1.        

წაბლი

Castanea sativa Mill.

ჭან. ჭუბური, ჭუბუჲ; მეგრ. ჭუბური; სვან. გვიჯ, გვიჯრა.

 

35 მეტრამდე სიმაღლის ხეა, საუკეთესო მერქნით. ვარჯის დიამეტრი 1,5 მეტრს აღწევს. ეკუთვნის თაფლისებრთა ოჯახს. ერთსახლიანი მცენარეა, სქესგაყოფილი ყვავილებით. ნაყოფი ზის ეკლიან გარსში, რომელიც 5-6 სმ  დიამეტრისაა და იტევს 3 ცალს. საჭმელად ვარგისია და შეიცავს ნახშირწყლებს, წყალს, აზოტურ ნივთიერებანს, ცხიმს, უჯრედისს, ნაცარს, ვიტამინ B1. წაბლის შემადგენლობა ძალიან უახლოვდება ხორბლის შემადგენლობას. მოხარშულ წაბლს აძლევენ ნაწლავის დისპეფსიით დაავადებულებს, თუ მათ შესუსტებული აქვთ მონელებითი უნარი. გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში.ყვავის ივნის - ივლისში, ნაყოფი მწიფდება და ცვივა სექტემბერ - ოქტომბერში

წაბლი უფრო გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში  გვხვდება ბორჯომის ხეობაში, სამაჩაბლოში, ალაზნის მარცხენა ნაპირზეკარგად ხარობს ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე.

წაბლი კარგი თაფლოვანია. ხალხური მედიცინა მას ფრიად საინტერესო მიზნით - შინაგანი ორგანოების სისხლჩაქცევებისას იყენებს.  

 

 

2.     


   

წაბლი ამერიკული

. ამერიკული წაბლი.

 

 

3.        


წაბლი იაპონური

. იაპონური წაბლი.

 

 

4.      


 

წაბლი ჩინური

. ჩინური წაბლი.

 

 

5.        


წაბლი წყლისა

. წყლის წაბლი.

 

 

6.     


   

წაბლფოთოლა მუხა

ქართლ., კახ. წყლის ინა, ცხენის ინა; გურ. ჟალტამი, ანწლიკა; ქიზიყ. წყლის მატიტელა; ინგ. ღორი ინაჲ; მესხ. დათვის ჩაღანდრი; იმერ. სალდა-ბალახი; მთ. რაჭ. სარდალა; ჭნ. სარდაკი, სადრაკი, ფსარდაკი; მეგრ. სანდრაკია; სვან. მიარდა-ლორდ, მუვერდელოოლ.

 

 

7.        


წალიკა

Poligenum hidropiper 

 

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა მატიტელასებრთა ოჯახისა.  ღეროები შიშველია. მისი სიმაღლე 20-70 სმ-მდეა. ღერო მოწითალოა, სწორმდგომი, ფუძესთან ზომიერად დატოტიანებული, ხშირად ოდნავ მუხლისებურად მოხრილი. ფოთლები მორიგეობითია, მოგრძო-ლანცეტისებური, მახვილი ან ბლაგვი, მილად შეზრდილი ფოთოლაკები აფრისებურია, მოწითალო, ცილინდრული, ზედაპირზე შიშველი, კიდეებზე ზოგჯერ მოკლე ბუსუსებიანი. ნედლ ფოთლებს მშუშხავი გემო აქვთ. ყვავილები მარტივი, მომწვანო-ვარდისფერი ყვავილსაფარითა;  შესამჩნევია მურა წერტილები. ყვავილები შეკრებილია თავთავისებურ ყვავილედად, რომელთა სიგრძე 4-6 სმ-ია. ნაყოფი კვერცხისებური შავი ან მუქი-დარიჩინისფერი კაკლუჭაა, რომლის სიგრძეა 2-3მმ-ია.

წალიკა ყვავილობს ივლის-სექტემბერში. იზრდება მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, მდელოებზე.

შეიცავს რამნაზინს, იზორამნეტინს, რუტინს, კვერციტრინს, გიპეროზიდს, კვერცეტინს, კემპფეროლს, მთრთიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ჭიანჭველას, ძმრის, ვალერიანის მჟავებს. ამის გარდა, გლიკოზიდს პოლიგოპიპერინს, K, A, C, D, E ვიტამინებს, სიტოსტერინს. იყენებენ ხალხურ მედიცინაში, კერძოდ, ბუასილის  მალარიის, გაძნელებული შარდვის, სხვადასხვა სახის გამონაყარის, კანის დაზიანების დროს, როგორც შემკვრელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება..  ბალახი გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება. განსაკუთრებით მას იყენებენ საშვილოსნოდან და ჰემოროიდალური სისხლდენის დროს. ნედლი ბალახი გამოიყენება მდოგვის საფენების მსგავსად. წალიკას ბალახი გამოიყენება ასევე კუჭ-ნაწლავური სისხლდენების, ჰემოროის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ფაღარათის დროს .ნედლი მცენარიდან გამოწურული წვენი წყალში განზავებული სახით გამოიყენება პირის ღრუში სავლებად.

 

 

8.        


წალიკა ბოსტნისა

.  ბოსტნის წალიკა.

 

9.        


წალიკა სელისა

.  სელის წალიკა.

 

 

10.     


წალიკა წითელი

. წითელი წალიკა.

 

 

11.     


წამალწვრილი

მეგრ. დუა, დუ.

 

 

12.     


წართხალი

Polygonum alpinum

მოხევ., მთ. ჭერთხალაჲ; ფშ. ხაქოლი; მოხევ., ხევს. წერთხალი; სვან. ლეცირ.

 

ლამაზი  მრავალწლოვანი მრავალწლოვანი მცენარე 1,5–2 მეტრის სიმაღლისა. აქვს თეთრი ყვავილები. ფოთლები ვიწროა. ფესვი მცოცავია, სწრაფად  ვითარდება მიწის სიღრმეში.  ნედლეული შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ტანინებს, მჟავებს, კატეხინებს, სახამებელს, კალციუმს.

 ფესვები გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება კუჭნაწლავის აშლილობის დროს, ანთების საწინააღმდეგოდ, სისხლის აღმდგენად, დამამშიდებლად.  მცენარის ნახარში, ექსტრატი, ფხვნილი, ნაყენი გამოიყენება ნაღველკენჭევანი, შარდის ბუშტის დავადებების, შინაგანი სისხლდენის, დიარიის, ნაწლავის სამკურნალოდ.

 

 

13.     


წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა

Luffa cilindrica

 

 

მცენარეთა გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. მცოცავღეროიანი ერთწლოვანი ბალახებია. აქვთ ერთსქესიანი, დიდი ყვითელი ან თეთრი ყვავილები და მრავალთესლიანი, მშრალი, ბოჭკოვანი ნაყოფი. რამდენიმე ეობა  ტროპიკებში იზრდება. უფრო ცნობილია ცილინდრული ლუფა (Luffa cylindrica) და წახნაგოვანი ლუფა (Luffa acutangula). ორივე სახეობა ძირითადად კულტივირებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში (იაპონია, ინდოეთი, ინდოჩინეთი, ეგვიპტე, ტროპიკული ამერიკა, აშშ, მცირე აზია). მოჰყავთ აგრეთვე კავკასიასა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაში. მკვახე ნაყოფი იჭმება. მწიფე ნაყოფს დამუშავების შემდეგ იყენებენ საბანაო ღრუბლად, ქუდების და სხვა ნივთბის დასამზადებლად. ახალგაზრდა ნაყოფი გამოიყენება როგორც საერთოგამამაგრებელი საშუალებაა სისხლნაკლულობისა და  ანემიის დროს. არის შარდმდენი  და დამარბილებელი. თესლი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ანტიკატარული საშუალება. წვენით მკურნალობენ კონიუქტივს.

 

 

14.     


წბილა

Festuca gigantea (L.) Vill.

მთიულ. წვერვალაჲ; ლეჩხ. მელეზირი; სვან. ნამჟღვარ.

 

 

 

 

 

 

 

15.     


წებოვანი იონჯა

. კავკასიური იონჯა.

 

 

16.     


წეკო

Nicotiana rustica

აჭ. შავშურა; რაჭ., ლეჩხ. კინჯალა; სვან. კინჯალაჲ.

 

თამბაქოს სახის ბალახოვანი მცენარე. მიებულია თამბაქოს ველური ჯიშების ცოცხისებურისა და ბეწვიანის  შეჯვარბით. ერთწლიანია, მალისებური ან მრგვალი ღეროთი. აქვს დაწინწკლული ფოთლები, ორსქესა ყვავილები, მოყვითალომომწვანო. სუნი სპეციფიკურია.  ნაყოფი მრავალთესლიანი კოლოფია. თესლი ოვალურია, ყავისფერი.

მისი ფოთლები შეიცავს ნიკოტინს, ორგანულ მჟავებს. მისგან იღებენ მოსაწევ ან  დასაყნოს თამბაქოს.  

 

 

17.     


წეროსწვივა

ზმ. იმერ. მგზავრიო, წერეწო, წერესტო; ლეჩხ. ყაჩამაღალა, კაჭმაღალა; ოკრ. წერესტო, წოროფსუა; აჭ. წოროსწივი, წვივოსწვივა.

 

 

18.     


წერწა

Lonicera

ერწო-თიან. თხაფსელა, წარწი; ქვ. ქართლ. თხიფსელა; გარე კახ. ტყის საფერავი; თუშ. ჭიჭკოტი; აჭ. დათვამოცვა; იმერ. კეჭკეჭა.

 

200 სახეობის ბუჩქი ან ლიანაა. დეკორატიულია მისი ბუჩქიცა და ნაყოფიც, რომელი შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს. აქვთ სასიამოვნო სურნელი.

შეიცავს მონოსაქარიდებს, ასკორბინის მჟავას,  Р –აქტიურ , საღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, იოდს, ნატრიუმს. მისი ნაყოფი ხასიათდება ცინგის საწინააღმდეგო თვისებებით. ნახარშით ისუფთავებენ თვალებს, ივლებენ პირის ღრუში, იყენებენ აბაზანებისათვის რევმატიზმის შემთხვევაში. ქერქის ნახარში აუმჯობესებს მადას.      

 

 

19.     


წვიტა

Polygonum orientale L.

ქართლ. ლერწამი; კახ. თამრიკო-ყვავილი, ხეყვავილა; ინგ. სალან-ხანუმ; მეგრ. სადაკიაში ვარდი.

 

ერთწლოვანი მცენარეა ერთი ან ორნახევრამდე სიმაღლისა. აქვს ოვალური ან ფართოლანცეტური ფოთლები, წიელი ყვავილები. ისხამს მბრწყინავ კაკალს. მოჰყავთ ეზოებში, როგორც დეკორატიული მცენარე. შეიცავს ფლავონოიდებს, ფენოლკარბონულ ნჟავებს, ალკალოიდებს. ითვლება მატონიზირებელ და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებად. ჩონურ მედიცინაში იყენებენ მადისმომყვანად და თვალის სამკურნალოდ.

 

 

20.     


წვრილფოთოლა ცაცხვი

 

 

21.     


წვრილყვავილა ცხენისწაბლა

Aesculus hippocastanum L.

მეგრ. დიხაში ჭუბური, რუსული ჭუბური.

 

ჩვეულებრივი ცხენისწაბლასაგან ყვავილების ზომით განსხვავდება. ყვავილები კი წვრილი, სურნელოვანი, სიმეტრიული და თეთრვარდისფერია. მცენარეში აღმოჩენილია ტრიტერპენული და ფლავონური გლიკოზიდები, კვერციტრონი, იზიკვერციტრონი, კვარცეტინი, კემპფეროლი, საპონონი, მთრიმლავი ნივთიერება, სახამებელი, ცხიმი, სტეროლები, რუტინი, სპირეოზიდი, ასტრალგინი, კაროტინოიდები.
 
მისი ქერქის ნახარში და ნაყენი ჰემოროის, ქრონიკული ენტეროკოლიტების, წყლულების, ფაღარათის, გასტრიტის, ყელის ლორწოვანი ანთების სამკურნალოდ გამოიყენება. ახასიათებს სისხლაღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, შემკვრელი თვისებები. თესლის ფხვნილი სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. ყვავილების წვენი იხმარება ვენების გაფართოებისას.

 

 

22.     


წიაპა

Scleranthus perennis L.

 

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. იზრდება 5-20 სმ სიმაღლისა. ქვედა ნაწილი განტოტვილია, ზედათითქმის შიშველი. ფოთლები ნახევრადცილინდრულია, დაკბილული. ნაყოფი შიშველია. ყვავილობს ზაფხულის ბოლოს. მცენარე შეიცავს კუმარინებსა და ფლავონოიდებს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ საშვილოსნოს კიბოსა და ჩირქგროვების სამკურნალოდ.

 

 

 

 

23.     


წიაღა

Fagopyrum sagittatun Gilib.

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე 15–70 სმ სიმაღლისა. აქვს სწორი, ზედა  ნაწილში გატოტვილი შიშველი ღერო, მოწითალო ან მწვანე. ფოთლები ყვითელია, მორიგეობითი, გულისებრი. ყვავილები პატარაა, სურნელოვანი. ნაყოფი სამწახნაგოვანი თესლურაა. ყვავილობს ივნისივლისში.

სამკურნალოდ გამოიყენება ღეროების ბოლო, მოყვავილე ნაწილი და თესლები. მცენარე შეიცავს გლიკოზიდ რუტინს, სხვადასხვა მჟავეებს, ცილებს, სახამებელს, აქარს, ფოსფორს, უჯრედისს, ცხიმს, მინერალურ ნივთიერებებს, თუთიას, ბორს, იოდს, ნიკელს, კობალტს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, ფილოპირინს. ფოთლები და ყვავილები გამოიყენება ფარმაცევტულ წარმოებაში რუტინის, ურუტინის, რუტამინის მისაღებად. რუტინი აუმჯობესებ კაპილარების გამტარიანობას.

