რუსთაველის ფონდმა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ წარდგენილი ხუთი პროექტი დააფინანსა

 

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა

 

"საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი III _ ქართული დიალექტური კორპუსის მორფოლოგიური ანოტირება და დიდი დიალექტური ლექსიკოგრაფიული ბაზის შექმნა", პროექტის ხელმძღვანელი - მარინე ბერიძე

 

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსში კი გამარჯვებულად გამოცხადდა შემდეგი პროექტები:

 

1. მეგრულ-ლაზური ფრაზეოლოგია, პროექტის ხელმძღვანელი - ვაჟა შენგელია

2. ზემოსვანური (ენგურისა და კოდორის ხეობათა) ტექსტების მორფონოლოგიური სეგმენტაცია (გამოკვლევა და სიმფონია-ლექსიკონი ქართულ-ინგლისური ვერსიითურთ), პროექტის ხელმძღვანელი - ქეთევან მარგიანი-სუბარი

3. თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია II. თანამედროვე ქართული ენის დიალექტთა მორფოლოგია, პროექტის ხელმძღვანელი - გიორგი გოგოლაშვილი

4. ნახურ და დაღესტნურ ენათა შედარებითი გრამატიკა, პროექტის ხელმძღვანელი - ნოდარ არდოტელი

 

ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს!