კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

წაიკითხეთ ტექსტი:

მე არქიტექტორი ვარ და სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ. ჩვენი კომპანია ორი წლისაა და სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს. ჩემ გარდა, კომპანიაში კიდევ ერთი არქიტექტორია, ჩვენთან მუშაობენ მშენებლები, დიზაინერები, კომპიუტერის სპეციალისტები და სხვა პროფესიის ადამიანები. არჩილს დიდი ხანია საკუთარი სახლის აშენება უნდა. ის გუშინ ჩემთან მოვიდა და ჩემი კომპანიის შესახებ შეკითხვები დამისვა.

ჩვენი კომპანიის მეპატრონე ანუ მფლობელი მერაბ მელიქიძეა. ის 30 წლისაა, მაგრამ უკვე გამოცდილი მენეჯერია.

მე არჩილს შევთავაზე ჩვენს ოფისში წამოსვლა. და მეორე დღეს ერთად წავედით ჩემს ოფისში.

ჩვენი ოფისი საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩაზე, მდებარეობს. ის ორსართულიან შენობაშია განთავსებული.

ჩემი ოთახი მეორე სართულზეა, ამ ოთახში მე და ჩემი კოლეგა ვართ. ბატონი მერაბის კაბინეტი პირველ სართულზეა. პირველ სართულზეა ოფისმენეჯერისა და ფინანსისტის კაბინეტებიც.

ბატონი მერაბის ოთახის წინ, პატარა ოთხში, მისი ასისტენტი, ანუ მდივანი, ზის. ბატონი მერაბის კაბინეტი დიდია. ოთახში დგას მისი საწერი მაგიდა და მაგიდა სტუმრებისათვის. ბატონი მერაბის ოთახში არის კომპიუტერი, ტელეფონი, პრინტერი, სკანერი და პროექტორი პრეზენტაციებისათვის. კედელზე დიდი ტელევიზორი კიდია.

ოფისმენეჯერის ოთახშიც დგას საწერი მაგიდა და კომპიუტერი. მას არა აქვს მაგიდა სტუმრებისათვის. მის ოთახში დგას საოფისე სავარძლები სტუმრებისათვის.

ჩვენი ოთახი ყველაზე დიდია. აქ ყველაფერია, რაც ოფისისათვისაა საჭირო - საოფისე ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა.

ოფისში კიდევ რამდენიმე ოთახია სხვა თანამშრომლებისათვის.

ოფისში გვაქვს სპეციალური ოთახი შეხვედრებისათვის. ეს ოთახი ყველაზე დიდია. ამ ოთახში დგას დიდი მაგიდა სკამებით. კედელზე კიდია დიდი ეკრანი პრეზენტაციებისათვის. აქ არის ლეპტოპი და პროექტორი. ამ ოთახში იმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები, პრეზენტაციები, ლექციები.

შესვენების დროს მდივანი ყავას ან ჩაის გვიდუღებს. ეს მისი მოვალეობა არ არის, თუმცა ჩვენი ოფისის ტრადიციაა.

ოფისი მუშაობს დილის ათი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე. ორიდან სამ საათამდე შესვენებაა.

ზოგ ოფისში თანამშრომლებისათვის ცალ-ცალკე ოთახები არ არის. ოფისის თანამშრომლები ერთ დიდ ოთახში სხედან. ასეთი დიდი ოთახები მინის კაბინებითაა დაყოფილი. ასეთი ოფისები ნაკლებად კომფორტულია.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • აღწერეთ მოკლედ თქვენი, თქვენი მეგობრის ან თქვენი ოჯახის წევრის ოფისი.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_რა პროფესიის ადამიანები მუშაობენ ოფისში?

_ვის ოთახშია ტელევიზორი?

_სად იმართება შეხვედრები?

_სად არის მდივნის ოთახი?

_როდის სვამენ თანამშრომლების ყავას ან ჩაის?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 65P1