კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

ბიოგრაფია ბერძნული სიტყვაა. ეს არის ადამიანის ცხოვრების აღწერა დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

ბიოგრაფიას წერს ბიოგრაფი. ბიოგრაფი არის ადამიანი, რომელიც აღწერს ვინმეს ცხოვრებსა და მოღვაწეობ.

ბიოგრაფები ძირითადად წერდნენ ცნობილი ადამიანების ცხოვრებას, რომ შთამომავლობას დარჩენოდა ამბავი მათი საქმეების, ცხოვრების შესახებ.

ასე შეიქმნა ბევრი ცნობილი ადამიანის ბიოგრაფია. დღეს ჩვენ ვკითხულობთ მათი ცხოვრების ამბავს, რომ გავიგოთ საუკუნეების წინ როგორ ცხოვრობდნენ, რას აკეთებდნენ ისინი.

ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, როდის, სად დაიბადა ესა თუ ის პიროვნება, ვინ იყვნენ მისი მშობლები, სად სწავლობდა, რას აკეთებდა, რატომ იყო ცნობილი.

ავტობიოგრაფია კი არის საკუთარი ბიოგრაფია, პიროვნების მიერ თავისი ცხოვრების აღწერა.

ადამიანები ავტობიოგრაფიას წერენ სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, სამსახურში, რომ უკეთ გააცნონ თავი სხვებს. აი, ერთი ნიმუში ავტობიოგრაფიისა:

ავტობიოგრაფია

მე, მარიამ მაისურაძე, დავიბადე 1993 წლის 27 აპრილს ქალაქ თბილისში.

მამა, ავთანდილ მაისურაძე, ინჟინერია, მუშაობს სამშენებლო კომპანია „არსში“.

დედა, ანა ნიკოლაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია თბილისის 23–ე საჯარო სკოლაში.

მყავს ორი და და ერთი ძმა.

2011 წელს დავამთავრე თბილისის 34–ე საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩავირიცხე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. ამჟამად ვსწავლობ პირველ კურსზე.

ვცხოვრობ თბილისში შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის 153.

23.05. 2012

მარიამ მაისურაძე

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • გადაიყვანეთ ტექსტი მესამე პირში.

 

წაიკითხეთ ტექსტი

კრიშტიანუ რონალდოს ბიოგრაფია


დაბადების ადგილი: მადეირა,პორტუგალია
დაბადების თარიღი: 05/02/1985
პოზიცია: ნახევარმცველი
წონა: 80 კგ
სიმაღლე: 185 სმ
ეროვნება: პორტუგალიელი

კრიშტიანუ რონალდო დაიბადა პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო კლუბ "ანდორინია დე სანტო ანტონიო"–ში. 10 წლის ასაკში მასზე "ნადირობა" დაიწყეს უფრო დიდმა კლუბებმა. რონალდო გადავიდა კლუბ "ნასიონალში", სადაც ის გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი. ერთი წლის შემდეგ კრიტიან ლისაბონის "სპორტინგთან" გააფორმა კონტრაქტი. ამ მომენტისათვის ის ითვლება "სპორტინგის" პირველ ფეხბურთელად,რომელმაც გაიარა ყველა აკადემიური სკოლა.
გადამწყვეტი მომენტი კრიშტიანუ ცხოვრებაში იყო ამხანაგური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ მან მიიპყრო სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღება. ფერგიუსონმა თქვა, რომ მისი მოწაფეები უძლურებ იყვნენ რონალდოს წინააღმდეგ. ისეთმა ფეხბურთელებმა,როგორებიც იყვნენ როი კინი და რუუდ ვან ნისტელროი. ფერგიუსონს ურჩიეს გაეფორმებინა კონტრაქტი პორტუგალიელთან. მას შემდეგ, რაც "მანჩესტერმა გადაიხადა რონალდოში 12.24 მლნ.ფუნტი სტერლინგი (ეს თანხა ითვლება რეკორდად ახალგაზრდა ფეხბურთელებში), კრისტიანომ მოაწერა ხელი კონტრაქტს.
პირველივე სეზონში რონალდომ აჩვენა ყველას, რომ ბევრის გაკეთება შეეძლო. 2004 წლის ინგლისის თასის ფინალში მან გაიტანა თავისი პირველი გოლი "მანჩესტერის" შემადგენლობაში. საბოლოოდ, სერ ალექსის გუნდმა მოიგო ის მატჩი. მეორე სეზონში რონალდო გახდა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. კრისტიანო გაიტანა გუნდის მეათასე გოლი პრემიერლიგის ისტორიაში. შემდეგ წელს ფეხბურთელმა გაიტანა 17 გოლი და თავდამსხმელებს შორის დაიკავ მეორე ადგილ. 2006-2007 წლების სეზონში რონალდო გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი.
2008 წელს "ბოლტონის" კარში გატანილი 2 გოლის შემდეგ კრიშტიანუ გაიტანა თავისი 33– გოლი სეზონში და გააუმჯობესა ჯორჯ ბესტის რეკორდი,რომელსაც გატანილი ჰქონდა 32 გოლი. პორტუგალიელმა იმავე სეზონში მოიგო ინგლისის თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა. ის, ასევე, არ დარჩენილა ინდივიდუალური ტიტულების გარეშე: ის გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მიიღო "ოქროს ბურთი", როგორც ევროპის საუკეთესო მოთამაშემ, გახდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, კლუბის საუკეთესო თავდამსხმელი და გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი.
რონალდო დებიუტი ნაკრებში შედგა 2003 წლის 20 აგვისტოს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ. მან წარადგინა ნაკრები ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე. მაშინდელი ნაკრების მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარის არ სურდა წაეყვანა ევროპის ჩემპიონატზე კრიტიან, მაგრამ ჟურნალისტების და ფანების თხოვნის შემდეგ იძულებული გახდა, გადაწყვეტილება შეეცვალა. პორტუგალიელი ვარსკვლავი იყო ერთერთი ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე თავის ნაკრებში.


  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 
 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 
 

  • თქვენ გაეცანით ორი სახის ტექსტს: ავტობიოგრაფიასა და ბიოგრაფიას. თქვენი აზრით, რა განსხვავებაა მათ შორის? ჩამოაყალიბეთ წერილობით.

 
 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

-რომელ წელს, რომელ რიცხვსა და თვეში დაიბადა რონალდო?

-სად დაიბადა კრიშტიანუ?

-სად დაიწყო რონალდომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა?

-ვისი ყურადღება მიიპყრო რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩში?

-რომელს წელს მოიგო კრიშტიანუ რონალდომ ინგლისის თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა?