კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

საყოფაცხოვრებო ნივთები

ჩემი სახლის გვერდით ორსართულიანი შენობა დგას. ამ შენობაში საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრია. მეორე სართულზე ატელიეა. ატელიეში სამი ოთახია. აქ მუშაობს რამდენიმე ადამიანი: ორი ტანსაცმლის მკერავია, ორი კი _ფეხსაცმლის მკერავი. ფეხსაცმლის მკერავს მეწაღეს ეძახიან. მეორე სართულზე სხედან საათის შემკეთებლებიც. მათ მესაათეებს ეძახიან.

პირველ სართულზე კი სახელოსნოა გახსნილი. აქ რამდენიმე ოთახია. აქ შეიძლება ნახო ტელევიზორის, მაცივრის, გაზქურის თუ სარეცხის მანქანის ხელოსანი. აქ თითქმის ყველა საოჯახო ნივთის შეკეთება შეიძლება.

პირველ სართულზევეა გახსნილი საყოფაცხოვრებო მომსახურების ბიურო. ამ ბიუროში შეგიძლია მიხვიდე ან დარეკო და გამოიძახო ხელოსანი სახლში: სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, ტელევიზორის, მაცივრისა თუ სარეცხი მანქანის ხელოსანი.

თუ სახლის გარემონტება გინდა, შეგიძლია დარეკო ან მიხვიდე ამ ბიუროში და ხელოსნების ბრიგადას გამოგიგზავნიან. მათ ჰყავთ მშენებლები, პარკეტის დამგებლები, შემთეთრებლები.

საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრის შენობის გვერდით გახსნილია სილამაზის სალონი. ამ სალონში მუშაობენ ცნობილი სტილისტები. ისინი სხვადასხვა ვარცხნილობას უკეთებენ კლიენტებს, სჭრიან და უღებავენ თმებს ქალებს. კაცებს წვერს პარსავენ და თმებს სჭრიან.

სილამაზის სალონში შეიძლება გაიკეთო მანიკური და პედიკური.

 

 

მოძებნეთ ტექსტში ახალი სიტყვები და ამოიწერეთ. შემდეგ მოიძიეთ ლექსიკონში და დაისწავლეთ მათი მნიშვნელობა.

Տեքստում գտե՛ք նոր բառերը և դո՛ւրս գրեք: Այնուհետև դրանք գտե՛ք բառարանում և սովորե՛ք դրանց նշանակությունը:

Mətndə yeni sözləri axtarıb yazın. Sonra lüğətdə onları axtarıb onların mənalarını öyrənin.

 

 

წერილობით უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

Գրավոր պատասխանե՛ք հետևյալ հարցերին.

Növbəti suallara yazılı cavab verin:

_რამდენსართულიანი შენობა დგას ჩემი სახლის გვერდით?

_რა არის ამ შენობაში?

_რამდენი ოთახია ატელიეში?

_რას ეძახიან ფეხსაცმლის მკერავს?

_ვის ეძახიან მესაათეებს?

_რა არის გახსნილი პირველ სართულზე?

_სად არის სილამაზის სალონი?

_რა შეიძლება გაიკეთო სილამაზის სალონში?

 

მოცემული ტექსტის გამოყენებით, დაწერეთ თემა: „სილამაზის სალონში“.

Օգտվելով տրված տեքստից` գրե՛ք շարադրություն. „სილამაზის სალონში“.

Verilən mətndən istifadə edərək mövzu yazın: „სილამაზის სალონში“.

