გრამატიკა

IDevice Icon

 

 

მიზნისა და მიზეზის გამოხატვა

 

მოქმედების მიზეზს ქართულში –გან, გამო თანდებულები გამოხატავენ:

-გან: სიცივისაგან, შიმშილისაგან, სიცხისაგან...

-ის გამო: სიცხის გამო, შიმშილის გამო, სიცივის გამო, ავადმყოფობის გამო...

–გან, გამო თანდებულები დაერთვის ნათესაობითი ბრუნვის ფორმას: სიცხ–ის–გან; სიცხ–ის გამო... –გან უშუალოდ დაერთვის ნათესაობითი ბრუნვის ფორმას; გამო თანდებული – ცალკე მდგომია...

მიზეზის გამოსახატავად ხშირად რთული წინადადების კონსტრუქციის აგება ხდება საჭირო; მიზეზს კავშირი იმიტომ რომ გამოხატავს: იმიტომ რომ...

მაგ., სახლში იმიტომ წავედი, რომ გაკვეთილები გაცდა.

მიზეზის გამომხატველ სიტყვებსა და კონსტრუქციებს შემდეგი კითხვები დაესმის: რატომ? რის გამო? რა მიზეზით?

მიზნის გამოსახატავად გამოიყენება –თვის თანდებულიანი ნათესაობითი ან ვითარებითი ბრუნვა:

-თვის: სწავლისთვის, საჭმლისთვის, ტანსაცმლისთვის...

-ად, -დ: სათევზაოდ, სათამაშოდ, მოსატანად, წასაყვანად...

ზოგჯერ მიზანი აღწერითად გამოიხატება: ...-ის მიზნით: ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შესწავლის მიზნით, დათვალიერების მიზნით...

 

სავარჯიშოები:

 

დასვით სათანადო კითხვა:

შიშისაგან ბავშვებმა ტირილი დაიწყეს.

სიცხის გამო ყველა შეწუხებული იყო.

დედას ავადმყოფობის გამო სამი დღეა სკოლაში ვერ წავედი.

დავალება იმიტომ ვერ დავწერე, რომ ძნელი იყო.

 

 

  • მოიძიეთ ტექსტში მიზეზისა და მიზნის გამომხატველი ფრაზები და ამოიწერეთ.

  • ჩამოწერეთ საგზაო ნიშნების ჯგუფები.
  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 46P1

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო46P2