ფოთლები და ყვავილები იმავე დანიშნულებით გამოიყენება, რისთვისაც ვიტამინი  P – ტვინის, კანის და ლორწოს სისხლით მომარაგებისათვის, ჰიპერტონული დაავადებებისათვის.
 
ხალხური მედიცინა ნაყენს იყენებს ამოსახველებელ, სკლეროზისა და ლეიკოზის სამკურნალო  საშუალებად. ნედლი ფოთლები იხმარება ჭრილობებზე დასადებად.

 

 

24.     


წიბა

Daphne mesereum L.

 

 

30-180 სმ სიმაღლის ბუჩქია. აქვს მორიგეობითი, მუქი მწვანე მოგრძო ფოთლები, სურნელოვანი, მუქივარდისფერი ყვავილები. ნაყოფი წითელი,  წვნიანი და ოვალური კურკოვანაა.
მცენარე თაფლოვანი და შხამიანია. სამკურნალოდ გამოიყენება მთელი მცენარე. შეიცავს დიტერპენოიდებს, კატეხინებს, ფლავონოიდებს, საქაროზას, კუმარინებს, ალკალოიდებს, ცხიმოვან ზეთს. ნახარში გამოიყენება საძილე, ეპილეფსიის და ავთვისებიანი დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებად. იხმარება წყლულებისა და კუჭნაწლავის სამკურნალოდ. დაქუცმაცებულ ქერქს იდებენ ნაკბენებზე. ნაყენს ხმარობენ რევმატიზმის, ნევრალგიების, დამბლის, შესიებების, სკროფულეზის დროს. ნაყენი, ნახარში, მალამო და ექსტრატი იხმარება ჰომეოპათიაში.

 

 

25.     


წივანა

 

 

26.     


წივანა მდელოსი

. მდელოს წივანა.

 

 

27.   


 

წივანა ცხვრისა

. ცხვრის წივანა.

 

 

28.     


წივანა წითელი

. წითელი წივანა.

 

 

29.     


წივანა ჭრელი

. ჭრელი წივანა.

 

 

30.   


 

წითელი გვირილა

Pyrethrum roseum (Adam) Bieb.

ქართლ., კახ. რწყილიკალია; ქვ. ქართლ. რწყილის წამალი; თუშ. სარწყილა; ფშ. სომხის ბულულა, ბულულა; რაჭ., ზმ. იმერ. კაკუტი; ზმ. რაჭ. წითელი კაკული; ჯავახ. წითელი ჩიჩაგი.

 

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე 20–6 სმ სიმაღლისა. ღეროები მარტივი და ბეწვიანია. ფოთლები დანაწევრებულია. ყვავილები ვარდისფერია, ცრუენიანი, მილისებრი. ყვავილობს ზაფხულში.

სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილოვანი კალათები, რომლებიც შეიცავს რთულ ეთერბს, პირეტოინს, ქრიზანთემის მჟავას. მის პრეპარატები მწერებისა და ქვეწარმავლების მოსასპობად გამოიყენება.

 

 

 

31.     


წითელი დიკა

 

 

 

 

32.     


წითელი თავთუხი

იმერ., რაჭ. რუსული პური; სვან. ლუვრუსუ ლეფხა კულ.

 

 

33.     


წითელი კუნელი

Crataegus sanguinea Pall.

 კახ., ფშ. ძაღლკუნელა; იმერ. ცხვრისკუნელა, ბაბუსაგძალა, ბაბუსანგლა, ბაბუსა; ლეჩხ. ღორტყემალა; აჭ. ყრუა; მეგრ. ჭითა ხინჭკი, ჩონჩოლი.

 

ეკლიანი ბუჩქია 4 მდე სიმაღლისა. ძოწისფრი წანაზარდებით და სწორი ეკლებით. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერია, ნაყოფი მოგრძო, წითელი, იშვიათად ყვითელი, კურკოვანი. ყვავილობს მაისივნისში.
მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ფლავონოიდებს, ჰიპეროზიდს, კვერცეტინს, ვიტეკსინს, აცეტილხოლინს, ხოლინს, ტრიმეტილამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ესკულინს. ცნობილია, რომ კუნელის შემადგენლობაში შემავალი მჟავები აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას, ძირს წევენ წნევას, ამშვიდებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას და გულის კუნთებს, ხსნიან ტაქიკარდიას, არითმიას, სიმძიმეს გულის არეში, თავბრუსხვევას. სამკურნალოა მისი ჩაიც.

 

 

34.     


წითელი ლიმონი

Citrus limon Burm. // Citrus limonia Osbeck.

 

დაბალი მარადმწვანე და ეკლიანი ხეა. აქვს მორიგეობითი, მოგრძო ტყავისებრი ფოთლები. გვირგვინი რვაფურცლიანია, წვრილკბილა, მბრწყინავი. ნაყოფი კენკრისებურია, ესლიანი, წაგრძელებული. მცენარე ოთახის კულტურაა. 

შეიცავს ლიმონმჟავას, შაქარს, აზოტურ ნივთიერებას, კალიუმის მარილებს, ვიტამინებს (А, В1, В2, С и Р), ფლავონიოდებს, ფიტონციდებს, ეთერზეთს, მწარე ნივთიერებასლიმონინს. ლიმონმჟავას უხვად შემცველობის გამო კლავს წყურვილს და ახასიათებს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინაარმდეგო, ტკივილგამაყუჩებლი, ბაქტეროციდული, ფუგნიციდური, ჭიის საწინაამდეგო და სისხლაღმდგენი თვისებები. ნახარშისა და ნაყენის გარდა იყენებენ წვენსაც, რომელსაც ხმარობენ მარილების დაგროვების, პოდაგრის, რევმატიზმის, შარდკენჭოვანი დაავადებების, გასტრიტის, სიმჟავის დაწევის, ავიტამინოზის, რადიკულიტის და რიგი სხვა დაავადების სამურნალოდ. ზეთები გამოიყენება წამლებისათვის გემოს მისაცემად.  

 

 

35.     


წითელი მოცვი

accinium vitis-idaea L.

ფშ. თეთრწითელა; ხევს. თაგვისტომა; თუშ. სტომი; მოხევ. წითელხილაჲ, წითელი ხილი; ერ. სელმაქი; ჩუბ. მიწის ძახველა.

 

20-25 სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია გრძელი, მხოხავი ძირით. აქვს პატარა, ტყავისებური, მორიგეობითი ფოთლები; თეთრი, მოკლეყუნწიანი ყვავილები, მრგვალი, მრავალთესლიანი კენკრა. სამკურნალოდ გამოიყენება მწიფე ნაყოფი და ფოთლები, რომლებიც შეიცავს გლიკოზიდ არბუტინს, ლიკოპინს, ჰიდროზინონს, ვაქცინინს, მჟავებს, ფლავონოიდებს, კემპეროლს, იდეინქლორიდს, შაქრებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, პექტინებს, კალიუმს, გლიცერიდებს და სხვ. ფოთლებს აქვთ ანტიმიკრობული, შარდმდენი, შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მისი პრეპარატები ხასიათდება კაპილართგამამაგრებელი ქმედებით, ამაღლებენ ანტიბიოტიკების ეფექტურობას, ახდენენ მინერალების დაშლას, აძლიერებენ იმუნიტეტს. მცენარის ნაყენი და ნახარშები აძლიერებენ ნაღველის გამოყოფას, ებრძვიან ჭიებს. მათ იყენებენ პიელონეფრიტის, ართრიტის, პროსტატიტის, სპონდილეზის, შარდკენჭოვანი,  ქრონიკული პნევმონიის, ბრონქიტის, ანგინის, პაროდენტოზის, სტომატიტის, ტონზილიტის და სხვა დაავადებების   სამკურნალოდ. ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში გასტრიტის, რევმატიზმის, მჟავვიანობის, თირკმლების, შარდის შეუკავლობის, ტუბერკულოზის, სისხლღებინების და .. სამკურნალოდ.

 

 

36.     


წითელი მოცხარი

. მოცხარი წითელი.

 

 

37.     


წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი

Beta vulgaris L. 

იმერ., გურ. წითელი ფხალი; გურ. ჭაკუნტელი; ჭან., მეგრ. სოტოლია, სოტელია.

 

ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. პირველ წელს ვითარდება ხორციანი ძირი და მსხვილ და ელიფსისებურფთლებიანი ამონაზარდები. მეორე წელს ამოიზრდება ტოტებიანი ღერო ყვავილებითა და ფოთლებთ. ყვავილები მუქია, მწვანე ან თეთრი, ხუთნაწილიანი, ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია. ყვავილობს ივნისაგვისტოში, მწიფდება სექტემბერში.  მცენარე შეიცავს შაქარს, ვაშლის, ლიმონის, ასკორბინის მჟავებს, ცხიმებს, მღებავ ნივთიერებებს,  D, В2, РР и Р ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, აზოტურ ნაერთს ბეტაინს.

ძირის ახალი წვენი გამოიყენება ჰიპერტონიის, გაცხიმოვნების და სისხლნაკლულობის დროს; მურაბას იღებენ ქრონიკული შეკრულობის შემთხვევაში, ნორჩი ფოთლები და ძირხვენა კი ცინგის სამკურნალოდ გამოიყენება.

 

 

38.     


წითელი სამყურა

Trifolium pratense L.

მთ. საწოწნელა; ინგ. თოხლუბაშ ჲონჟა; ჭან. მაჲსილიშ ქუქუდა; მეგრ. ტოფური.

 

მრავალწლიანი პარკოსანი მცენარეა 50 სმ სიმაღლისა. აქვს გატოტვილი ფესვი. სწორმდგომი ღეროები, ოდნავ დაშვებული, გრძელყუნწიანი ფოთლები, სამად გაყოფილი, მუქი წიელი ყვავილები, პატარა, ბურთისებრი თავით; პატარა თითოთესლიანი პარკები.

შეიცავს გლიკოზიდდებს, აკორბინის, კუმარინის, სალიცილის მჟავებს, კაროტინს, ეთერზეთს, ალკალოიდებს, ფისებს, პიგმენტებს, ვიტამინებს. ხალხურ მედიცინაში ნახარშსა და ნაყენს იყენებენ ბრონქიტის, ხველის, ტუბერკულოზის, სისხლნაკლულობის, უმადობის, ყურებში ხმაურის, თავბრუსხვევების სამკურალოდ.

ნაყენს ივლებენ თვალში და იბანენ ჭრილობებს, დამწვრობებს.

 

 

39.     


წითელი სანდალოზი

santalum

 

 

მრავალწლოვანი მარადმწვანე ხე ულამაზესი ძოწისფერი ყვავილებით. არომატული ზეთის მისაღებად გამოიყენება 30 წელზე მეტი ხნის ხე, რომელის ხასიათდება სასარგებლო ნივთიერებების მაღალი კონცეტრაციითა და ენერგიით. მისი არომატი სწრაფად ანელებს სტრესულ განცდებს, ამშვიდებს, ხსნის დაღლილობას, შველის უძილობას. მცენარის ნაზი სურნელი მაეროტზირებელი თვისებებით ხასიათდება: ხსნის სქესობრივ უძლურებას და ფლეგმურობას,  აძლიერებს მამაკაცის ენერგიას.

 

 

40.     


წითელი ღვია, ფანქრის ხე

Juniperus

ფშ. ფოთლეკალა, ზერი.

 

მრავალწლოვანი მარადმწვანე ხე ან ბუჩქი 3–დან 12 სიმაღლისა. ღერძი ძალიან განტოტვილია. ფოთლები ხაზოვანი, წვეტიანი, მაგარი, ყვავილები ორსახლა, მძივების ფორმისა. ნაყოფი ხორციანი კენკრაგირჩია, წვრილი თესლით. თაფლოვანია. ყვავილობს მაისში, მწიფდება ნოემბერში.  გამოიყენება მწიფე, შავი ნაყოფი და წიწვი.  აქვს მოტკბო გემო და არომატული სუნი. ნაყოფი შეიცავს ეთერზეთს, ვაშლისა და ჭიანჭველას   მჟავას,   შაქარს, პექტინურ, მწარე და ლორწოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, სპირტს, ყვითელ პიგმენტს. კენკრა მიღება როგორც შარდმდენი და საშარდე გზების  კენჭებისა და ქვიშისგან გამწმენდი საშუალება, ასევე ამოსახველებლად, საკვების გადამუშავების მოსაწესრიგებლად. გარეგანად ზეთი გამოიყენება რევმატული ტკვილებისა და კუნთების დასაზელად.   

 

 

41.     


წითელი ღიღილო

მესხ. მთის ოქროღილო.

 

 

42.     


წითელი შხამ-სოკო

 

 

43.   


 

წითელი წალიკა

Polygonum lapathifolium L.

ფშ., ხევს. წუწითელა; თუშ. წყალწართხალა; მთიულ. თიკნიყურა; მესხ. დათვის ჩარანდრი; ზმ. იმერ. მამლიყივილა; რაჭ., იმერ. სალდა, სარდალა; გურ. დედალი წალიკა.

 

ერთწლიანი მცენარეა  30-60 სმ სიმაღლისა. აქვს სწორი ღერძი. მოგრძო, ლანცეტური ფოთლები შავი ლაქით. იზრდება ნესტიან ადგილებში. სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი. ფესვებში აღმოჩენილია ანტრახრონინები, ხოლო ზედა ნაწილში ორგანული მჟავები, საპონინები, ვიტამინები, ფენოლკარბონული მჟავები, მთრიმლავი ნივთიერებები, კუმარინები, ფლავონოიდები, ფოთლებშიალკალოიდები, ვიტამინები, კაროტინი, ფლავონოიდები, თესლებში  ვიტამინები, კაროტინი, ყვავილებში ალკალოიდები.

მიწისზედა ნაწილი გამოიყენება ჰემოროისა და ჰემორიოდული სისხლდენის, ჰიპერტონული დაავადებების სამკურნალოდ, შარდმდენად, სისხლაღმდგენად და ჭრილობების შესახორცებლად სპირტიანი და წყლიანი ნაყენების სახით. ნაყენს აქვს ანტიბაქტერიული აქტივობა დიზინტერიის შემთხვევაში. 

 

 

44.     


წითელი წივანა

 

 

 

 

45.   


 

წითელი ხე ამერიკული

. ამერიკული წითელი ხე.

 

 

46.     


წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა

Perilla  

გურ. ბოლქვაძის ბალახი, იაკინთეს ბალახი, მყრალა ჯინჭარი, რუსული ჯინჭარი; მეგრ. ჭითა ჭუჭელე.

 

ერთწლიანი მცენარეა  60–100 სმ სიმაღლისა, ლიმონის ძლიერი სურნელით. აქვს სწორი და მსხვილი ღერძი, რომელიც გრძელი ბუსუსებითაა დაფარული. ფოთლებიც გრძელი ბეწვებითაა დაფარული. ნაყოფი მომრგვალებული კაკალია, ერთ მხარეს ბრტყელი, მუქი ყვითელი,  შიშველი.    გავრცელებულია მისი სხვა სახეობები Perilla frutescens L. და Perilla nankinensis L.  ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, რომელიც შეიცავს პერილალჰიდრიდს, ალფაპინენს, ლიმონენს, პერილანინს; ფოთლები ცხიმებს, სხვადასხვა მჟავებს. ფოთლებს ახასიათებთ ანტიტოქსიკური, დამამშვიდებელი, შარდ და ოფლმდენი ქმედებები.

 

 

47.     


წითელი ჯინჭრის ენა

Lamium maculatum (L.) (L. laevigatum auct.).

გურ. წითელი ჯილჯედუა.

 

მრავალწლიანი მცენარეა 20–50 სმ სიმაღლისა. აქვს გატოტვილი ფესვი. სწორმდგომი ღერო, რომელიც ისე, როგორც ფოთლები, დაფარულია იშვიათი ბეწვებით. ყვავილები მოზრდილია, მოვარდისფრო ძოწისფერი. ყვავილობს გაზაფხულიდან შემოდგომამდე. სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და ყვავილები. ფოთლებში აღმოჩენილია ნახშირწყლები, ირიდიოდი, აცეტილამიოლი. ყვავილები შეიცავენ ფენლკარბონულ მჟავებს და მათ წარმოებულებს, ფლავონიდებს, ანტოციანებს.

 

 

 

48.     


წითელი ჯიჯლაყა

Amaranthus cruentus L. (A. hibridus L. subsp. cruentus L.) TheIL, A. paniculatus L.

კახ., ქართლ. თათრული მხალი, ჭრიანტელა; მოხევ., მთიულ., რაჭ. წითელი მხალი; ინგ. წითელ ხალ, ჭრიანტელ; მეგრ. ჯუმენე, ჯიჯალე, ჯიჯაე, ჭითა ჯუმენია.

 

ერთწლიანი მცენარეა  20-100  სმ სიმაღლისა. აქვს სწორი ღერძი, მოწითალო, ხორციანი. ფოთლებს გრძელი ყუნწები აქვს და  მოგრძოელიფსური მოყვანილობა. ყვავილედი ცოცხისებურია, მოწითალო, იშვიათად მწვანე. თესლი კვერცხისებურია, მუქიყავისფერი. ყავავილობს ზაფხულში. სამკურნალოდ გამოიყენება წვეროები. მცენარე შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინს, ცხიმებს, მჟავებს.

შუა აზიაში ნახარში და ნაყენი გამოიყენება ხველისას. კავკასიაში იყენებენ საკვებად.

 

 

 

49.     


წითელწვერა

Kochia

 

ერთწლიანი მცენარეა  15-150  სმ სიმაღლისა. მწვანეა, შემოდგომით წითლდება. განტოტვილია. ფოთლები მორიგეობითია, ლანცეტური, ბრტყელი. ყვავილედი თავთავისებური. მცენარე შეიცავს ორგანულ მჟავებს, კუმარინებს, საპონონებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ცხიმებს.

ნაყენს იყენებენ კარდიოტონურ, მატონიზებელ, შარდმდენ, ოფლლმდენ, დამარბილებელ საშუალებად წყლისას, რევმატიზმის, შარდკენჭოვანი დაავადების, ნაკბენების სამკურნალოდ. ნახარში და ნაყენი იხმარება გონორეის, ცისტიტების, შარდის ბუშტის, შარდმდენი გზების სამკურნალოდ. ჩინურ მედიცინაში მცენარის შეფოთლილი წვეროები და ნაყოფი შედის მალამოების შედგენილობაში.

 

 

50.  


   

წითლიო

კახ. წითელკაბა სოკო.

 

 

51.     


წინწკალა

Gypsophila paniculata L.

ქვ. ქართლ. საპონელა.

 

მრავალწლიანი მცენარეა 60–100 სმ სიმაღლისა. აქვს გრძელი ფესვი და ფართოდგაშლილი ტოტებიანი ღერო. ფოთლები ლანცეტურია, პატარა. ყვავილები მრავალრიცხოვანია, ძალიან პატარა, თეთრი. ყვავილობს ივნისივლისში. მცენარე შხამიანია. სამკურნალოდ გამოიყენება  ბალახი და ფესვები. ფესვები შეიცავს საპონინებს. ახასიათებს დამარბილებელი, ამოსაღებინებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ინსექციდური თვისებები.

 

 

52.     


წინწკალა შემოდგომისა

. შემოდგომის წინწკალა.

 

 

53.     


წიფელი, წიფელა

Fagus orientalis Lipsky. 

ჭან. წიფრა, წიფური; მეგრ. წიფური; სვან. წიფ, წიფრა.

 

30 სიმაღლის ხე ხშირი ვარჯით. ქერქი სწორია, თხელი, ღია ფერის; ფოთლები მორიგეობითია, მბრწყინავი, ელიფსური; ყვავილები პატარაა, მუქი, ადრემცვენი; ნაყოფი კაკალია, სამწახნაგა, ყავისფერი. ყვავილობს მაისში, მწიფდება სექტემბერში. შეიცავს ცხიმებს, ცილებს, უაზოტო ექსრატულ, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, კრეოზოტს. კრეოზოტს იყენებენ გარეგანად, ასევე ინჰალაციებისათვის.

 

 

54.   


 

წიფელი ამერიკული

. ამერიკული წიფელი.

 

 

55.     


წიფელი აღმოსავლური

. აღმოსავლური წიფელი.

 

 

56.     


წიფელი ევროპული

. ევროპული წიფელი

 

 

57.     


წიფლისძირა

 

 

58.     


წიწაკა

Capsicum annuum L.

იმერ., ლეჩხ., გურ. პიმპილი; მთ. რაჭ. პიპილა, პიმპილა; აჭ. სურუნჯი, პირპილო; ინგ. პირპილ; ჭან. პიპეჲ; მეგრ. ზარფანა; ჩუბ. დარუპილპილი.

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა  60  სმმდე სიმაღლისა. აქვს სწორმდგომი ღერძი. ზემო ნაწილში განტოტვილია. ფოთლები მორიგეობითია, გრელყუნწიანი, მარტივი და კვერცხისებური. ისხამს თეთრ, ერთეულ ყვავილებს. ნაყოფი მრავალთესლიან კენკრა, წითელ ან მუქწითელ, მრგვალ ან წაგრძელებულ. კულტურის სამშობლოა ამერიკა.  სამკურნალოდ ამზადებენ მწიფე ნაყოფს, რომელიც ეიცავს კაპსაიცინს, პიგმენტურ ნივთიერებებს, ცხიმოვან და ეთერულ ზეთებს, ვიტამინებს А და С–.

წიწაკა სტიმულს აძლევს კუჭის წვენს, აუმჯობესებს საკვების გადამუშავებას. გარგანად გამოიყენება სისხლძარღვების გაგანიერებისას. დანაყილი წიწაკის სპირტთან ნაყენს ხმარობენ ენტეროკოლიტის, ბაქტერიული დიზინტერიის და ფაღარათის დროს. მალამო გამოიყენება მოყინულობის სამკურნალოდ. პლასტირები იხმარება რევმატიზმის, ნევრალგიური ტკივილების და მოყინულობის შემთხვევაში. წვენს ხმარობენ ქვეწარმავლების ნაკბენების სამკურნალოდ.

 

 

59.   


 

წიწაკა ბულგარული

. ბულგარული წიწაკა.

 

 

60.     


წიწაკის აბრეშუმა

Cuscuta australis R. Brown.

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა  60  სმმდე სიმაღლისა. აქვს ძაფისებური ყვითელი ღეროები, წვრილი, ყვითელი ყვავილები. ნაყოფი კოლოფია, კენკრისებური. თესლი ძალიან პატარაა. მცენარე პარაზიტია.  სამკუნალოდ გამოიყენება თესლი, რომელიც შეიცავს ქოლესტეროლს, კამპესტეროლს, ბეტასისტეროლს, სტიგმასტეროლს, ბეტაამირინს.

 

 

 

 

61.     


წიწიბურა

Fagopyrum esculentum Moench. Fagopyrum sagittatum Gilib. 

ხევს. კრუმა; ფშ. ტრუბკა.

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა  15–60  სმმდე სიმაღლისა. აქვს კვანებიანი ღერძი. ფოთლები გულისებრია, ღეროსთან მილით შეერთებული. ყვავილები წვრილია, თეთრვარდისფერი, სურნელოვანი. ნაყოფი სამწახნაგიანი თესლია. ყვავილობს ივნისივლისში. სამკურნალოდ იყენებენ ყვავილებსა და ფოთლებს. მცენარე შეიცავს რუტინს, მჟავებს, ფაგოპირინს, ცილებს, სახამებელს, შაქარს, რკინას, ფოსფორს, В1 და  В2 ვიტამინებს. ყვავილები ავლენენ დამარბილებელ და ამოსახველებელ თვისებებს.  მისი ნაყენი გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად, სკლეროზის, ჰიპერტონული დაავადებების, ტიფის და .. სამკურნალოდ. მას სხვადასხვა სახით და სხვადასხვა მცენარესთან ნაერთში იყენებენ სახადასხვა პრეპარატებში.  წიწიბურა საუკეთესო დიეტური საკვებია.

 

 

62.     


წიწიბურა თათრული

. თათრული წიწიბურა.

 

 

63.     


წიწილკურა

Cerastium holosteoidees Fries (С. caespitosum Gilib., С. vulgatum auct.).

ოკრ. კვაწკვალა; იმერ. ციცუნია, თიკნიყურა; გურ. ყურჭატე.

 

ერთ, ორ ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები მოგრძოა, ყვავილები შეგროვილია ნახევრადქოლგისებურად. ნაყოფი კოლოფია. სამკურნალოდ გამოიყენება ძირები, ბალახი. აგროვებენ ყვავილობისას. მცენარე შეიცავს ნახშირწყლებს, საპონინებს, ფენოლკარბონულ მჟავებს, კუმარინებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს.  ხალხურ მედიცინაში ნაყენს იყენებენ ჰემოროის სამკურნალოდ; ნახარში იხმარება გამონაყარებისა და ცინგის, ავიტამინოზისა და კონიუნქტივების, ასევე ავთვისებიაბი სიმსივნის სამკურნალოდ.   

 

 

64.     


წიწინაური

Polygala

გარე კახ. ქაცბალახა.

 

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა მრავალრიცხოვანი და ხშირფოთლებიანი რტოებით. ფოთოლი მოგრძო და ელიფსურია. ყვავილები დიდია, ვარდისფერი ან ძოწისფერი; ნაყოფი გრძელყუნწიანი კოლოფია. ყვავილობს ზაფხულში.

სამკურნალოდ იყენებენ ძირებს, რომლებშიც აღმოჩენილია საპონინები, სპირტი, ფისი და სხვა ნივთიერებები. მცენარის პრეპარატები ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ჭრილობის შემხორცებელი, ციების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი  თვისებებით. ხალხურ მედიცინაში ნახარში და ნაყენი იხმარება ამოსახველებელ საშუალებად ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების და ზედა სასუნთქი გზების, ლარინგიტის, ბრონქიტის, ფილტვების აბსცესების და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.

 

 

65.   


 

წიწმატა-სელი

Linum perenne (L.) (L. altaicum Ledeb. ex Jus., L. sibiricum DC.)

 

 

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 15–100 სმ სიმაღლისა. აქვს ძლიერი ვერტიკალური ფესვი, ყვავილოვანი, სწორმდგომი ღეროები, ღიამწვანე. ყვავილები მომცროა, ღიალურჯი, იშვიათად თეთრი. ნაყოფი თესლებიანი კოლოფია. ყვავილობს ივნისივლისში.

სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი და თესლი, რომლებიც შეიცავს ალკალოიდებს, ლიმარინს, ვიტამინ С–, ფლავონოიდებს, ცხიმებს. ნაყენი ტიბეტურ მედიცინაში გამოიყენება ამოსახველებლად და ნევრალგიების სამკურნალოდ. ჩინური მედიცინა იყენებს გამოსავლებ, დამარბილებელ, ანთების საწინააღმდეგო და გარეგან საშუალებად. საერთოდ ბალახი შხამიანია.

 

 

66.     


წიწმატელა

Lepidium campestre (L.) R. Br.

 

 

ერთ ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 20–50 სმ სიმაღლისა, ზოგჯერ  შიშველი. აქვს ერთეული ღერო, მოგრძო ძირთანა ფოთლები, ფუნჯებად შეკრული თეთრი ყვავილები, კვერცხისებური პატარა თესლები. ყვავილობს აპრილმაისში. სამკურნალოდ იყენებენ თესლს. მცენარე შეიცავს ფლავონოიდებს, იზოტიაციანატს, ბენზილიზოტიაციანატს, ცხიმოვან ზეთს. ახასიაებს ანტიბაქტერიული თვისებები. ხალხურ მედიცინაში ნახარში კომპრესებად გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდ, ხოლო შინაგანად ქარმდენად და ცინგის საწინააღმდეგოდ.

 

 

 

 

67.     


წიწმატი

Lepidium sativum L.

გურ. წიწმარიტა; ჭან. ცხუკუბერი; მეგრ. წიწმარტე.

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა 30–60 სმ სიმაღლისა, მოლურჯომომწვანო ზოლებიანი ფოთლებით. ძალიან სწრაფმწიფებადი ბოსტნეული მცენარეა. დათესვიდან 25 დღეს უკვე გამოიყენება.

შეიცავს დიდი რაოენობით ტიამინს, რიბოფლავინს, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავებს, მდგვის ზეთს, მიკროელემენტებს. ითვლება მადისმომყვან საშალებად. აუმჯობესებს საკვების გადამუშვებას, აწესრიგებს წნევას და ძილს.

 

 

68.     


წიწმატი ბრაზილიური

. ბრაზილიური წიწმატი.

 

 

69.     


წიწმატი ტყისა

. ტყის წიწმატი.

 

 

 

70.     


წიწმატი წყლისა

. წყლის წიწმატი.

 

 

 

71.     


წიწმატურა

Capsella bursa-pastoris (L.) Med.

ქართლ. ხაჭმაჭიჭა; კახ. ხეჭოჭორა; ფშ.,  მთიულ., გარე კახ., ქიზიყ. ხაჭიჭორა, ყაჭიჭორა; მოხევ. წიწმატაჲ; თუშ. სანება, ხავარტა; ხევს. შურშენა; ჯავახ. ჩიტის პური; სამხ. ჩიტიპურა, წიწმატა; იმერ., ლეჩხ., გურ., აჭ. ოდელია, ოდელიე; წალკ., რაჭ., ზმ. იმერ. ხარიკბილა, ხარიკრიჭა; მეგრ. ტყარი წიწმარტე.

 

ერთწლიანი ბალახოვანი, 20–30 სმ სიმაღლის მცენარეა წვრილი ძირით. აქვს ერთეული სწორმდგომი ღერო, მარტივი ან განტოტვილი, დაშვებული ძაფებით. ქვედა ფოთლები მოგრძოა. ღეროს ზედა ფოთლები მორიგეობითია, დაკბილული. ყვავილები პატარაა, თეთრი. ნაყოფი მილისებრია, მოყავისფრო თესლებით. სარეველაა. მცენარე შეიცავს ნახშირწყლებს, საქაროზას, სორბოზას, ლაქტოზას, მანნიტს, ადონიტს, ამინსაქაროზას, ორგანულ მჟავებს, საპონინებს, ალკალოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, ოქსიტოცინს, ვიტამინებს, ბეტაკაროტინს, კუმარინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, კარდენოლიდებს, ცხიმოვან ზეთს.
წიწმატურა კარგად მოქმედებს სხვადასხვა სახის შინაგანი სისხლდენების დროს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ავიწროებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, აჩერებს ფაღარათს, აძლიერებს შარდის გამოყოფას. ჰომეოპათიაში იგი გამოიყენება სისხლდენს ყველა სახეობისა და თირკმლების დაავადების სამკურნალოდ.

მეცნიერულ მედიცინაში თხევადი ექსტრატი გამოიყენება გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, ნერვულფსიქიკური დავადებებისა და ჭრილობების სამკურნალოდ.   ხალხური მედიცინა იყენებს წვენსა და ნაყენს ფილტვებიდან სისხლდენის, ავთვისებიანი წყლულების, კუჭის კიბოს, სიმსივნეების, ღვიძლის, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.  ნახარში წარმოადგენს სისხლაღმდგენ საშუალებას, აწესრიგებს წნევას, აძლიერებს ნაწლავის მოქმედებას. თესლების ნახარში წარმოადგენს შემკვრელ, მასტიმულირებელ, შარდმდენ საშუალებად.

 

 

72.     


წკიალა სოკო, ჯიმლა

 

 

73.     


წნორი

Salix alba L. 

ზმ.იმერ.  იმერკარტანა, კვარტნა.

 

5-18 სიმაღლის ორსახლიანი ხე განტოტვილი ვარჯით და მუქირუხი ქერქით. ფოთლები მორიგეობითია, ხაზოვანლანცეტური, წამახვილებული. ისხამს ყვითელ მძივებს. ნაყოფი შიშველი კოლოფია. ცნობილია წნორის ასამდე ჯიში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდ სალცინს, ფლავონებს, ვიტამინ C-. წნორის ნაყენი ხასიათდება მალარიის საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ოფლმდენი, ჭიების საწინააღმდეგო, შემკვრელი, სისხლაღმდგენი, ანტისეპტიკური, ჭრილობების შემახორცებელი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი თვისებებით. ნახარშებისა და ნაყენების გარდა გამოიყენება ქერქის ფხვნილისაგან დამზადებული მალამოები.

 

 

74.   


 

წურწუმა

მოხევ. ტრიალა.

 

 

75.     


წყავი

Laurocerasus officinalis Ro. //Prunus laurocerasus L.

ქართლ. ჩქერი; ქვ. რაჭ., ლეჩხ. შკერი; ზმ. რაჭ. ლეშკერი, ლეშკი; საბა მწყავი; ჭან. მწკო, მწკოლი, წუ; მეგრ. წყილი, წყი, წყივი, წყოვი, წყოი; სვან. წყევ, წყავ.

 

მარადმწვანე ხე ან ბუჩქი 1–5 სიმაღლისა. აქვს მორიგეობითი, მოკლეჯამიანი, მოგრძო ფოთლები, მოკლეყუნწიანი თეთრი სურნელოვანი ყვავილები. ნაყოფი მომრგვალო კურკოვანაა.

ფოთლები შეიცავს გლიკოზიდებს, ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ცხიმებ, ლორწოს. მისი აქტიურობა განპირობებულია ამიგდალინის შემცველობით, რომელიც ნაწლავში მოხვედრის შემდეგ იწყებს მაანესთეზირებელ ქმედებას. ნახარში ფოთლებისა გამოიყენება კუჭნაწლავში ტკივილის და გამონაყარების, ნერვული დაავადებების  შემთხვევაში. მისი შინაგანი გამოყენება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.

 

 

76.     


წყავმაზა

Fallopia dumetorum (L.) Holub (Polygonum dumetorum L.)

 

 

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე 0,5–3 სიმაღლისა, განტოტვილი და ყვავილოვანი. აქვს საკუთხაგულისებური ფოთლები. ყვავილები შეკრებილია ფუნჯებად. ნაყოფი თესლია.

 სამკურნალოდ იყენებენ ბალახს. შეიცავს ანტრახინონებს, ფლავონოიდებს. ხალხურ მედიცინაში ნაყენი და  ნახარში გამოიყენება მასტაბილებელ, დამარბილებელ საშუალებად ქრონიკული შეკრულობის და წყლულების შემთხვევაში. უნიშნავენ ქრონიკული ნეფრიტის და ასციტიანი ავადმყოფობების სამკურნალოდ.

 

 

77.     


წყალიკრეფია

Aquilegia vulgaris L. 

 

 

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე 30–60 სმ სიმაღლისა, მოკლე და მსხვილი ფესვებით, განტოტვილი ღეროებით. ფოთლები დანაწევრებულია. ყვავილები დიდია, ლურჯიისფერი, ვარდისფერი ან მუქი თეთრი. ნაყოფი ფოთლების ნაკრებია. ქიმიური შემადგენლობა უცნობია. ახასიათებს შარდმდენი, ნაღველმდენი, ოფლმდენი, დამარბილებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.

 

 

 

78.     


წყალნაწყენი

Epilobium

კახ. ნემსიყუნწა; თუს. ჩაღანდრი.

 

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ლანცეტური ფოთლებით და ძოწისფერი, თავთავისებური  ყვავილებით. ყვავილობს ივნისაგვისტოში.

მიწისზედა ნაწილი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, გლუკოზას, სახამებელს, კაროტინს, ალკალოიდებს. ხალხური მედიცინა წყალნაწყენს იყენებს დიზენტერიის, ნაწლავის ქრონიკული კატარის სამკურნალოდ, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მას იღებენ აგრეთვე შინაგანად გაციებისას, იდებენ გაკაწრულ ადგილებზე სისხლდენის შესაჩერებლად.

 

 

 

79.     


წყვილმარცვალა ველური

. ველური წყვილმარცვალა.

 

 

80.     


წყლის ბაია

Batrachium brichophyllum (Chaix.) Bosch. (Ranunculus divaricatus Schrank.).

   

წყლის ბაია მრავწლოვანი ბალახოვანი მცენარეა წვრილი, შიშველი ღეროებით. ფოთლები ღია მწვანეა, თხელი, კიდედანაწევრებული; ყვავილები გრძელი, მორუხო.  ფოთლებში აღმოჩენილია  საპონინები. სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და ღეროები.

 

 

 

81.     


წყლის ბამბა

Eriophorum

   

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე მცოცავი ფესურით. აქვს 20–30 სმ სიმაღლის ცილინდრული ღეროები, ხაზოვანი ფოთლები და თავთავები.

 სამკურნალოდ გამოიყენება ღეროები, ფოთლები და ყვავილები. თესლებში აღმოჩენილია ლორწოვანი ნივთიერებები, ქსილანა, ალკალოიდები, გალაქტანი და პექტინი. მცენარის ნაყენი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭის წყლულის, თორმეტგოჯა ნაწლავის, გასტრიტის, კოლიტის სამკურნალოდ. იხმარება ჭიების დასადენად.  ნაყენს აქვს შემკვრელი დანიშნულებაც.   

 

 

 

82.     


წყლის ბრინჯი

. ინდური ბრინჯი.

 

 

 

83.     


წყლის დვალურა

Polygonum amphibium L.

 

 

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე 30–150 სმ სიმაღლისა. აქვს გრძელი ღერო, გრძელჯამიანი ფოთლები, გულის მოყვანილობისა, მბრწყინავი. ყვავილები პატარაა, ვარდისფერი, ნაყოფი კვერცხისებური კაკალია. ყვავილობს შუა შემიდგომამდე.

სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და ძირი. ქიმიური შედგენილობა შეუსწავლელია. მცენარეს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, მკვრელი, დამამშვიდებელი, სისხლაღმდგენი თვისებები.
ძირების ნახარში გამოიყენება პოდაგრის, რევმატიზმის, შარდკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ და ანტინევრალგიურ საშუალებად. შუა აზიაში ნაყენს იყენებენ სიფილისის სამკურნალოდ.

 

 

 

84.     


წყლის ვაზი

Potamogeton natans L.

 

 

მრავალწლიანი ბალახოვანი ძირხვენიანი მცენარე. 30–150 სმ სიმაღლისა. ქვედა ნაწილი ჩაძირულია წყალში. ფოთლები ხაზოვანია, ქვედა ფოთლები, წყალშიწვრილლანცეტურია, ზედამცურავი. ყვავილები წვრილია, ორსქესიანი. ნაყოფი კაკლისებურია. ქიმიური შედგენილობა უცნობია. ხალხურ მედიცინაში ღეროებისა და ფოთლების ნაყენს შინაგანად იყენებენ ჭრილობებისა და წყლულების, გართულებული ანთებითი პროცესების  შემთხვევაში. კანის გამონაყარების დროს ხმარობენ დასამშვიდებლად.

 

 

 

85.     


წყლის ვარსკვლავა

მოხევ. ტრიალა.

 

 

86.   


 

წყლის ზამბახი

Iris pseudacorus L.

გურ. სატევარა; ერ. ყვითელი ზამბახი; მეგრ. არკოთა.

 

მრავალწლიანი ბალახოვანი ძირხვენიანი მცენარე  60–100 სმ სიმაღლისა, მოზრდილი ძირხვენით და ცილინდრული, მრავალყვავილიანი სწორმდგომი ღეროთი. აქვს დიდი, ფართოხაზოვანი ან ხმლისებრი ფოთლები. ყვავილებიც დიდია, ყვავილობს მაისივნისში. დეკორატიული მცენარეა. ძირხვენას აგროვებენ გვიან შემოდგომით ან ადრე გაზფხულზე. ფოთლები შეცავს ვიტამინ С–, ყვავილებიმთრიმლავ ნივთიერებას. პიროჰალოლისა და ვიოლოკსანტინის წარმოებულებს. ძირების შედგენილობა უცნობია. მცეარის პრეპარატები ხასიათდება შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო, მატონიზებელი და შარდმდენი თვისებებით. ფოთებს იყენებენ კომპრესებადაც.

 

 

 

87.     


წყლის იელი

Ledum palustre L.

 

 

წყლის იელი მარადმწვანე ბუჩქია 50–100 სმ სიმაღლისა. აქვს სწორმდგომი ღერო. ნორჩი ღეროები დაშვებულია. ფოთლები მორიგეობითია, ტყავისებური, მბზინავი, მუქიმწვანე. ყვავილები წვრილია, სურნელოვანი, ფუნჯებად შეკრული. ნაყოფი წაგრძელებული კოლოფია. აქვს მძაფრი მათრობელა სურნელი. მცენარე შხამიანია.

შეიცავს გლიკოზიდ არბუტინს, მთრიმლავ ნივთიერებას, სურნელოვან ეთერზეთს. ეთერზეთი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის პარალიზებას. მცენარის პრეპარატები იხმარება შარდმდენად, ამოსახველებლად, ტკივილგამაყუჩებლად, ბაქტეროციდულ და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებად. ნაყენი აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს წნევას, ახასათებს ნარკოტიკული ქმედება. იყენებენ რევმატიზმის და კანის დაავადებებისათვისაც.

 

 

 

88.     


წყლის კაკალი, ჭუღუმბური

Trapa natans L.

მეგრ. ოხოხია; ჩუბ. ბალახწაბლა.

 

ერთწლიანი წყლის მცენარეა. მცურავი ფოთლები გრძელია, შიშველი და ჩამოშვებული. კაკალი წაბლისებურია ერთი ან ორი რქოვანი ანაზარდით.

სამკურნალოდ აგროვებენ თესლს, რომლებიც შეიცავენ ნახშირწყლებს, სახამებელს. წყლის კაკალი დადებითად მოქმედებს მალარიით დაავადებულებზე. ნახარშს იყენებენ დიზინტერიის, ფაღარათის, გველების ნაკბენების სამკურნალოდ. სპი