გრამატიკა

IDevice Icon

მოქმედების განმეორებადობა და სიხშირე

მოქმედების განმეორებადობსა და სიხშირის გამოსახატავად ქართულ ენაში სპეციალური ზმნიზედები გამოიყენება: არასოდეს _ იშვიათად _ ზოგჯერ _ ხანდახან - ხშირად _ ყოველთვის _ მუდამ _ საერთოდ...

ამ ზმნიზედებთან საჭიროა ზმნის სათანადო დროის ფორმების შერჩევ; ცხრილის სახით გთავაზობთ ამ ზმნიზედებისა და ზმნის სათანადო ფორმების შეფარდების ცხრილს:

არასოდეს

არ ვყოფილვარ, არ მითქვამს,

არ მივდივარ, არ ვსწავლობ...

არ მითხოვია, არ დავპირებივარ...

წარსული შედეგობითი,

ახლანდელი დრო

იშვიათად

ზოგჯერ

ხანდახან

ხშირად

ყოველთვის

მუდამ

საერთოდ

ვარ, მივდივარ, ვსწავლობ, ვეუბნები, ვთამაშობ, ვვარჯიშობ, ვცეკვავ, ვსეირნობ, ვოცნებობ...

ვთხოვ, ვპირდები...

ახლანდელი დრო

(+ ხოლმე)

მაგალითები:

1.სამოგზაუროდ არასოდეს მარტო არ მივდივარ, ყოველთვის მეგობრებთან ერთად მივდივარ ხოლმე.

2.თეატრში იშვიათად მივდივარ, უფრო ხშირად კინოში დავდივარ ხოლმე.

3.დედაჩემს ყოველთვის ვეუბნები სად მივდივარ, ყოველთვის იცის, სად ვარ.

4.მე ოცნება ძალიან მიყვარს, მუდამ ვოცნებობ.

5.ჩემს მეგობრებთან ერთად ხანდახან კინოში მივდივარ, იშვიათად _ თეატრში და ხშირად ვსეირნობთ პარკში.

6.არასოდეს არ დავპირებივარ, დაგეხმარები-მეთქი, ყოველთვის ვეუბნებოდი, არ ვიცი, დაგეხმარები თუ არა-მეთქი.

7.არასოდეს არ მითხოვია სხვისთვის ფული, მე ყოველთვის მაქვს ჩემი ფული.

  • ააგეთ 10 წინადადება მოქმედების განმეორებადობისა და სიხშირის გამომხატველი სიტყვების გამოყენებით.
  • მოიძიეთ ტექსტში მოქმედების განმეორებადობისა და სიხშირის გამომხატველი სიტყვები. ამოიწერეთ მთლიანად წინადადებები.