კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

ნიკა, აჩი და ბესო მეგობრები არიან. ისინი სწავლობენ თბილისში, უნივერსიტეტში. მესამე კურსზე არიან. სამივეს ძალიან უყვარს მოგზაურობა და ხშირად დადიან სამოგზაუროდ. ამ ზაფხულს ისინი წავიდნენ ხევსურეთში და იქიდან გადავიდნენ გუდამაყრის ხეობაში. ხევსურეთი საქართველოს მთიანი მხარეა. აქ სოფლები მთებზეა და ძალიან ძნელია სოფლებში ასვლა. ნიკა, აჩი და ბესო ბევრს დადიოდნენ, დაათვალიერეს ბევრი ლამაზი ადგილი. ისინი სოფელ როშკაში ავიდნენ. სოფელი ძალიან მაღლაა, მთის წვერზე. იქ ასვლას დიდი დრო სჭირდება. მეგობრებიც დიდხანს ადიოდნენ სოფლამდე. გაიარეს ტყე, მინდორი და ბოლოს, ოთხი საათის მერე, ავიდნენ როშკაში. ამ სოფელში რამდენიმე მოსახლეა. სოფელში ძალიან გაუხარდათ სტუმრების ნახვა. ისინი ერთ ოჯახში შევიდნენ. იქ ხევსურებმა სუფრა გაუშალეს, ხინკლები მოხარშეს და ლუდი დაალევინეს. ლუდს საქართველოს მთიან კუთხეებში ოჯახებში ამზადებენ. ის ძალიან გემრიელი სასმელია.

იმ ღამეს ბიჭები როშკაში დარჩნენ, მეორე დღეს კი დაემშვიდობნენ მასპინძლებს და ქვევით ჩამოვიდნენ. როშკიდან ჩამოსვლა უფრო ადვილი იყო. ისინი ორ საათში ქვემოთ იყვნენ.

როშკის ძირში ჩანჩქერი ჩამოედინება. ამ ჩანჩქერის თავი მაღლა მთაშია.

ბიჭები ახლა გუდამაყრის ხეობისაკენ მიდიან, მთაზე გადადიან. ისინი სოფელ ჩოხში უნდა ჩავიდნენ და მერე იქიდან ფასანაურის გავლით თბილისში დაბრუნდებიან.

ბიჭები ხშირად დადიან ხევსურეთსა და გუდამაყარში და კარგად იციან გზა ხევსურეთიდან გუდამაყრისაკენ.

მომავალ ზაფხულს ისინი აპირებენ თუშეთისაკენ წასვლას. თუშეთიც საქართველოს მთიანი მხარეა. თუშეთში ასვლა მათ დიდი ხანია უნდათ. მათი მეგობარი ერეკლე თუშია. ის თუშეთიდანაა. სოფელ შენაქოდან. ერეკლე მათთან ერთად წავა და აიყვანს მეგობრებს თუშეთში.

 

  • ამოიწერეთ მიმართულებისა და ორიენტაციის გამომხატველი სიტყვები და მოიძიეთ ლექსიკონში. 
  • Լսած երկխոսություններից դո՛ւրս գրեք ուղղություն և կողմնորոշում արտահայտող բառերը և գտե՛ք բառարանում: 
  • Istiqamət və səmt bildirən sözləri yazın və lüğətdə axtarıb tapın.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_სად წავიდნენ ბიჭები?

_რომელ სოფელში გაათიეს ღამე მეგობრებმა?

_რით გაუმასპინძლდნენ ბიჭებს მასპინძლები?

_რა გზით აპირებენ ბიჭები თბილისში ჩასვლას?

_რა გეგმა აქვთ ბიჭებს მომავალი ზაფხულისათვის?

_ვინ იქნება მეგობრების მასპინძელი თუშეთში?

 

  • დაწერეთ წაკითხული ტექსტის შინაარსი. 
  • Գրե՛ք կարդացածի համառոտ բովանդակությունը. 
  • Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.