გრამატიკა

IDevice Icon


სიტყვათა რიგი კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების

და გრძნობების გადმოცემისას

ქართული ენა მდიდარია სიტყვათა ფორმაცვალების საშუალებებით. აქედან გამომდინარეობს მორფოლოგიური ელემენტების დიდი როლი სიტყვათა სინტაქსური კავშირის შექმნის პროცესში. სიტყვის ფორმას (და არა მის ადგილს წინადადებაში) იმდენად დიდი როლი ეკისრება ქართულში, რომ ამ სიტყვის გადასმით წინადადების თავში ან ბოლოში აზრი არ იცვლება: ბიჭი გაკვეთილს ასწავლის მეგობარს, ბიჭი მეგობარს გაკვეთილს ასწავლის, გაკვეთილს ბიჭი ასწავლის მეგობარს, მეგობარს ასწავლის ბიჭი გაკვეთილს - სიტყვათა გადაადგილებით აზრი არ იცვლება. სხვა ენებში ასეთი ადგილმონაცვლეობით შესაძლოა საპირისპირო აზრიც კი მივიღოთ...

მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ქართულში საერთოდ უგულებელვყოთ სიტყვათა რიგის მნიშვნელობა: ხსენებული რამდენიმე ვარიანტიდან ზოგი ჩვეულებრივ ხმარებულია, ზოგიც - ნაძალადევი, ხელოვნური. მაგალითად, განსაზღვრება თანამედროვე სალიტერატურო ქართულში წინ უსწრებს საზღვრულ წევრს (ძველ ქართულში პირიქით იყო); კითხვით წინადადებაში კითხვითი სიტყვა წინ უძღვის შემასმენელს და . .

  • შეადგინეთ 10 კითხვითი წინადადება.

  • ამოიწერეთ ტექსტიდან კითხვითი, თხოვნის გამომხატველი, ბრძანებისა და გრძნობების გადმომცემი წინადადებები და დააჯგუფეთ.