კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

დედამიწაზე ხუთი კონტინენტია: ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ევროპა და აზია. საქართველო ევროპის კონტინენტს ეკუთვნის, ის კავკასიის რეგიონშია. საქართველოს მეზობელი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და თურქეთი. სომხეთი და აზერბაიჯანიც კავკასიის რეგიონშია.

საფრანგეთი, გერმანია, ბულგარეთი, იტალია - ევროპის ქვეყნებია.

ირანი, ერაყი, იაპონია, ჩინეთი - აზიის ქვეყნებია.

ამერიკის კონტინენტი ორ ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთი ამერიკა და სამხრეთი ამერიკა. ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზეა. მისი მეზობლები არიან კანადა და მექსიკა.

სამხრეთ ამერიკას ლათინურ ამერიკასაც უწოდებენ. სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე არის ლათინური ამერიკის ქვეყნები: ვენესუელა, ბრაზილია, არგენტინა...ლათინურ ამერიკაში ძირითადად საუბრობენ ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ენა ინგლისურია.

საფრანგეთში ფრანგები ცხოვრობენ, რუსეთში _ რუსები, თურქეთში _ თურქები, სომხები _ სომხეთში.

ესპანელები ესპანეთში ცხოვრობენ, ჩინელები _ ჩინეთში, აზერბაიჯანელები _ აზერბაიჯანში, ქართველები კი - საქართველოში.

მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს ჩინურ ენაზე, ჩინეთში ყველაზე ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ჩინელები ძალიან ბევრნი არიან. ბევრი ადამიანი საუბრობს ინგლისურ ენაზე, ინგლისური საერთაშორისო ენაა. ბევრი ინგლისელი ინგლისურის გარდა სხვა ენაზე ვერ საუბრობს.

ფრანგები ფრანგულად ლაპარაკობენ, ბელგიელებიც ფრანგულად საუბრობენ. გერმანელები და ავსტრიელები _გერმანულად, ესპანელები _ ესპანურად, პოლონელები _ პოლონურად...

ამბობენ, ფრანგული პოეზიის ენა არის, ინგლისური კი _ მუსიკისო.

 

  • ამოიწერეთ ტექსტიდან სიტყვები, რომლებიც ადამიანის სადაურობას გამოხატავენ. 
  • Տեքստից դո՛ւրս գրեք այնբ առերը, որոնք արտահայտում են մարդու որտեղացի լինելը: 
  • Mətndən insanın haralı olduğunu bildirən sözləri yazın.

 

 
უპასუხეთ კითხვებს: (დამოუკიდებელი)

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რამდენი კონტინენტია დედამიწაზე?

_სად ცხოვრობენ ჩინელები?

_რომელ ენაზე საუბრობს ყველაზე მეტი ადამიანი?

_რომელია საერთაშორისო ენა?

_რა ენაზე საუბრობენ ავსტრიელები?

 

  • დაწერეთ თემა: დედამიწის ხუთი კონტინენტი. 
  • Գրե՛քշարադրություն. დედამიწის ხუთი კონტინენტი. 
  • Mövzu yazın: დედამიწის ხუთი კონტინენტი. 

 

  • შეასრულეთ წერითი დავალება  
  • Կատարեք գրավոր առաջադրանքը
  • Yazılı tapşırığı yerinə yetirin


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:


მოქალაქეობა

ფრანსუაზა ფრანგია, ის საფრანგეთის მოქალაქეა. ფრანსუაზას მამაც ფრანგია, საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. ფრანსუაზას დედა საფრანგეთის მოქალაქეა, მაგრამ ის საფრანგეთში არ დაბადებულა. ის ეროვნებით უკრაინელია. ფრანსუაზა ფრანგულადაც ლაპარაკობს და უკრაინულადაც. ფრანსუაზას დედამ კი იცის უკრაინული, რუსული და ფრანგული.

ფრანსუაზა ამერიკაში სწავლობს, ვაშინგტონის უნივერსიტეტში. მისი თანაკურსელები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. მას ჰყავს ევროპელი, აზიელი, აფრიკელი მეგობრები.

მარინუსი ეროვნებით ბერძენია. ის საბერძნეთის მოქალაქეა და ფრანსუაზას მეგობარია. მუჰამედი არაბია. ის ლიბანის მოქალაქეა. მუჰამედმა იცის არაბული, ფრანგული და ინგლისური ენები. სინდი ეროვნებით ავსტრალიელია, მაგრამ ინგლისის მოქალაქეა. სინდი და მუჰამედი ფრანსუაზას და მარინუსის მეგობრები არიან. მათ ჰყავთ გერმანელი, ინდოელი, იაპონელი და შვედი თანაკურსელები. შტეფანი გერმანიის მოქალაქეა, რაჯა _ ინდოეთის. ინგრიდი კი შვედეთში დაიბადა და გაიზარდა. ის შვედეთის მოქალაქეა. ინგრიდი ლაპარაკობს შვედურად, ფინურად და ინგლისურად.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რომელი ქვეყნის მოქალაქეა ფრანსუაზა?

_სადაურია ფრანსუაზა?

_რომელი ენები იცის ფრანსუაზას დედამ?

_სად სწავლობს ფრანსუაზა?

_სადაურია მუჰამედი?

_რომელი ენები იცის ინგრიდმა?

 

  • დაწერეთ ტექსტის მოკლე შინაარსი.  
  • Գրե՛ք տեքստի համառոտ բովանդակությունը: 
  • Mətnin qısa məzmununu yazın.

 
 

  • შეასრულეთ წერითი დავალება 
  • Կատարեք գրավոր առաջադրանքը 
  • Yazılı tapşırığı yerinə yetirin

40P2