გრამატიკა

IDevice Icon
მოქმედებითი ბრუნვის ფუნქციები

 

მოქმედებითი ბრუნვის ძირითადი ფუნქციაა მოქმედების იარაღის, მასალის გამოხატვა.

ფანქრ-ით ყვავილი დახატა.

მანქან-ით სახლში წავიდა.

კრამიტ-ით სახლი გადახურა...

მოქმედებითში დასმული სახელი გამოიყენება ასევე ადგილის, დროის, ვითარებისა და მიზეზის გარემოებების გადმოსაცემად:

ადგილის გარემოება: დასავლეთ-ით მზე ჩადის; ჩრდილოეთ-ით ღრუბელი მოჩანდა.

დროის გარემოება: დილ-ით ადრე ადგა; ზაფხულობ-ით მთაში ისვენებს.

ვითარების გარემოება: სიხარულ-ით შეხვდა; შიშ-ით ელოდა.

მიზეზის გარემოება: შიშ-ით ლამის გათავდა; სიხარულ-ით კინაღამ გადაირია.

მოქმედებითი ბრუნვის ფორმიანი სახელები გამოიყენება თანაობის აღსანიშნავადაც: ცოლ-ით და ბავშვებ-ით მოვიდა. ყვავილებ-ით მოგვადგა კარზე.

თანდებულიანი მოქმედებითი

 

მოქმედებით ბრუნვასთან გამოიყენება -ურთ თანდებული. იგი გადმოსცემს იმავე შინაარსს, რასაც: -თან, ერთად, -იანად. მაგ.: ბავშვ-ით-ურთ, კალმ-ით-ურთ... ბავშვ-იან-ად, კალმ-იან-ად...


-()დან: აღნიშნავს გამოსვლითობას: სახლიდან, ქალაქიდან...

 

  • ტექსტებიდან ამოწერეთ საზოგადო სახელების მოქმედებითი ბრუნვის უთანდებულო ფორმები.
  • დაწერეთ ხუთ-ხუთი წინადადება -ურთ და -დან თანდებულიანი მოქმედებითის გამოყენებით.

 

 

დაასრულეთ სიტყვები სათანადო თანდებულების საშუალებით. გამოიყენეთ -ურთ და -დან თანდებულები