2010 წლის 12 აპრილს  არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში შედგა სამუშაო შეხვედრა (workshop) თემაზე:

 დისტანციური სწავლება და ქსელური თანამშრომლობა

 

შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღო დისტანციური სწავლებისა და ტრენერთა დახელოვნების კონსულტანტმა  ანდრეას ჰორფურტერმა (Germany, common sense/eLearning & training consultants GmbH), რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა  ორგანიზაცია ”Inwent”-ის მიერ 2009 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო   2010-2011 წლებში განსახორციელებელი პროექტების მიზნები და ამოცანები. ითქვა, რომ  2010 წლის ივნისში თბილისში ჩატარდება რეგიონალური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამიერკავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები.  კონფერენციაზე პროექტში მონაწილე ორგანიზაციები წარადგენენ საპილოტო პროგრამებს, ხოლო იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც უკვე დაინერგა  დისტანციური სწავლება და ინსტიტუციებს შორის შედგა ქსელური თანამშრომლობა, გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

სამუშაო შეხვედრა გახსნა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ლალი ეზუგბაიამ, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა ანდრეას ჰორფურტერს თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებასა და კვლევაში თანამედროვეობის მოთხოვნაა და ყველა სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა შეძლოს ამ ამოცანის გადაწყვეტა.

შედგა შემდეგი პრეზენტაციები :

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აკაკი წერეთლის  ქუთაისის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრა იყო საქმიანი და ნაყოფიერი იმ თვალსაზრისით, რომ მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და გამოკვეთეს პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაში დისტანციური სწავლება უნდა იყოს არა მხოლოდ  დამხმარე საშუალება, არამედ, ერთადერთი გარდაუვალი აუცილებლობა. მათ ერთსულოვნად დააფიქსირეს ქსელური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა.

დასასრულ, ანდრეას ჰორფურტერმა  შეაფასა სამუშაო შეხვედრა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს: Inwent”-ის კოორდინატორს საქართველოში ირაკლი შურღულაიას და ენთმეცნიერების ინსტიტუტი დირექტორის მოადგილეს მარიამ მანჯგალაძეს.