ვიტამინ А–ს. ყვავილები აღძრავენ მადას, ეთერული ზეთი აჩერებს პროცესებს თავის ტვინში პარკისონის დაავადების დროს. 

 


ქრისტესბეჭედა

Sanicula Europea L

იმერ. მგლისფეხა; აჭ. მგლისტოტა; მეგრ. ტურაში კუჩხი, ქრისტეში ბეჭედი, ქაჯის სონა.

 

მრავალწლიანი ტიპიური ტყის მცენარეა.  სწორმდგომი ღერო 30-80 სმ სიმაღლისაა. ღეროს ძირში შეჯგუფული ფოთლების ფორმა მომრგვალო გარემოხაზულობისაა. თითოეული სეგმენტი სამნაკვთიანია, ფოთლის ნაპირები კი დაკბილულია. ღეროზე განლაგებული ფოთლები დაკნინებულია, ზოგჯერ ღერო უფოთლოა, ყვავის მაის-ივნისში. აქვს თეთრი ყვავილები. ნაყოფები დაფარულია მრავალრიცხოვანი კაუჭებით.

ქრისტესბეჭედას ფოთლებს მალამოსა და მონახარშის სველი საფენების სახით ხალხი დუდკოს (საწერელის, გარცმულას) სამკურნალოდ იყენებს. წყალზე ნაყენი ხველების, ხოლო ფხვნილი კი ჭრილობებზე დასაყრელ სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ფხვნილი იხმარება ფილტვებიდან სისხლღებინების დროს. გარდა ამისა ფოთლები ე.წ. შვეიცარული ჩაის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 


 

ქრისტესთვალა

ნ. ბაღის ასტრა.

 


 

ქრისტესისხლა

Chelidonium majus

ხევს. სისხლა-ბალახი; ქიზიყ. ყორის ყაყაჩო; რაჭ., ლეჩხ. ცხენისოფა; აჭ. ქარცეცხლა, საყვითლო; ინგ. სურსულაჲ წამალ; მეგრ. ნაწიფუ, ნაწიფი, ჯაში ზისხირი; სვან. მეღფი მელილდ, ჭედიშ მელილდ.

 

 მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა სიმაღლით 25-100 სმ. ღერო და ფოთლები შეიცავენ ნარინჯისფერ რძეწვენს. მისი ფესვი მთავარღერძაა, დატოტვილი, მოკლე ფესურით. ღერო სწორმდგომია, დატოტვილი, შიშველი ფოთლები მწვანეა, ქვემოდან მონაცრისფრო. თითქმის მოპირისპირედ განლაგებული, კენტად ფრთადანაკვთული. ფოთლები მომრგვალოა. არათანაბრად დაკბილული. ყვითელი ყვავილები ღეროს ბოლოს ქოლგისებრ ყვავილედადაა შეკრებილი.  ნაყოფი ერთბუდიანი კოლოფია,  მოშავო-ყავისფერი, პრიალა თესლით.

ყვავილობს მაისიდან ოქტომბრამდე, ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში.

აგროვებენ ქრისტესისხლას მიწისზედა ნაწილებს მისი ყვავილობის პერიოდში. მცენარე შხამიანია. ქრისტესისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოიდები: ბერბერინი, პროტოპინი, ხელიდონინი, ჰემოხელიდონინი, კოპტიზინი, სტილოპინი, ხელერიტრინი, სანგვინარინი, საპონინები, ფლავონოიდები, ასკორბინის მჟავა, ვიტამინი A, ორგანული მჟავები: ვაშლის, ლიმონის, ქარვის და სხვა.

ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლას რძეწვენს ხმარობენ მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად. წყლულების, ჭრილობების, სირსვილის, დანაყარის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნახარშებსა და ნაყენებს იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს  როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.

ქრისტესისხლას ნახარშს იყენებენ ცხვირში და ყელში გამოსავლებად პოლიპების დროს.

გამონაწვლილის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, ადამიანის მოწამვლა (თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი). ამიტომ, მისი გამოყენების დროს, საჭიროა დიდი სიფრთხილე და იგი მხოლოდ ექიმის რჩევითა და მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ.

 


 

ქუბაბა

 Piper cubeba L.f.

 

 

ერთ–ერთი ყველაზე არომატული წიწაკა, ყვავილოვანი ბუჩქი. მისი ნაყოფი გამოიყენება როგორც შავი პილპილი. მოჰყავთ ინდონეზიაში. ევროპაში შემოჰქონდათ ვენეციელ ვაჭრებს და ჰყიდნენე როგორც სანელებლებს. XIX საუკუნეში ინგლისელმა ოფიცრებმა გაიგეს, რომ იგი გამოიყენებოდა შარდსასქესო გზების ანთების სამკურნალოდ. ამის შემდეგ დაიჭირა ქუბაბამ ადგილი ევროპულ ფარმაკოლოგიაში. მისი მთავარი ნედლეულია ეთერზეთი Litsea — Litsea citrata, რომლის მიღების შემდეგ ადამიანი დაცულია დაღლილობისა და აღგზნებადობისაგან. იგი აღადგენს ბუნებრივ ფსიქოლოგიურ რიტმს და ფარდობას სიფხიზლესა და ძილს შორის. ზრდის მეხსიერების მოცულობას, ახდენს ყურადღების კონცეტრირებას და აადვილებს ინფორმაციის აღქმას, აძლიერბს ინტელექტუალურ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ააქტიურებს შემოქმედებით და ლოგიკურ აზროვნებას, აქრობს დეპრესიას. ეთერზეთი გამოიყენება ცხიმიან კანისათვის. აკონტროლებს ცხიმგროვების წარმოქმნას, ხსნის გამონაყარის ანთებითობას, აქრობს პიგმენტურ ლაქებს; ებრძვის სკლეროზს, კარგი ტკივილგამაყუჩებელია. იხმარება ანტიდოტად ალკოჰოლისა და ნიკოტინისათვის.

 


 

ქუთქუთა

Thlaspi arvense L.

ხევს. ყაჭიჭორა; მოხევ. ტაბაკა-მხალი; თუშ. თესლა-ბალახი; ერწო ღილი; რაჭ. კოკროჭინა; ზმ. იმერ. ფუფლია.

 

კომბოსტოსნაირთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა მარტივი ან ტოტებიანი ღეროთი. აქვს გრძელი ან ოვალური, კიდეებდაკბილული  ფოთლები;  წვრილი თეთრი ყვავილები. ნაყოფი წაგრძელებული ღეროა. თესლი ზეთოვანია.

მავნე სარეველაა. შეიცავს სინიგრინს, მდოგვის ზეთს, ზეთისხილისა და ლინოლის მჟავებს, ლეციტინს, სირინგოზიდს, მიროზინატს, მიროზინს, გლუკოკაპარინს. ებრძვის ანთებებს, მიკრობებს; ახორცებს ჭრილობებს, აღდგენს სისხლს. გამოირჩევა შარდმდენი, შემკვრელი ცინგის სამკურნალო თვისებებით. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ თვალის ანთების, ჰიჰერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის, მიოკარდიის, შაქრიანი დიაბეტის, შეკრულობის სამკურნალოდ. ნაყენით მკურნალობენ გონორეასა და სიფილისს, საშვილოსნოს კიბოს, იმპოტენციას, მჟავიანობას, გაციებას (ოფლმდენია); ივლებენ ყელში.   

 


 

ქუნჯუტი

. შირბახტი.

 


 

ქურქუმა

Curcuma longa L. et redoaria

 

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა სიმაღლით 50-100 სმ. ფესვი ჰორიზონტალურია, ხორციანი, ყვითელძოწისფერი. ფოლები ფესვებიდან გამოდის. მიკრულია ერთმანეთს. ფურცელი დიდია, შიშველი. ყვავილი ყვითელია, მოკლე მილისებური. ყვავილობს გაზფხულზე. შეიცავს კურკუმინს, ეთერზეთს, სესკვიტერპინებს, კურკუმენს. არის ნაღველმდენი და ნაღველწარმომქმნელი; აძლიერებს ღვიძლის ფუნქციებს, ეფექტურია მისი ანების დროს. გამოყოფს კუჭის სიმჟავეს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, ებრძვის ტუბერკულოზის ბაქტერიას

 

 


 

ქუჩი, ველის წივანა

ქიზიყ. მწივანა; ხევს. ქოჩი; მთიულ. ქუშაჲ; მოხევ. ქუჩმკვრივაჲ; მესხ. ქოჩორა; სვან. ბოჯგერ.

 


 

ქუჩულა

Strychnos nux-vomica L.

 

ტროპიკული მარადმწვანე ხეა 12 მ–მდე სიმაღლისა. აქვს სუპროტული ტყავისებური ფოლები, წვრილი, მოთეთრო ყვავილები, კვერცხისებური, მსხვილი და წითელი ნაყოფი. თესლები შეიცავს ალკალოიდებს (სტრიხინს), ქლოროგენმჟავას, ლოგაანინს, ციკლოარსენალს, სტიგმასტერინს. მისი პრეპარატები აღაგზნებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, წაგრძელებული ტვინის ცენტრს, სტიმულს აძლევს გრძნობის ორგანოებს, კერძოდ, მხედველობას, ყნოსვას, სმენას, ტაქტილულ მგრძნობელობას.

მედიცინაში გამოიყენება სტრიქნინის ნიტრატი– დამბლის, პეროზების, სისუსტის გამოვლენის, დაღლილობის, ენურეზის სამკურნალოდ. შხამიანი.