 

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

* * *

გუშინ ჩვენს სახლში ტელევიზორი გაფუჭდა. კარგ ფილმს ვუყურებდი და უცებ ეკრანი ჩაქრა. ჩემი უფროსი ძმა მთელი საღამო აკეთებდა ტელევიზორს, მაგრამ ვერ გააკეთა. დღეს დილით კი მაცივარიც გაფუჭდა. მამამ დარეკა საყოფაცხოვრებო მომსახურების ბიუროში და ტელევიზორის და მაცივრის ხელოსნები გამოიძახა. საყოფაცხოვრებო ცენტრი ჩვენი სახლის გვერდითაა, ხელოსნები ზუსტად ნახევარ საათში მოვიდნენ. ტელევიზორის ხელოსანმა მალე შეაკეთა ტელევიზორი. მაცივრის ხელოსანი კი სამი საათი აკეთებდა. მამამ მათ ხელობის საფასური გადაუხადა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით.

დღეს, შუადღისას, კი უთო დაიწვა. დედა აუთოებდა და უცებ უთო გაცივდა, დედამ გამორთო, მერე შეაერთა ქსელში და უთო აღარ გაცხელდა.

ახლა დედას უთო მიაქვს საყოფაცხოვრებო ცენტრში. მეც დედას მივყვები. შევედით შენობაში, დედა მივიდა ბიუროში და უთოს ხელოსანი იკითხა. ხელოსანი გამოიძახეს. ის მეორე სართულიდან ჩამოვიდა, უთო ნახა და დედა ორ საათში დაიბარა.

მე და დედა სახლში დავბრუნდით, გზაზე მაღაზიაში შევედით და ნამცხვარი ვიყიდეთ.

სახლში ავედით. სახლში მარტო ჩემი ძმა და მისი მეგობარი იყვნენ. დედამ სუფრა გაშალა, ჩაი აადუღა, ნამცხვარი დაჭრა და ჩვენ სუფრასთან დავსხედით.

ნამცხვარი ძალიან გემრიელი იყო.

მერე დავსხედით და ტელევიზორში კარგ ფილმს ვუყურეთ. დედა წავიდა და უთო მოიტანა. მალე მამაც მოვიდა და დიდი საზამთრო მოიტანა. დედამ და მამამ საზამთრო დაჭრეს. ის ძალიან წითელი და გემრიელი იყო.

დარჩენილი საზამთროს ნაჭრები დედამ მაცივარში შეინახა.

 

მოძებნეთ ტექსტში ახალი სიტყვები და ამოიწერეთ. შემდეგ მოიძიეთ ლექსიკონში და დაისწავლეთ მათი მნიშვნელობა.

Տեքստում գտե՛ք նոր բառերը և դո՛ւրս գրեք: Այնուհետև դրանք գտե՛ք բառարանում և սովորե՛ք դրանց նշանակությունը:

Mətndə yeni sözləri axtarıb yazın. Sonra lüğətdə onları axtarıb onların mənalarını öyrənin.

 

 

წერილობით უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

Գրավոր պատասխանե՛ք հետևյալ հարցերին.

Növbəti suallara yazılı cavab verin:

_რა გაფუჭდა გუშინ ჩვენს სახლში?

_რას ვუყურებდი ტელევიზორში?

_რა ჩაქრა?

_ვინ აკეთებდა მთელი საღამო ტელევიზორს?

_კიდევ რა გაგვიფუჭდა?

_სად დარეკა მამამ?

_რა არის ჩვენი სახლის გვერდით?

_რამდენ ხანში მოვიდნენ ხელოსნები?

_რამდენი ხანი აკეთებდნენ მაცივარს?

_რა გადაუხადა მამამ ხელოსნებს?

_რა გაფუჭდა დღეს?

_სად მიგვაქვს უთო?

_როგორი იყო ნამცხვარი?

_რა დაჭრეს დედამ და მამამ?

_სად შეინახა დედამ საზამთროს ნაჭრები?

 

მოცემული ტექსტის გამოყენებით, დაწერეთ თემა: „ტელევიზორი გამიფუჭდა“.

Օգտվելով տրված տեքստից` գրե՛ք շարադրություն. „ტელევიზორი გამიფუჭდა“.

Verilən mətndən istifadə edərək mövzu yazın: „ტელევიზორი გამიფუჭდა“.