გრამატიკა

IDevice Icon

იჭერს, აჭმევს ზმნები შემდეგნაირად იუღლება:

ახლანდელი დრო

მხ. რ.

მრ. რ.

მე ვ–იჭერ

მე ვ–აჭმევ

ჩვენ ვ–იჭერ–თ

ჩვენ ვ–აჭმევ–თ

შენ იჭერ

შენ აჭმევ

თქვენ იჭერ–თ

თქვენ აჭმევ–თ

ის იჭერ–ს

ის აჭმევ–ს

ისინი იჭერ–ენ

ისინი აჭმევ–ენ

მომავალი

მხ. რ.

მრ. რ.

მე და–ვ–იჭერ

მე ვ–აჭმევ

ჩვენ და–ვ–იჭერ–თ

ჩვენ ვ–აჭმევ–თ

შენ და–იჭერ

შენ აჭამევ

თქვენ და–იჭერ–თ

თქვენ აჭმევ–თ

ის და–იჭერ–ს

ის აჭმევ–ს

ისინი და–იჭერ–ენ

ისინი აჭმევ–ენ

წარსული

მხ. რ.

მრ. რ.

მე და–ვ–იჭირე

მე ვ–აჭამე

ჩვენ და–ვ–იჭირე–თ

ჩვენ ვ–აჭამე–თ

შენ და–იჭირე

შენ აჭამე

თქვენ და–იჭირე–თ

თქვენ აჭამე–თ

მან და–იჭირ–ა

მან აჭამ–ა

მათ და–იჭირ–ეს

მათ აჭამ–ეს

 

  • მოიძიეთ ტექსტში ვაჭმევ, ვიჭერ ზმნების სხვადასხვა დროისა და პირის ფორმები. მათი გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება. 

  • დამოკიდებულების (მოწონების,სიყვარულის, სიძულვილის) გამომხატველი ზმნების თავისებურებანი

 

         მოწონების, სიყვარულის, სიძულვილის გამომხატველი ზმნები

მომწონს, მიყვარს, მძულს, მეზიზღება... ქართულში რიგ თავისებურებებს ავლენს: როცა მოქმედ პირს ობიექტური ნიშანი აღნიშნავს, სამოქმედოს კი –სუბიექტური პირის ნიშანი.

მიყვარს ზმნაში მ– არ არის სუბიექტური პირის ნიშანი (შევადაროთ: ვ–არ, ვ–ხატავ, ვ–აჭმევ...). ის პირველი ობიექტური პირის ნიშანია. მაშასადამე, ზმნების ამ ჯგუფში ობიექტური პირის ნიშანი გამოხატავს სუბიექტს:

I პირი

მ–იყვარს

მო–მ–წონს

მ–ძულს

მ–ეზიზღება

II პირი

გ–იყვარს

მო–გ–წონს

გ–ძულს

გ–ეზიზღება

III პირი

უ–ყვარს

მო–ს–წონს

ს–ძულს

ეზიზღება

  • ამოიწერეთ ტექსტიდან დამოკიდებულების აღმნიშვნელი ზმნები. 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 44P1