გრამატიკა

IDevice Icon
ნაზმნარი სიტყვა - მიმღეობა და მისი წარმოება

 

სიტყვას, რომელსაც სახელის ნიშნებიც აქვს და ზმნისაც, სახელზმნა ჰქვია. წინადადებაში ის შეიძლება იყოს, როგორც განსაზღვრება: აშენებული სახლი, ასაშენებელი სახლი, აუშენებელი სახლი. მისი კითხვებია: როგორი? რომელი?

ხშირად მიმღეობა არსებითი სახელის მნიშვნელობით გამოიყენება, ე. ი. გაარსებითებულია; მაგ.: მწერალი, მხატვარი, მასწავლებელი, მკერავი, საშლელი...

უზმნისწინო მიმღეობა უსრული ასპექტისაა, ზმნისწინიანი - სრული.

მიმღეობა დროის მიხედვით სხვადასხვაგვარია.

წარსული დროის მიმღეობაა: გაკეთებული, დახატული, დაწერილი...

მომავალი დროის მიმღეობაა: გასაკეთებელი, დასახატი, დასაწერი...

მოქმედებითი გვარის მიმღეობაა: გამკეთებელი, დამხატავი, დამწერი...

ვნებითი გვარის მიმღეობაა: გაკეთებული, დახატული, დაწერილი...

მოქმედებითი გვარის მიმღეობა იწარმოება მ- -ელ და მა- -ელ თავსართ-ბოლოსართით: მ-შენებ-ელ-ი, მ-კეთებ-ელ-ი, მ-თლ-ელ-ი... მა-სწავლებ-ელ-ი, მა-ტარებ-ელ-ი, და-მამტკიცებ-ელ-ი...

ვნებითი გვარის მიმღეობის ძირითადი მაწარმოებლებია: -ილ, -ულ სუფიქსები, ნა- პრეფიქსი, -სა პრეფიქსი ცალკე ან -ელ სუფიქსთან ერთად:

დაწერ-ილ-ი, გახსნ-ილ-ი, გაჭრ-ილ-ი...

გაღებ-ულ-ი, დახატ-ულ-ი, გაშავებ-ულ-ი...

ნა-ხნავ-ი, ნა-ხატ-ი, ნა-ბან-ი...

სა-ხნავ-ი, და-სა-ხატი, და-სა-ბანი...

გა-სა-კეთებ-ელ-ი, გა-სა-უთოვებ-ელ-ი, გა-სა-შლ-ელ-ი...

უ- პრეფიქსი ცალკე ან -ელ სუფიქსთან ერთად აწარმოებს უარყოფითი მნიშვნელობის მქონე მიმღეობებს: და-უ-ხატავ-ი, და-უ-ნახავი, და-უ-ბარავი... გა-უ-კეთებ-ელ-ი, და-უ-წერ-ელ-ი, გა-უ-ხსნ-ელ-ი...

 

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P133/1

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P133/2

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P133/3