წაიკითხეთ ტექსტი - 2

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

1.

ქართულ ენაში შეკრების მოქმედების გამოსახატავად შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ენობრივი კონსტრუქციები:

ორს მივუმატოთ (მიმატებული) ორი უდრის ოთხს.

ორს მივუმატოთ ორი ტოლია ოთხის.

ორს მივუმატოთ ორი იქნება ოთხი.

ორს მივუმატოთ ორი არის ოთხი (ოთხია).

2.

გამოკლება ოთხი უმთავრესი მათემატიკური ოპერაციიდან ერთ-ერთია. გამოკლება მიმატების საწინააღმდეგო პროცესია. მისი მათემატიკური სიმბოლოა - (მინუსი).  გამოკლების შედეგად მიღებულ შედეგს სხვაობასაც უწოდებენ.

ათს გამოვაკლოთ ხუთი უდრის ხუთს, ანუ სხვაობა ხუთია; ათს გამოკლებული ხუთი იქნება ხუთი (10-5=5). რვას რომ შვიდი გამოვაკლოთ, მივიღებთ ერთს (8-7=1). ისევე, როგორც მიმატების შემთხვევაში, ნულის გამოკლება რაოდენობას არ ცვლის. ანუ: ორმოცს გამოვაკლოთ ნული ტოლია ორმოცის (40-0=40), ნულის გამოკლებით რაოდენობა არ შეცვლილა.

გამოკლების მოქმედების გადმოსაცემად შეიძლება შემდეგი ფორმების გამოყენება:

რვას გამოვაკლოთ (გამოკლებული) სამი უდრის ხუთს.

რვას გამოვაკლოთ სამი ტოლია ხუთის.

რვას გამოვაკლოთ სამი იქნება ხუთი.

რვას გამოვაკლოთ სამი  არის ხუთი (ხუთია).

3.

გამრავლებაც ოთხი არითმეტიკული ოპერაციიდან ერთ-ერთია. მისი მათემატიკური სიმბოლოა × (ჯერ); გამრავლების ოპერაციის დროს, ტრადიციულად დამკვიდრებული წესის მიხედვით, ერთი ციფრი მრავლდება იმდენჯერ, რამდენსაც აჩვენებს (წარმოადგენს) მეორე.  მაგალითად სამჯერ შვიდი (3  × 7) ნიშნავს, რომ სამი უნდა ავიღოთ შვიდჯერ ან პირიქით, შვიდი ავიღოთ სამჯერ. გამრავლების შედეგად მიღებულ შედეგს ნამრავლი ეწოდება. ხუთი გამრავლებული ხუთზე, ანუ ხუთჯერ ხუთი უდრის ოცდახუთს (5×5=25).  სამი გამრავლებული ექვსზე თვრამეტის ტოლია (3×6=18).

რიცხვის ნულზე გამრავლების შემდეგ  ნამრავლი ნულია. თორმეტი გავამრავლოთ ნულზე უდრის ნულს (12×0=0).

 

ცხრა გავამრავლოთ (გამრავლებული) სამზე უდრის ოცდაშვიდს.

ცხრა გავამრავლოთ სამზე ტოლია ოცდაშვიდის.

ცხრა გავამრავლოთ სამზე იქნება ოცდაშვიდი.

ცხრა გავამრავლოთ სამზე არის ოცდაშვიდი (ოცდაშვიდია).

ამავე დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ფორმები:

რვაჯერ ორი უდრის თექვსმეტს.

რვაჯერ ორი ტოლია თექვსმეტის.

რვაჯერ ორი იქნება თექვსმეტი.

რვაჯერ ორი არის თექვსმეტი(თექვსმეტია).

4.

გაყოფა რიცხვის რამდენიმე ნაწილად დანაწილება, დაყოფაა. მისი მათემატიკური ნიშანი ანუ სიმბოლოა ÷;  ნულზე გაყოფა არ შეიძლება.

ოცდაათი გავყოთ ხუთზე უდრის ექვსს (30÷5=6), ანუ განაყოფი ექვსის ტოლია. ორმოცი გაყოფილი  ათზე ოთხის ტოლია (40÷10=4).

ექვი გავყოთ (გაყოფილი)ორზე უდრის სამს.

ექვსი გავყოთ ორზე ტოლია სამის.

ექვსი გავყოთ ორზე იქნება სამი.

ექვსი გავყოთ სამზე არის ორი.

როგორც ვიცით, სწორედ ეს არითმეტიკული ოპერაციებია ყველა სხვა დანარჩენი მათემატიკური ოპერაციის საფუძველი.