კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

მაღაზიაში

თბილისში ბევრი დიდი მაღაზიაა. ამ მაღაზიებში ბევრი ხალხი დადის. მარკეტების და სუპერმარკეტების შენობები პატარა არ არის, ეს შენობები დიდია.

სუპერმარკეტებში გრძელ თაროებზე დევს პროდუქცია. ამ თაროებზე დევს პატარა ბარათები. ბარათებზე მოკლე ინფორმაციაა ამ პროდუქტების შესახებ.

ერთ თაროზე დევს ყავა, ჩაი, კაკაო. ეს პროდუქცია სხვადასხვა ფირმისაა. მეორე თაროზე შოკოლადებია. მესამეზე კანფეტებია...

ყველა პროდუქტი სხვადასხვა ფასი ღირს. ზოგი ძვირია, ზოგი იაფია. ზოგი პროდუქტი მძიმეა, ზოგი მსუბუქია.

ზოგი ერთ კილოგრამ ჩაის ყიდულობს, ზოგი ნახევარ კილო კანფეტს იღებს. ზოგი ორას გრამ ყავას იღებს, ზოგი კი ლიტრ რძეს ყიდულობს. ფულს სალაროში იხდიან. ზოგი პროდუქტი ძალიან ძვირია, ზოგი იაფი ღირს. ერთი თავი ყველი ზოგჯერ ორ კილოს იწონის, ზოგჯერ მეტს და ზოგჯერ ნაკლებს. თუ თავი დიდია, ის მეტს იწონის და ძვირია, თუ თავი პატარაა, ის ნაკლებს იწონის და იაფია.

ზოგიერთი ადამიანი სალაროში იხდის ფულს, ზოგს კი პლასტიკური ბარათები აქვს და თავისი ანგარიშიდან იხდის.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_არის თბილისში დიდი მაღაზიები?

_რამდენი ხალხი დადის ამ მაღაზიებში?

_რამხელა შენობებია მარკეტებისა და სუპერმარკეტებისთვის?

_სად დევს პროდუქცია სუპერმარკეტებში?

_სად წერია ინფორმაცია ამ პროდუქციის შესახებ?

_რა ღირს პროდუქტი?

_სად იხდიან ფულს?

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
20P1

 

დაწერეთ წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსი.

Գրե՛ք կարդացած տեքստի համառոտ բովանդակությունը.

Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.