მოსმენა / ლაპარაკი

IDevice Icon


მოისმინეთ დიალოგი

 

 

  • უცნობი სიტყვები მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით ააგეთ 10 წინადადება და წარმოთქვით.

 

  • ხელმეორედ მოისმინეთ ტექსტი და 1-2 წინადადებით გადმოეცით, რაზეა აუდიოტექსტში საუბარი.

  • დასვით სათანადო კითხვები

 
_ გუშინ ჩავაბარე ბოლო საატესტატო გამოცდა და ახლა უკვე აბიტურიენტი ვარ.

_სკოლა დავამთავრე წარჩინებით, ოქროს მედალზე.

_დავრეგისტრირდი ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე.

_კი, დიდი ხანია ფსიქოლოგობა მინდა.

_ძალიან მომწონს ეს პროფესია, დღეს უამრავი პრობლემის გამო, საზოგადოებას ძალიან სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, თან საინტერესოცაა.

_ერთ თვეში.

 

  • ისწავლეთ საკომუნიკაციო სიტყვები და ფრაზები; მათი გამოყენებით შეადგინეთ წინადადებები და ააგეთ დიალოგი:

 
თუ წინააღმდეგი არ იქნებით...

თუ ეს მისაღებია...

თუ პრობლემა არ არის...

თუ არ შეწუხდებით...

თუ ნებას მომცემთ...

თუ თქვენთვის საინტერესოა...

დააკავშირეთ კითხვებთან სწორი პასუხები: