კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

საქართველო არის სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსეთი. სამხრეთიდან - თურქეთი და სომხეთი, სამხრეთ - აღმოსავლეთიდან - აზერბაიჯანი.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს.

საქართველოს დედაქალაქია თბილისი. სახელმწიფო ენაა ქართული.

საქართველოს დიდი ხნის ისტორია აქვს. ანტიკურ ხანაში აქ იყო ქართული სახელმწიფოები - კოლხეთი და იბერია.

ლიხის ქედი საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ყოფს.

საქართველო იყოფა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რეგიონებად. ესენია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარა-გურიის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს, სვანეთის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონები.

საქართველოს ზოგიერთი კუთხე მთიანია, ზოგი კი ბარში მდებარეობს. მთიანი კუთხეებია: ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი, ხევი, მთიანი აჭარა, რაჭა–ლეჩხუმი, სვანეთი.

ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია.

საქართველოს აქვს ზამთრის კურორტები და ზაფხულის კურორტები.

ზამთრის კურორტებია ბაკურიანი და გუდაური. აქ დიდი სათხილამურო ტრასებია. გუდაური და ბაკურიანი დეკემბრიდან იღებს დამსვენებლებს და საკურორტო სეზონი აპრილის ბოლომდე გრძელდება.

ზაფხულის ზღვის კურორტები მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმი და ქობულეთი საქართველოში ყველაზე ცნობილი ზღვისპირა დასასვენებელი ადგილებია. ბორჯომი, ლიკანი, წყალტუბო, ბახმარო მთის კურორტებია. აქ ცნობილი მინერალური წყლებია. ეს წყლები სამკურნალოა.

საქართველოში ზამთარსა და ზაფხულში ბევრი ტურისტი და დამსვენებელი ჩამოდის.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

 

_რომელ კონტინენტზე მდებარეობს საქართველო?

_რომელი ზღვის სანაპიროზეა საქართველო?

_რომელია ზამთრის სათხილამურო კურორტები?

_სად მდებარეობს ბათუმი და ქობულეთი?

_რომელი მთის კურორტებია ცნობილი მინერალური წყლებით?

 

დაწერეთ თემა: საქართველო.

Գրե՛ք շարադրություն. საქართველო.

Mövzu yazın: საქართველო.

 

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

ეს საქართველოს რუკაა.

რუკაზე კარგად ჩანს, რომ იგი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, კავკასიის რეგიონში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსეთი. სამხრეთიდან _ თურქეთი და სომხეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან _ აზერბაიჯანი.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს.

ეს დასავლეთ საქართველოა, ეს კი - აღმოსავლეთ საქართველო. მათ ერთმანეთისგან ჰყოფს ლიხის მთა. აჭარა, აფხაზეთი, იმერეთი, გურია დასავლეთ საქართველოს კუთხეებია. დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონებია: სვანეთი, რაჭა–ლეჩხუმი, მთიანი აჭარა.

სამხრეთ–დასავლეთით მდებარეობს სამცხე–ჯავახეთი, აღმოსავლეთით - ქართლი, კახეთი. აღმოსავლეთის მთის რეგიონებია: ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი.

ჩრდილოეთით შეგვიძლია ვნახოთ მთიანი რეგიონები: თიანეთი, მთიულეთი, ხევი.

ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია.

საქართველოს დედაქალაქია თბილისი. სახელმწიფო ენაა ქართული.

საქართველოს დიდი ქალაქებია: ქუთაისი, თელავი, ბათუმი, სოხუმი...

საქართველოს აქვს ზამთრისა და ზაფხულის კურორტები.

ზამთრის კურორტებია ბაკურიანი და გუდაური. აქ დიდი სათხილამურო ტრასებია. გუდაური და ბაკურიანი დეკემბრიდან იღებს დამსვენებლებს და საკურორტო სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება.

ზაფხულის ზღვის კურორტები მდებარეობს შავი ზღვის ზოლზე.

ბორჯომი, ლიკანი, წყალტუბო, ბახმარო მთის კურორტებია. აქ ცნობილი მინარალური წყლები ამოდის მიწიდან. ეს სამკურნალო წყლებია.

 

  • ამოიწერეთ ტექსტიდან უცნობი სიტყვები და ააგეთ ამ სიტყვებით წინადადებები.
  • Տեքստից դո՛ւրս գրեք անծանոթ բառերը և դրանք գտե՛ք բառարանում.
  • Mətndən yad sözləri yazıb lüğətdə axtarın.



  • შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები; დაწერეთ.
  • Այս բառերով կազմե՛ք նոր նախադասություններ, գրե՛ք:
  • Bu sözlərdən yeni cümlələri tərtib edib yazın.